FM97.5 / LIVE

ახალციხეში 19 სათვალთვალო კამერის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 28.02.2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ქალაქის ქუჩებსა და საავტომობილო გზებზე 19 სათვალთვალო კამერის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო.

ახალციხეში 19 სათვალთვალო კამერის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა

ტენდერი 18 თებერვალს 34 800 ლარზე გამოაცხადა და წინადადებების მიღება 20–დან 22-თებერვლამდე მიმდინარეობდა. ახალი სათვალთვალო კამერები, ქალაქის ქუჩებში, საბარგო სადგურის ტერიტორიაზე, ასევე, სოფელ აწყურსა და წნისში უნდა დამონტაჟებულიყო.

ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ ტენდერი ხელახლა გამოცხდდება. გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, კამერების განთავსების კონკრეტულ ადგილებს მერია და შსს განსაზღვრავენ.

გასულ წელს, ახალციხის მერიამ 53 სათვალთვალო კამერა 81 257 ლარად შეიძინა.

„ამ კამერებით სწრაფად მოძრავი მანქანების ნომრების ამოცნობა იქნება შესაძლებელი. ჩვენი მიზანია, ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე“, – ამბობს ახალციხის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი.

როგორც მერიაში აცხადებენ, 19 კამერის შეძენის შემდეგ, თვითმმართველობა კამერების დამატებას აღარ გეგმავს.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში დამატებით 19 სათვალთვალო კამერა დამონტაჟდება
რომელ ქუჩებზე დამონტაჟდა ახალციხეში სათვალთვალო კამერები
ახალციხეში 53 სათვალთვალო კამერა  დამონტაჟდება
ახალციხის სოფლებში ცენტრალურ გზებზე სათვალთვალო კამერები დამონტაჟდება
ახალციხის ციხეზე სათვალთვალო კამერები დამონტაჟდა
ახალციხის მერია კამერა ‘დრონს’ ყიდულობს
ახალციხეში, რვასართულიან კორპუსში ლიფტების მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა