01.03.2019 - „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ პირველი ეტაპი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, 3 700 სოფლის კრების ჩატარებას გულისხმობდა, ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფელ ტაბაწყურის მოსახლეობასთან შეხვედრით დასრულდა.
28.02.2019 - ახალციხის პირველი სკოლის დირექტორი ჟუჟუნა გოგოლაური ამბობს, რომ სკოლის საპირფარეშოები მოწესრიგებულია, თუმცა ხანდახან მოსწავლეები აზიანებენ ინფრასტრუქტურას, ასევე, ვერ იცავენ ჰიგიენის ნორმებს, ამის გამო კი ტუალეტში ქაღალდი და საპონი შესაძლოა ყოველთვის არ იყოს.
28.02.2019 - ახალციხის მერია ასპინძისა და რუსთაველის ქუჩებზე ორი საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციისთვის 400 000–მდე ლარს დახარჯავს.
28.02.2019 - ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ქალაქის ქუჩებსა და საავტომობილო გზებზე 19 სათვალთვალო კამერის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო.
27.02.2019 - ასპინძის სოფლების დიდ ნაწილში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადგილობრივებისთვის თავშეყრის ადგილები მოეწყობა. შერჩეული პრიორიტეტები ასპინძის საკრებულომ უკვე დაამტკიცა.
26.02.2019 - ადიგენის მერიამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში პრიორიტეტების შერჩევა დაასრულა. სოფლების უმრავლესობაში გზისა და წყლის სისტემების მოწყობა გადაწყდა.
26.02.2019 - საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ბორჯომი–ბაკურიანი–ახალქალაქის გზის ექვს კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას მარტიდან დაიწყებს. სოფელ ღადოლარიდან კოთელიამდე საგზაო სამუშაოებისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
26.02.2019 - საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ ვალეში წყლის ამორტიზებული სისტემის რეაბილიტაციას აპრილში დაიწყებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ 3 700–მდე აბონენტს 24–საათიანი წყალმომარაგება ექნება.
26.02.2019 - მესხეთის თეატრში მიმდინარე წელს პრემიერების რაოდენობა შემცირდება, დაზოგილი თანხით კი მსახიობების ანაზღაურება გაიზრდება, გარდა ამისა, თეატრს თვითმმართველობა დამატებით 30 000 ლარს გამოუყოფს.
26.02.2019 - 'წლის ბოლომდე 180 სამხედრო მოსამსახურის ოჯახი მიიღებს ბინას', – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
26.02.2019 - ახალციხის შვიდ ქუჩაზე, 18 კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშოებია დაგეგმილი. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 454 000 ლარი დაიხარჯება.
25.02.2019 - სამცხე–ჯავახეთში, გარდა ახალციხისა და ახალქალაქისა ტექინსპექტირების გავლა შესაძლებელი უკვე ბორჯომშიცაა. ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების ცენტრი სოფელ ზანავში, დღეს, 25 თებერვალს გაიხსნა.
25.02.2019 - ადიგენში, სოფელ ვარხანში შიდა ქუჩები ხუთ თვეზე მეტია წყლით იტბორება, მიზეზი მოძველებული სასმელი წყლის სისტემაა. მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ პრობლემა მიმდინარე წელს მოგვარდება.
25.02.2019 - დღეს, 25 თებერვალს, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მესხეთის თეატრის დირექტორთან ერთად დაითვლიან, თუ რამდენი ლარით სჭირდება დახმარება თეატრს იმისთვის, რომ მსახიობების ხელფასები გაიზარდოს.
23.02.2019 - ბაკურიანში, დღეს, 23 თებერვალს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ კრებას, საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრო. ადგილობრივების გადაწყვეტილებით, კურორტზე კულტურის სახლის რეაბილიტაცია დაიგეგმა, რისთვისაც 40 000 ლარი დაიხარჯება.
22.02.2019 - სტუდენტების ექსპედიციიდან, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს რეგიონში ტურისტული კუთხით ინფრასტრუქტურული პრობლემები უნდა შეესწავლათ და საპროექტო წინადადებები მოემზადებინათ, შვიდი თვე გავიდა. რა ინიციატივები ჰქონდათ სტუდენტებს და რაში გაითვალისწინეს ის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უცნობია. უწყებიდან რედაქცია საჯარო ინფორმაციაზე პასუხს მეოთხე თვეა უშედეგოდ ელოდება.
22.02.2019 - მესხეთის თეატრის დასის წევრები მხარის რწმუნებულსა და ახალციხის მერს ხელფასების გაზრდის მოთხოვნით შევხდნენ. სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ახალციხის მერია თეატრს დაფინანსებას გაუზრდის, თანხის ზუსტი ოდენობა კი ორშაბათს, 25 თბერვალს გახდება ცნობილი.
22.02.2019 - დაბა ადიგენში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ორსართულიან კორპუსს ქარმა სახურავის ნაწილი გადახადა. თვითმმართელობაში აცხადებენ, რომ ხარჯთაღრიცხვას ამზადებენ და უახლოეს მომავალში დაზიანებული სახურავის აღდგენას დაიწყებენ.
22.02.2019 - 2018 წელს სამცხე–ჯავახეთის თვითმმართველობებში სარეზერვო ფონდებისთვის გათვალისწინებული თანხის ჯამი 977 000 ლარი იყო. აქედან კი მხოლოდ 358 085 ლარი დაიხარჯა და ამ თანხის დიდი ნაწილი სტიქიით დაზარალებულებისთვის, ასევე მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურებისთვის გაიწერა.
22.02.2019 - მესხეთის სახელმწიფო თეატრის დასის წევრები დაბალ ხელფასებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ წლების განმავლობაში მათი ანაზღაურება არ გაზრდილა. ამ საკითხთან დაკავშირებით, მსახიობები მხარის რწმუნებულსა და ახალციხის მერს შეხვდნენ.