FM97.5 / LIVE

ახალციხის უნივერსიტეტი 700 სტუდენტს მიიღებს

მთავარისაზოგადოება » განათლება 24.05.2012
ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 3’500-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია

ახალციხის უნივერსიტეტი 700 სტუდენტს მიიღებს

საბაკალავრო პროგრამებზე უნივერსიტეტი 700 სტუდენტს მიიღებს, 135 ადგილია პროფესიული პროგრამებისთვის, მაგისტრატურაში სწავლას კი 100 სტუდენტი შეძლებს.

უნივერსიტეტის რექტორის თინა გელაშვილის განცხადებით, წელს პირველი შემთხვევაა, როცა ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოთხოვნა გაიზარდა: “პირველადი დასახელებით 60 პროცენტზე მეტი განაცხადია შემოტანილი. სტუდენტების ზუსტი რაოდენობა მას მერე გახდება ცნობილი, როცა საატესტატო და ეროვნული გამოცდები დასრულდება”.

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის ნიკოლოზ ახალკაცის თქმით, მოთხოვნა გაიზარდა ეკოლოგიისა და აგრო-ტექნოლოგიის მიმართულებებზეც: “ეკოლოგიის ფაკულტეტზე გამოცხადებული 40 ვაკანტური ადგილიდან, პირველადი დასახელებით 26 აბიტურიენტია დარეგისტრირებული”.

ამ ეტაპზე ახალციხის სახელმწიფო სასაწვლო უნივერსიტეტში ოთხი ფაკულტეტია. განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა; ბიზნესის ადმინისტრირება; იურიდიული და ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტები. მომავალი სასწავლო წლიდან აღნიშნულ ფაკულტეტებს ორი, მედიცინის და ტურიზმის ფაკულტეტი დაემატება.

თინა გელაშვილის თქმით, აღნიშნული ფაკულტეტების დამატება რეგიონში კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის დაწყების შემდეგ გადაწყვიტეს: “რეგიონის განვითარების სტრატეგიიდან გამომდინარე, გიდებსა და სხვა, მსგავსი მიმართულებით გადამზადებულ კადრებზე მოთხოვნა გაჩნდება და ჩვენს სტუდენტებს დასაქმების დიდი შანსი ექნებათ”.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბაკალავრიატში 1000 სტუდენტს მიიღებს

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი 1215 ადგილზე აცხადებს მიღებას
რამდენი სტუდენტი მიიღო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა
ახალციხის უნივერსიტეტში 432 ადგილი თავისუფალი დარჩა
რას მოუტანს სტუდენტებს სამცხე-ჯავახეთის უმაღლესი სასწავლებლის შეცვლილი სტატუსი
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში ვაკანტური ადგილები დარჩა