FM97.5 / LIVE

შელაპარაკება ზარზმაში – მუსლიმები სამუფთო სამმართველოს მიმართავენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.09.2016
ზარზმაში მეჩეთისა და მონასტრის წინამძღვრებს შორის მომხადრი შელაპარაკების გამო, მუსლიმი თემი სამუფთო სამმართველოსგან რეაგირებას ითხოვს;

შელაპარაკება ზარზმაში –  მუსლიმები სამუფთო სამმართველოს მიმართავენ

მუსლიმმა თემმა იმამის შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით სამუფთო სამმართველოს მიმართვა გუშინ, 9 სექტემბერს, საღამოს გაუგზავნა.
მათ ზარზმაში მეჩეთის წინამძღვარს ოთარ გორგაძესა და მონასტრის წინამძღვარს ნიკოლოზ გეწაძეს შორის მომხდარი შელაპარაკება დაწვრილებით აღწერეს და სამმართველოს რეაგირება სთხოვეს.

„რა ფორმით მოახდენს რეაგირებას სამმართველო, ამას თავად მუფთი გადაწყვეტს“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე.
იგი, გუშინ მომხდარი ინციდენტის შემდეგ ზარზმის მეჩეთში იმისთვის, რომ ვითარებაში გარკვეულიყო, ჭელას მეჩეთის წინამძღვართან ჯამბულ აბულაძესთან ერთად მივიდა.

„დაწვრილებით მოვისმინეთ იმამის ნაამბობი, მუსლიმი თემი უკიდურესად ნაწყენი და გაბრაზებულია. არცერთი მღვდლის მუშაობაში ჩვენ არ ვერევთ და ნურც თვითონ ჩაერევიან. იმამი დამოუკიდებელია და დამოუკიდებლად გააგრძელებს მუშაობას“, – აცხადებს ვაშაყმაძე.
მისი თქმით, ასეთი ფაქტის განმეორების შემთხვევაში სასამართლოს მიმართავენ, თუმცა, ამ ეტაპზე მხოლოდ სამუფთო სამმართველოსთან წერილის გაგზავნით შემოიფარგლენენ: „მუფთს მივწერეთ, მაგრამ ჯერ პასუხი არ მიგვიღია“.

აბულაძის განცხადებით, მუსლიმი თემი არ აპირებს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართონ.

„ყველამ კარგად იცის, რომ სწორედ ადგილობრივი ხელმძღვანელობისაგან ხდება წახალისება და ხელშეწყობა. უფრო მეტიც, დაწინაურება ყველა იმ პიროვნების, ვისაც თუნდაც მცირე წვლილი მიუძღვის მუსლიმების შეურაცხყოფაში. მგონი დროა დასრულდეს ასეთი თვითნებური და სახელმწიფოს იმიჯის შემლახველი ქმედებები“, – წერს აბულაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ზარზმის მეჩეთის წინამძღვარი ოთარ გორგაძე ზარზმის მონასტრის წინამძღვარს ნიკოლოზ გეწაძეს სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. შემთხვევა გუშინ, 9 სექტემბერს ზარზმის მონასტრის წინ მოხდა. გორგაძე მეჩეთში სალოცავად მიდიოდა, თუმცა როგორც თავად აცხადებს, იგი გზაზე არ გაატარეს და შეურაცხმყოფელი სიტყვებით სოფლისა და მეჩეთის დატოვება მოსთოხოვეს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შელაპარაკება ზარზმის მეჩეთისა და მონასტრის წინამძღვრებს შორის
მოხეში მეჩეთის მშენებლობა დაიწყო
მუსლიმი სასულიერო პირები პრემიერ–მინისტრთან შეხვედრას გეგმავენ
ადიგენში შეკრებილი მუსლიმები იშლებიან
ჭექა-ქუხილმა ზარზმის მონასტრის ჯვარი დააზიანა
ადიგენში ბეგლარ ქამაშიძეს ელოდებიან
‘ადამიანის უფლებათა ცენტრი’ სოფელ ფლატეში მეჩეთის დანგრევაზე ჩივის