FM97.5 / LIVE

ადიგენელი აბიტურიენტების პრიორიტეტები

მთავარისაზოგადოება » განათლება 30.01.2013
რომელ სასწავლებლებსა და სპეციალობებს ანიჭებენ უპირატესობას ადიგენის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები და სად აპირებენ სწავლის გაგრძელებას აბიტურიენტები

ადიგენელი აბიტურიენტების პრიორიტეტები
ადიგენის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების აბიტურიენტები ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან. მათ უმეტესობას თბილისის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტებში სურს ჩაბარება. ამბობენ, რომ თბილისის უნივერსიტეტებს მეტი პრივილეგიები გააჩნიათ და უფრო დიდი შანსი აქვთ დასაქმების.

- ”ჩაბარებას ვაპირებ ილიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, მიმაჩნია, რომ თუ მანდ ვისწავლი უფრო მეტი შანსი მექნება დასაქმების. რადგან ამ უნივერსიტეტს კარგი ავტორიტეტი აქვს სხვებთან შედარებით. ჩემი სურვილია პოლიტოლოგიაზე ჩავაბარო, რადგან ესეც საკმაოდ დასაქმებადი პროფესიაა”, - ამბობს ადიგენის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ლაშა გოგრიჭიანი.

ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლის გიორგი ჯანელძის თქმით, მისი სურვილიც ილიას უნივერსიტეტში სწავლაა. მისი თქმით, ჯერ კიდევ გაზეთის გამოსვლას ელოდება, სადაც უნივერსიტეტების ჩამონათვალია.

- ”გაზეთი რომ გამოვა, ზუსტად გადავწყვეტ სად ჩავაბარო, სურვილი კი მაქვს ილიას უნივერსიტეტში ვისწავლო. თუმცა, ახლავე ვიცი, რომ 14 უფასო სპეციალობიდან ჩავაბარებ რომელიმეზე”, - ამბობს მეთორმეტე კლასის მოსწავლე გიორგი ჯანელიძე.

აბიტურიენტების გარკვეულ ნაწილს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსუტეტში სურს ჩაბარება, რადგან ტერიტორიულად ეს სასწავლებელი უფრო ახლოსაა.

- ”დიდი სურვილი მაქვს ჩავაბარო ქართულ ფილოლოგიაზე. ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს ზუსტად რომელ უნივერსიტეტში ჩავაბარებ, მგრამ მირჩევნია ჩემს რეგიონში ვისწავლო. ალბათ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიო სასწავლო უნივერსიტეტს მივანიჭებ უპირატესობას”, -ამბობს ლელოვანის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე შორენა პაქსაძე.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ადიგენის რაიონების საჯარო სკოლების პედაგოგებს, სკოლის დირექტორებს და აბიტურიენტებს ადიგენის საჯარო სკოლაში შეხვდნენ. ფაკულტეტების დეკანატების წარმომადგენლებმა აბიტურიენტებს ფაკულტეტებზე არსებული სიახლეები გააცნეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ასეთივე სახის შეხვედრას უნივერსიტეტის წარმომადგენლები 4 თებერვალს ასპინძის საჯარო სკოლებში გეგმავენ.

[ნუკა სტეფნაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

უნივერსიტეტის რექტორი სკოლის დირექტორებს შეხვდა
შეხვედრები აბიტურიენტებთან
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართა
ახალციხელ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს
რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში
საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
საჯარო სკოლებში მე–11 კლასის გამოსაშვები გამოცდები დასრულდა