FM97.5 / LIVE

ვის და რატომ ვირჩევთ 8 ოქტომბერს

მთავარისიახლე, არჩევნები, მე ვირჩევ 30.08.2016
პარლამენტი, მისი ფუნქცია–მოვალეობები, არჩევის წესი და კოდექსში შესული ცვლილებები; სამართლიანია თუ არა არსებული მოდელი და რას ფიქრობს ხალხი საკანონმდებლო ორგანოზე;

ვის და რატომ ვირჩევთ 8 ოქტომბერს

პარლამენტის უფლებამოსილებები და მუშაობის წესი

38 დღეში საქართველოში ახალ პარლამენტს ავირჩევთ. პარლამენტი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა. მისი ძირითადი ფუნქცია კანონშემოქმედებითი საქმიანობაა, ასევე, პარლამენტი განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკას, აკონტროლებს მთავრობის საქმიანობას.

„ამ ყველაფერთან ერთად პარლამენტის წევრებს კიდევ ერთი ფუნქცია აქვთ, ისინი კონკრეტულ თანამდებობის პირებს ნიშნავენ“, – ამბობს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.

ვის და რატომ ვირჩევთ 8 ოქტომბერს საქართველოში პარლამენტი ერთპალატიანია და 150 დეპუტატისგან შედგება. აქედან 77–ს პროპორციული სისტემით ვირჩევთ, 73–ს კი მაჟორიტარულით.

„პროპორციული სისტემით არჩევის შემთხვევაში, არა კონკრეტულ ინდივიდებს, არამედ პარტიას ვაძლევთ ხმას. მაჟორიტარული წესით არჩევისას კი კონკრეტულ პირებს ვირჩევთ პარლამენტის წევრებად“, – გვიხსნის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საპარლამენტო პროექტის მენეჯერი ლიკა საჯაია.

იურისტების განცხადებით, ნებისმიერი დეპუტატი პარლამენტში მთელი საქართველოს წარმომადგენელია, მიუხედავად იმისა, მას ვინ მისცა ხმა.

„ხალხი საკუთარ ძალაუფლებას ახორციელებს პარლამენტარების მეშვეობით, ისინი ხალხის სახელით მოქმედებენ“, – აცხადებს მენაბდე.

მისივე თქმით, დეპუტატები პარლამენტში ფრაქციებსა და კომიტეტებში წევრიანდებიან. ფრაქციებში პოლიტიკურ შეხედულებების მიხედვით, კომიტეტებში კი ძირითადად პროფესიების მიხედვით ერთიანდებიან: „ფრაქციები თავის მხრივ ერთიანდებიან უმრავლესობად და უმცირესობად, თუმცა შესაძლებელია, ფრაქცია უმრავლესობის და უმცირესობის მიღმაც იყოს“.

საქართველოს პარლამენტში ამჟამად ოთხი ფრაქციაა. როგორც იურისტები განმარტავენ, საკანონმდებლო ორგანოში ფრაქციის შექმნა ნებისმიერ ექვს დეპუტატს შეუძლია.

რაც შეეხება კომიტეტებს, სპეციალისტების განცხადებით, პარლამენტი თავის ძირითად უფლებამოსილებას სწორედ მათი მეშვეობით ახორციელებს. ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტში 15 კომიტეტია. ისინი სხვადასხვა დარგების მიმართულებით მუშაობენ. მაგალითად, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობს აგრარული კომიტეტი, ადამიანის უფლებების კუთხით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი და ა.შ.

„კომიტეტები აკეთებენ ძირითად შავ საქმეს პარლამენტში, ისინი ამუშავებენ საკითხს და შემდეგ გააქვთ პლენარულ სხდომაზე. ბევრი საკითხი კი კომიტეტის სხდომებზევე წყდება“, – აცხადებს მენაბდე და ამატებს, რომ ისევე როგორც პლენარულ სხდომებზე, ოპოზიცია კომიტეტებშიც წარმოდგენილია.

რაც შეეხება კომიტეტის წევრების შემადგენლობას, ეს ციფრი 20–ის ფარგლებში მერყეობს. ის თუ რამდენი კომიტეტი იქნება პარლამენტში, მისივე რეგლამენტითაა განსაზღვრული. თუმცა, როგორც მენაბდე ამბობს, რეგლამენტის შეცვლა ყველა მოწვევის პარლამენტს შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ კომიტეტების რაოდენობასაც პარლამენტი თავად განსაზღვრავს.

პროპორციული თუ მაჟორიტარული სისტემა – რისი შეცვლა სურთ კანონში

ვის და რატომ ვირჩევთ 8 ოქტომბერს შეიცვლება თუ არა მოქმედი რეგლამენტი, ამას მომავალი პარლამენტი გადაწყვეტს, თუმცა მანამდე ჩვენ პარლამენტი უნდა ავირჩიოთ. როგორიც არ უნდა იყოს პარლამენტის შემადგენლობა, ვახუშტი მენაბდე დარწმუნებულია, რომ ის არასამართლიანად დაკომპლექტდება.

„არჩევის სისტემის ახლანდელი მოდელი არასამართლიანია, რადგან ის ძლიერ პარტიებს იმაზე მეტ მანდატს აძლევს, ვიდრე რეალურად მათ მხარდამჭერები ჰყავთ“, – აცხადებს მენაბდე.

მას ეთანხმებიან „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“. აქ იურისტები აცხადებენ, რომ დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემის მიხედვით „ყველაფერი მხოლოდ ძლიერ პარტიას მიაქვს“. ამაში გულისხმობენ, იმას რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მაჟორიტარები არიან ძირითადად სახელისუფლებო პარტიების მთავარი მანდატების მომტანები.

„მუნიციპალიტეტებში სუსტ პარტიებს უჭირთ ბევრი ძლიერი კანდიდატის მოზიდვა. ამიტომ ძლიერი პარტია მაჟორიტარების ხარჯზე უფრო მეტ მანდატებს იღებს, ვიდრე მას ქვეყნის მასშტაბით მხარდაჭერა აქვს“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პროგრამების კოორდინატორი ლევან ნატროშვილი და ამატებს, რომ პარლამენტში მეტი პლურალიზმისთვის უკეთესი იქნება თუ მაჟორიტარული სისტემა გაუქმდება.

ნატროშვილს ეთანხმება მენაბდე და იმას, თუ რა იგულისხმება მაჟორიტარებით მოგებულ არჩევნებში, ასე განმარტავს: „ჩვენ ვირჩევთ მაჟორიტარული და პროპორციული წესით და მერე ეს მექანიკურად ჯამდება. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, თუ პარტიას აქვს 30 პროცენტიანი მხარდაჭერა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მას შეუძლია მოიგოს ყველა მაჟორიტარული ოლქი და ეს იქნება დაახლოებთ 70 მანდატი, მაგრამ ამას დაემატება 30 პროცენტი [მაჟორიტარების] 73–დან, ეს არის სადღაც 25 მანდატი. შესაბამისად გამოვა, რომ მას აქვს 30 პროცენტიანი მხარდაჭერა, ანუ ეკუთვნის 50 მანდატი, მაგრამ რეალურად მიიღებს 100 მანდატს. ანუ სისტემის ხარჯზე გამარჯვებული გაძლიერდება“.

ვის და რატომ ვირჩევთ 8 ოქტომბერს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეთანხმება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი ახალციხე–ადიგენის ოლქში ვაჟა ჩიტაშვილი. იგი, ამ დრომდე, ამავე პარტიიდან, პარლამენტში ახალციხის მოქმედი დეპუტატი იყო.

არ ეთანხმებიან ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს სახელისუფლებო გუნდში.

ვის და რატომ ვირჩევთ 8 ოქტომბერს „მაჟორიტარული არჩევნები უფრო მისაღებია, რადგან ბიულეტენში კონკრეტული სახელი და გვარი წერია. ამომრჩეველს ასე პირდაპირი არჩევის შესაძლებლობა ეძლევა. ანუ პოილიტიკური ლიდერი არ წყვეტს ვის შეიყვანს პარლამენტში და ვის არა“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბორჯომისა და ასპინძის საარჩევნო ოლქში გედევან ფოფხაძე, იგი ამ დრომდე ბორჯომში ამავე პარტიის მოქმედი დეპუტატიც გახლდათ.

რაც შეეხება მანდატების სამართლიან გადანაწილებას ფოფხაძე ამბობს, რომ ხარვეზები ორივე სისტემას აქვს.

რა შეიცვალა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის

ხარვეზებსა და ცვლილებებზე ქვეყანაში ხმაური მომავალი არჩევნებისთვის არა მხოლოდ არჩევის, არამედ ოლქების დაყოფის წესმაც გამოიწვია. საარჩევნო სისტემის შეცვლა 2020 წლისთვის გადაიდო, ოლქებთან დაკავშირებით კი საარჩევნო კოდექსში შესწორება შევიდა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით 73-დან 50-ი მაჟორიტარული ოლქის საზღვრები შეიცვალა. თბილისში 10-ის ნაცვლად 18 მაჟორიტარული ოლქი შეიქმნა, რეგიონებში კი გაერთიანებისა და დაყოფის გზით 42 ოლქის საზღვარი შეიცვალა.

სამცხე–ჯავახეთში თუ აქამდე 6 მუნიციპალიტეტი და შესაბამისად 6 საარჩევნო ოლქი იყო, ახლა სამი ოლქია: ადიგენი–ახალციხე, ნინოწმინდა–ახალქალაქი და ასპინძა–ბორჯომი (ასევე ახალქალაქის ხუთი თემი). შესაბამისად, რეგიონში ექვსის ნაცვლად, სამ მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ.

ოპოზიცია, ხელისუფლება და მესამე საქტორი ვერც ამ დაყოფის წესზე თანხმდება.

ვის და რატომ ვირჩევთ 8 ოქტომბერს „სამართლიანი არჩევნების“ შიდა ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის რეგიონული კოორდინატორის ნინო ბიბილეიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ცვლილება ხმათა თანასწორობის მიზნით შევიდა, ცვლილებით საფრთხე სწორედ ხმების თანასწორობას ექმნება: „ერთი საარჩევნო ოლქის ხმებს შესაძლოა არ ჰქოდნეს გავლენა მეორე საარჩევნო ოლქის ხმებზე, ანუ სადაც მეტია ამომრჩეველი, რეალურად მისი არჩეული კანდიდატი გავა“.

ახალციხეში რომ უფრო მეტი ამომრჩეველია, ვიდრე ადიგენში და ადიგენელი კაცი რომ მაჟორიტარი დეპუტატი ვერ გახდება, ამაზე ადიგენის მუნიციპალიტეტის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი პარლამენტში ზურაბ ჩილინგარაშვილიც საუბრობს.

შეკითხვაზე, რამდენად სამართლიანია ახლებური დაყოფის მეთოდი, გედევან ფოფხაძე გვპასუხობს: „ეს იყო საკონსტიტუციო მოთხოვნა და უნდა შესრულებულიყო. სამართლიანობა ამ შემთხვევაში ნიშნავდა იმას, რომ ამომრჩეველთა განსხვავებულ რაოდენობას არ უნდა ჰქონოდა განსხვავებული რაოდენობის დეპუტატების არჩევის შესაძლებლობა“.

ხალხი პარლამენტზე

რა ცვლილება შევიდა საარჩევნო კოდექსში მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის და ამბობენ, რომ არც აინტერესებთ. გამოკითხულთა უმრავლესობას საპარლამენტო არჩევნების მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულება აქვს.

ვის და რატომ ვირჩევთ 8 ოქტომბერს „რა მნიშნველობა აქვს რა შეიცვალა. რა პარლამენტს ჩვენ ვირჩევთ?! საბოლოოდ მაინც ის გაჰყავთ ვინც თვითონ უნდათ, ხალხის აზრი და ჩვენი არჩევანი არაფერს ნიშნავს“, – ამბობს ომარ კაპანაძე, რომელიც ახალციხის აგრარულ ბაზარში ხორცს ყიდის.

შეკითხვაზე, რა ფუნქცია–მოვალეობები აქვს აღნიშნულ ორგანოს, პასუხს თითქმის ყველა, ქვეყანაში არსებული უმუშევრობითა და მძიმე სოციალური მდგომარეობით იწყებს.

„პარლამეტმა ხალხი უნდა დაასაქმოს, მთავრობა ეგ არის. თვის ბოლოს უნდა ვიცოდე, რომ ხელფასს ავიღებ“, – ამბობს ხაჩატურ მიქაელიანი.
„უმუშევრობაა, ეს უნდა შეცვალონ“, – ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტაში მცხოვრები აკაკი ივანიძე და ამატებს, რომ პარლამენტმა ქვეყნის შიგნით არსებული შუღლი და დაპირისპირებაც უნდა გაანეიტრალოს.

ვის და რატომ ვირჩევთ 8 ოქტომბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძეში მცხოვრები ედუარდ კურტანიძე ფიქრობს, რომ პარლამენტმა ისეთი კანონები უნდა მიიღოს, რომელიც ხელს ხალხის დასაქმებას შეუწყობს: „არაფერს არ აკეთებენ, ისვენებენ და ხელფასს პენსიასავით იღებენ“.


პარლამენტმა კანონების მიღება რომ უბრალო ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით უნდა დაიწყოს, ამაზე ახალციხეში მცხოვრები დავით ჭანკვეტაძეც საუბრობს: „გარდა ამისა, კანონები რომელსაც მიიღებენ ჯერ თვითონ უნდა დაიცვან. პარლამენტში ჩხუბობენ, ცუდ სიტყვებს ამბობენ და არავინ ეხებათ. ვიღაცამ ქუჩაში რომ შეიგინოს, ხულიგნობაზე გაასამართლებენ და ციხეში ჩასვამენ“.

ვის და რატომ ვირჩევთ 8 ოქტომბერს არსენ ზედგინიძე კი ფიქრობს, რომ ამჯერად პარლამენტში მხოლოდ ახალი სახეები უნდა შეიყვანონ. იგი დარწმუნებულია, რომ თუ საკანონმდებლო ორგანოს სხვა დეპუტატები ეყოლება, ასე ხალხის საკეთილდღეოდ უფრო მეტ რამეს გააკეთებენ: „დანამატებზე თქვან უარი და გაჭირვებულ ხალხს დაეხმარონ“.

პარლამენტმა რომ კანონები უნდა მიიღოს, ამაზე თენგიზ ზედგინიძეც საუბრობს: „ოღონდ კანონი ისეთი უნდა იყოს, რომ ყველას თანაბრად სჯიდეს, მხოლოდ საწყალი ხალხი არ უნდა დაიჩაგროს“.

რა ახალ კანონებს მიიღებს ახალი პარლამენტი, ან რისი შეცვლა მოუხდებათ უკვე მოქმედ საკანონმდებლო სისტემაში უცნობია. ჯერ მხოლოდ ის ვიცით ზუსტად რომ 8 ოქტომბერს ქვეყანა ახალ საკანონმდებლო ორგანოს აირჩევს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]

ვის და რატომ ვირჩევთ 8 ოქტომბერსვის და რატომ ვირჩევთ 8 ოქტომბერს
სამხრეთის კარიბჭეს" პროექტი,
'ინფორმირებული არჩევანი – დემოკრატიის საფუძველი'
ხორციელდება საარჩევნო სისტემების განვითარების,
რეფორმებისა და სწავლების ცენტრის
ფინანსური მხარდაჭერით


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რას შეცვლის ახალი საარჩევნო მოდელი და როგორ გადანაწილდება მანდატები სამცხე-ჯავახეთში
"ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა
ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელეს
მოვუწოდებთ საპარლამენტო პარტიებს, მხარი დაუჭირონ საარჩევნო სისტემის ცვლილებას – არასამთავრობოები
ოქტომბრის არჩევნები 120/30 სისტემით ჩატარდება – პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებები დაამტკიცა
სამცხე-ჯავახეთის სამმა დეპუტატმა საარჩევნო სისტემის შეცვლას ამჯერად მხარი დაუჭირა
ძირითადი და დამხმარე საოლქო კომისიები – ვის რა როლი ექნება არჩევნებში