FM97.5 / LIVE

ახალციხის გამგებელი სკოლებში შეხვედრებს მართავს

მთავარისაზოგადოება » განათლება 28.01.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ხითარიშვილი მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს შეხვდა

ახალციხის გამგებელი სკოლებში შეხვედრებს მართავს

ხითარიშვილი სკოლაში არსებული მდგომარეობას პირადად გაეცნო და როგორც თავად განაცხადა მსგავსი ხასიათის შეხვედრებს მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში მოაწყობს.

მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი მოსწავლეების განათლება და მათთან არსებული პრობლემების განხილვაა: ”როდესაც ხელისუფლება იცვლება, ვალდებულებას იღებს, რომ არსებული პრობლემები, რომელიც კონკრეტულად მის დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ ერთეულშია გაეცნოს პირადად, ყველაზე კარგი მდგომარეობა ამ სკოლაშია და ეს სკოლის დირექციის დამსახურებაა” .

ხუთარიშვიილ ამბობს, რომ სკოლის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა საწვავია: ”არ ჰქონდათ სახსრები რომ საწვავი მთლიანად შეეძინათ. ასევე გვთხოვეს დახმარება სპორტულ ინვენტართან დაკავშირებითაც”

შეხვედრაზე გამგებელმა სკოლაში ექთნის შტატის აღდგენაზე და მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის დაბრუნებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სკოლამდელ დაწესებულებსა და სკოლებში ექთანის ყოლის აუცილებელია: ”ბავშვები არიან, შეიძლება რამე დაიზიანონ ყოველწუთში საავადმყოფოდან ექთანის გამოძახებას, ჯობია ადგილზე იყოს კომპეტენტური და პროფესიონალი პირი, რომელიც ბავშვს დახმარებას აღმოუჩენს”.

მაღალმთიანი რეგონის სტატუსის დაბრუნების საკითხი მუნიციპალიტეტის გამგეობაში აქტიურად განიხილება. ხითარიშვილი ამბობს, რომ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, შეღავათები მოსახლეობის ჯიბეზე დადებითად აისახება: ”მაღალმთიანი რაიონები შეღავათებით სარგებლობენ, საშემოსვალო გადასახადებს არ იხდიან, ახალციხის სოფლების დიდი ნაწილი მაღალმთიანია, ამდენად პარლამენტში ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შანსი გვაქვს”.

მსგავს შეხვედრებს გამგებელი მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში გამართავს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რამდენ სოფელს არ აქვს მაღალმთიანი დასახლების  სტატუსი სამცხე–ჯავახეთში
ბორჯომის მერი მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს [R]
სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, აქტიურად განაგრძობს ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობასთან შეხვედრებს ®
დავით ბაქრაძე ‘მოძრავ შტაბთან’ ერთად  სამცხე–ჯავახეთში შეხვედრებს მართავს
ახალციხის 11 სოფელი საშემოსავლო შეღავათებით ისარგებლებს
პრემიერი: მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები გადაიხედება
ხვალ ახალციხის სკოლებში დირექტორებს აირჩევენ