FM97.5 / LIVE

ძირითადი და დამხმარე საოლქო კომისიები – ვის რა როლი ექნება არჩევნებში

მთავარისიახლე, არჩევნები 17.08.2016
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ახალი წესით დაყოფის შემდეგ ძირითადი და დამხმარე საარჩევნო ოლქები ჩამოყალიბდა. სამცხე-ჯავახეთში სამი ძირითადი და ამდენივე დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია იმუშავებს.

ძირითადი და დამხმარე საოლქო კომისიები – ვის რა როლი ექნება არჩევნებში

თუ აქამდე სამცხე–ჯავახეთს პარლამენტში 6 დეპუტატი ჰყავდა, ახლა მოქალაქეები 3 დეპუტატს აირჩევენ. საარჩევნო ოლქები გამსხვილდა და თუ მაგალითად, წინა მოწვევის პარლამენტში ადიგენსა და ახალციხეს ცალ–ცალკე დეპუტატი ჰყავდა, ახლა ამ მუნიციპალიტეტებს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ერთი პირი წარადგენს. ასევე, ერთ დეპუტატს აირჩევენ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში და ბორჯომსა და ასპინძაში.

მიუხედავად მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების გამსხვილებისა, საარჩევნო ადმინისტრაციები, ადგილობროვ დონეზე, უცვლელად რჩება. ადიგენისა და ახალციხის შედეგები უნდა დაჯამდეს, თუმცა, საოლქო კომისია იქნება ადიგენშიც და ახალციხეშიც. ასევე იქნება სამცხე–ჯავახეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც.

ცვლილების შემდეგ, ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი 44–ე ნომერია. ამ საარჩევნო ოლქში, №37ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისია ძირითადი, ხოლო №38 ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისია დამხმარე იქნება.

ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქის გაერთიანების შემდეგ, მას ნომერი 45 მიენიჭა. აქ ძირითადი ბორჯომის N36 საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო დამხმარე N39 ასპინძის საოლქო კომისია იქნება.

იგივენაირად ჩამოყალიბდა ახალქალაქი-ნინოწმინდის №46 საარჩევნო ოლქიც. აქ №40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისია ძირითადი, №41 ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია კი დამხმარე იქნება.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, საქართველოში 53 ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია და 20 დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიაა.

ცესკოს ინფორმაციით,

საოლქო საარჩევნო კომისიების ნუმერაცია არ შეცვლილა

 საოლქო საარჩევნო კომისიების ნუმერაცია და მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ნუმერაცია სხვადასხვაა ნებისმიერი დამთხვევის მიუხედავად

 საოლქო საარჩევნო კომისია თავის უფლებამოსილებას ახორციელებს შექმნილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის შესაბამის ტერიტორიაზე


ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების ფუნქციები განსხვავდება, თუმცა არა რადიკალურად. განსხვავება ისაა, რომ გადამწყვეტი ძირითადი საოლქო კომისიაა.

მაგალითად, დამხმარე კომისიას იღებს საინიციატივო ჯგუფის კანდიდატის საბუთებს, თუმცა, მას ვერ არეგისტრირებს. დასარეგისტრირებლად მიღებული დოკუმენტაცია ძირითად საოლქო კომისიაში უნდა გადაგზავნოს.

ასევე, ძირითადი საოლქო კომისია ქმნის საარჩევნო უბნებს, ადგენს საარჩევნო უბნების ნომრებს და აზუსტებს საზღვრებს, დამხმარე კი ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე მონაწილეობს საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტებაში და ასე შემდეგ.

რაც შეეხება არჩენების დღეს და საბოლოო ოქმებს, კენჭისყრის დღეს საბოლოო სიტყვა ძირითად საოლქო კომისიას ეკუთვნის.

ძირითადი და დამხმარე საოლქო კომისიები – ვის რა როლი ექნება არჩევნებში

დეტალურად მთავარი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიები ფუნქციები, შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის  საარჩევნო ოლქები  საპრეზიდენტო არჩევნებზე 157 950 ლარს დახარჯავენ
საოლქო კომისია  377 მსურველიდან 210 წევრს შეარჩევს
ადიგენის საოლქო კომისია გასვლით შეხვედრებს იწყებს
N37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქში, 35 უბნიდან 8 უბანზე კომისია ვერ დაკომპლექტდა
ცესკო: საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრობის სურვილი 35,956-მა ადამიანმა გამოთქვა
მესხეთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს
157.826 ლარი სამცხე–ჯავახეთში საარჩევნო ოლქების ფუნქციონირებისათვის