19.09.2020 - თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტრის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს დაფიქსირებული ახალი შემთხვევებიდან ერთი სამცხე–ჯავახეთშია. მისი თქმით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ აჭარაში ფიქსირდება.
19.09.2020 - ახალციხეში მდებარე ერთ-ერთი სილამაზის სალონის თანამშრომლების ნაწილი კარანტინში გადაიყვანეს, ნაწილი კი თვითიზოლაციაშია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანმაშრომლებმა შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეს და დროებით დახურეს.
19.09.2020 - გუშინ, 18 სექტემბერს გვიან ღამით, ახალციხიდან ბაკურიანიანის საკარანტონო სივრცეში კორონავირუსით ინფიცირებულ კაცთან კონტაქტში მყოფი პირები გაიდაიყვანეს, მანამდე მათ ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ტესტირება ჩაუტარეს.
19.09.2020 - დღეს, 19 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 187 ადამიანი დაინფიცირდა, შემთხვევათა რაოდენობა 3 306-მდე გაიზარდა.
18.09.2020 - ინფიცირებულმა ს.ა-მ დედის დაკრძალვის შემდეგ ქელეხი ახალციხეში, ერთ-ერთ რესტორანში გადაიხადა. დაწესებულების ადმინისტრაცია ამბობს, რომ რესტორანში სუფრა მხოლოდ 10 ადამიანზე იყო გაშლილი, ახლა კი დახურულია.
18.09.2020 - სომხეთიდან საქართველოში დედის გასვენებაში ჩამოსულ კაცს, უკან დაბრუნებისას, საზღვარზე კორონავირუსი დაუდასტურდა. ახლობლები ამბობენ, რომ ამ გასვენებაში დაახლოებით 150 ადამიანი იყო.
18.09.2020 - ბაკურიანში ზაფხულის სეზონი ისე დასრულდა, რომ სასტუმროების მეპატრონეებმა ვერც დამსვენებლები მიიღეს და ვერც ბანკებიდან აღებული სესხები დაფარეს. აქაურებს არც იმის იმედი აქვთ, რომ დაბაში ზამთრის სეზონი მაინც იქნება მომგებიანი და ადგილობრივ ან უცხოელ დამსვენებელს უმასპინძლებენ.
18.09.2020 - დღეს, 18 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რიცხვი 3 119 გახდა.
17.09.2020 - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აჭარაში დასასვენებლად ნამყოფი პედაგოგებიდან, კორონავირუსი შვიდს დაუდასტურდა. გამყრელიძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს პედაგოგებს COVID-19–ზე ტესტირება გაიკეთონ.
17.09.2020 - პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მკაცრი სისტემური შეზღუდვები, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე იყო, საჭირო აღარ იქნება. ასევე განმარტა, რატომ იყო აუცილებელი მკაცრი შეზღუდვები ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე.
17.09.2020 - ოქტომბრიდან ქუთაისის აეროპორტიდან რიგის მიმართულებით, wizzair-ი ფრენებს განაახლებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
17.09.2020 - თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაის განცხადებით, ამ ეტაპზე „კოვიდ ცენტრებში“ 1 488 პაციენტია, 70–მდე გაიზარდა მძიმე პაციენტების რაოდენობა, კრიტიკულად მძიმეა 9 პაციენტი.
17.09.2020 - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2 937–მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 1 422–ია.
16.09.2020 - 16 სექტემბრის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში 447 მოქალაქე იმყოფება, აქედან 26 თვითიზოლაციაშია. რეგიონს კიდევ ერთი საკარანტინო სივრცე დაემატა.
16.09.2020 - დღეს, 16 სექტემბერს კორონავირუსი კიდევ 196 ადამიანს დაუდასტურდა, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2 758 გახდა.
15.09.2020 - ქორწილების, ქელეხების და სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებების აკრძალვამ, რესტორნების მეპატრონეებთან ერთად, ყვავილების გამყიდველებიც დააზარალა.
15.09.2020 - თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანას ამ ეტაპზე ინფიცირებული პაციენტების რაოდენობის სამჯერ მეტის მიღება და მკურნალობა შეუძლია.
15.09.2020 - დღეს, 15 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2 562-მდე გაიზარდა.
14.09.2020 - ნინოწმინდის მერია, 14 სექტემბრიდან დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა, საჯარო უწყების თანამშრომლების 70% დისტანციურად იმუშავებს, ადგილობრივ თვითმმართველოაში აცხადებენ, რომ რეკომენდაცია მთავრობის უწყებათაშორისი კომისიისგან მიიღეს.
14.09.2020 - საქართველოს მეზობელ ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ინფიცირებული, გამოჯანმრთელებული და გარდაცვლილი რუსეთშია, ყველაზე ნაკლები კი აზერბაიჯანში. რუსეთში ინფიცირების 1 067 756, აზერბაიჯანში კი 38 327 შემთხვევაა გამოვლენილი.