31.08.2020 - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, წინუბნის ტყეში ამარათის მთის ფერდობზე, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
31.08.2020 - ახალციხეში, წინუბნის ტყეში, ამარათის მთის ფერდობზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდა. ადგილზე 70-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს, რა ფართობია დამწვარი ამ ეტაპისთვის უცნობია.
30.08.2020 - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წინუბნის მიმდებარედ ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის ლიკვიდაციის სამუშაოები ხვალ დილიდან გაგრძელდება.
30.08.2020 - ახალციხეში, წინუბნის ტყეში, ამარათის მთის ფერდობზე გაჩენილ ცეცხლს მეხანძრე–მაშველებთან და რეინჯერებთან ერთად ადგილობრივებიც აქრობენ. შემთხვევის ადგილზე წინუბნის, გურკელის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა ავიდა.
30.08.2020 - დღეს, 30 აგვისტოს, ზანავი-კორტანეთის საავტომობილო გზაზე მიმავალი მსუბუქი მანქანა ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ერთი გარდაიცვალა და ოთხი დაშავდა.
30.08.2020 - დღეს, 30 აგვისტოს ახალციხეში, სოფელ წინუბნიდან დაახლოებით 20 კილომეტრში, ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
27.08.2020 - ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, სოფელ ხიზაბავრაში გამგებლის ყოფილ წარმომადგენელს და მის მეგობარს, 37 წლის მანუჩარ მურადაშვილის გატაცების, ცემის და საფლავის გათხრის იძულებისთვის, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები ბრალს ნაწილობრივ აღიარებენ. მათ 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
27.08.2020 - პროკურატურამ ასპინძაში, 22 აგვისტოს მომხდართან დაკავშირებით, გამგებლის ყოფილ წარმომადგენელს და მის მეგობარს, 37 წლის მანუჩარ მურადაშვილზე ძალადობის, იძულების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის გამო, ბრალდება წარუდგინა.
26.08.2020 - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიაში მცხოვრებლები, 23 აგვისტოს საძოვრების გამო მომხდარ ჩხუბში მონაწილე პირების გათავისუფლებას ითხოვენ, ადგილობრივები აქციას ახალქალაქის სასამართლოსთან მართავენ.
26.08.2020 - დღეს, 26 აგვისტოს, ახალქალაქის სასამართლომ ნინოწმინდაში, სოფელ თორიას მცხოვრებლებსა და მომთაბარე მწყემსებს შორის დაპირისპირებისას დაკავებულ პირებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

25.08.2020 - დღეს, 25 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ხიზაბავრაში გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი და მისი მეგობარი დააკავეს. მათ ბრალი 37 წლის კაცის გატაცებაში ედებათ.
25.08.2020 - ასპინძაში, სოფელ ხიზაბავრაში მცხოვრები მანუჩარ მურადაშვილი ამბობს, რომ გამგებლის ყოფილმა წარმომადგენელმა კ.პ–მ და მისმა მეგობარმა ი.გ–მ გაიტაცეს, სცემეს და საკუთარი ხელით საფლავის გათხრა აიძულეს. ისინი მურადაშვილს მოპარული თანხის დაბრუნებას სთხოვდნენ. დაზარალებული ამბობს, რომ მას არაფერი მოუპარავს.
25.08.2020 - დღეს, 25 აგვისტოს სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის პირველ კორპუსში მდებარე ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო ორი სახანძრო მანქანა.
25.08.2020 - ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ლუიზა თოდუამ ახალციხეში, 22 აგვისტოს დაკავებულ ა.გ–ს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად იარაღის უკანაონო შეძენა–შენახვა–ტარება ედება.
25.08.2020 - კახეთიდან ჩამოსული მწყემსები ამბობენ, რომ თორიას მცხოვრებლებმა სოფლის საძოვრებით სარგებლობის სანაცვლოდ იმაზე მეტი ცხვარი მოითხოვეს, რაზეც შეთანხმებულები იყვნენ. დაპირისპირება მომთაბარე მწყემსებსა და ადგილობრივებს შორის ამის გამო დაიწყო.
24.08.2020 - ნინოწმინდაში, სოფელ თორიას საძოვრებზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სამედიცინო დახმარება ხუთ პირს დასჭირდა, ექიმების განმარტებით, მათ დაზიანებები თავის არეში აღენიშნებოდათ.
24.08.2020 - შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ნინოწმინდაში, გუშინ 23 აგვისტოს მომხდარ ჩხუბზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს, დაკავებულია 11 პირი.
24.08.2020 - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ეფემოვკაში ხარი შუახნის კაცს დაეჯახა, მიყენებული დაზიანებების გამო, დაშავებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
23.08.2020 - დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე, დღეს, 23 აგვისტოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. პირველადი ინფორმაციით, მიკროავტობუსში მყოფი 12 მოქალაქე გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა.
23.08.2020 - გუშინ, 22 აგვისტოს იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარებისთვის დაკავებულ ა.გ–ს ბრალი ჯერ არ წარდგენია. დაკავებულის ადვოკატი, მარტიროს ოგანესიანი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ა.გ–სთან ერთად კიდევ სამი პირი დააკავეს არ ადასტურებს.