FM97.5 / LIVE

'სახლში ვერ წავიდოდი, მეგობრები რუსთაველზე იყვნენ'– მოგონებები 9 აპრილზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.04.2019
მშვიდობიან დემონსტრაციაზე სამცხე–ჯავახეთიდანაც იყვნენ. 30 წლის წინ, ამ დღეს ნინო თათოშვილი და ზურა ჩილინგარაშვილი ქვეყნის დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ.

'სახლში ვერ წავიდოდი, მეგობრები რუსთაველზე იყვნენ'– მოგონებები 9 აპრილზე
ნინო თათოშვილი. 1989 წლის 9 აპრილი.


ნინო თათოშვილი ადიგენის სოფელ უდედანაა. უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტის დამამთავრებელ კურსზე იყო, როდესაც დამოუკიდებლობის მოთხოვნით მასობრივი მსვლელობები დაიწყო. ისიც საკუთარ თანაკურსელებთან ერთად, ყოველდღე რუსთაველის გამზირზე გადიოდა.

„უნივერსიტეტში გაცილებით მეტ პრობლემაზე ვსაუბრობდით. ყოველთვის ვიხსენებდით 1918–1921 წლების პირველ რესპუბლიკას, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას გამოცდილება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მე მაგალითად, უდედან ჩასულ გოგოს ბევრი რამ მანამდე გაგონილი არ მქონდა, გრიგოლ რობაქიძეც კი არ ვიცოდი ვინ იყო“.

ნინო მაშინ 28 წლის იყო. 8 აპრილს საღამოს სახლში წავიდა, რომ მომდევნო დღეს აქციაზე თანაკურსელები შეეცვალა: „რომ გავიგე რაც მოხდა, წავედი ახლანდელი პარლამენტის შენობისკენ. რუსთაველის მეტრომდე მივედი, იქედან დასისხლიანებული ხალხი მორბოდა, რუსთაველის მეტროს იქით აღარ გამიშვეს და შემდეგ უნივერსიტეტთან შევიკრიბეთ. ითქვა, რომ გვხოცავენ და უნდა დავიშალოთო. მაგრამ სახლში ვერ წავიდოდი, ვიცოდი რუსთაველზე იყვნენ ჩემი მეგობრები და მათი ძებნა დავიწყე“.

'სახლში ვერ წავიდოდი, მეგობრები რუსთაველზე იყვნენ'– მოგონებები 9 აპრილზე

ნინო ტირილით იხსენებს, რომ თანაკურსელები მეორე დღეს საავადმყოფოში იპოვა. იმ ღამეს, საბჭოთა ჯარმა 21 დემონსტრანტი სასტიკად მოკლა. ასობით კი დაასახიჩრა. ნინო ამბობს, რომ ახალგაზრდებს განსაკუთრებით ერჩოდნენ. ცხრაში სასწაულით გადავრჩი და თერთმეტში კინაღამ მომკლესო.

„გაფრთხილებული ვიყავით, ერთად არ უნდა დავმდგარიყავით. პირველ კორპუსთან მაინც ვიდექით მე და ჩემი კურსელები, ალესილი ბარებით ჯარისკაცები გამოგვეკიდნენ და გავიქეცით. შემთხვევით რომ პირველი კორპუსის უკანა კარი დაკეტილი ყოფილიყო, მომკლავდნენ“.

'სახლში ვერ წავიდოდი, მეგობრები რუსთაველზე იყვნენ'– მოგონებები 9 აპრილზე
ზურა ჩილინგარაშვილი


ზურა ჩილინგარაშვილი 1988 წლიდან ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრი იყო. 9 აპრილის ღამეს საკუთარი თავი სხვაგან ვერც წარმოედგინა: „მაშინ 24 წლის ვიყავი, სადაც დემონსტრაციას ვმართავდით, იქ დაახლოებით რვა გასასვლელი იყო გარშემო, საიდანაც შეიძლებოდა, რომ აქციის მონაწილეებისთვის გასაქცევი კორიდორი დაეტოვებინათ, მაგრამ ყველა ქუჩა დაკეტეს. დაიწყო საბჭოთა ჯარის წარმოუდგენელი მსვლელობა. თანდათან ალყას ავიწროებდნენ და ორლესული ნიჩბებით ადამიანების ჩეხავდნენ. მე ვფიქრობ, რომ ასობით ადამიანის დახოცვა უნდოდათ, არ ვიცი როგორ გადავრჩით“.

1989 წლის 9 აპრილს ქართველი ხალხის თავგანწირვამ და თავისუფლებისკენ სწრაფვამ საბოლოოდ საქართველოს დამოუკიდებლობა მოუპოვა. 9 აპრილის მოვლენები ისტორიაში დარჩა, როგორც ქართული საზოგადოების გამთლიანების უნიკალური მომენტი.

[ავთო ინასარიძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

27 წელი 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან
1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 28 წელი გავიდა
9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა
ახალციხეში 1989 წლის 9 აპრილი გაიხსენეს
ახალციხეში 1989  წლის  9 აპრილი გაიხსენეს
9 აპრილის ღამე – მესხი დემონსტრანტების მოგონებები [Photo/Video]
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა