FM97.5 / LIVE

მარტო, მავთულხლართების პირისპირ

მთავარისაზოგადოება 27.11.2015
„სანამ ცოცხალი ვარ, საქართველოს მიწას არ დავტოვებ, ჩვენ ისედაც ცოტანი ვართ“, – 80 წლის ვენერა ედიშერაშვილი ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფელ დიციდან.

მარტო, მავთულხლართების პირისპირ

ვენერა ედიშერაშვილი გორის რაიონში, სოფელ დიცში ცხოვრობს. ის ერთ–ერთია იმ ადგილობრივებიდან, ვინც 2008 წლის ომი ისე გამოაიარა, რომ სახლი არ მიატოვა.

ერთი შვილი ომამდე მოუკლეს, მეორე ომში...

მარტო, მავთულხლართების პირისპირ „აქ რომ ყველაფერი იბომბებოდა, ჩემს შვილის ვუთხარი წასულიყო სოფლიდან. მე თუ მომკლავენ, მომკლან, აქაურობას არ დავტოვებ–მეთქი“.
ამბობს, რომ დღეს სახლში ატარებდა, ღამით კი ბუნკერში იმალებოდა.

„აქ დადიოდნენ, ჩემს ეზოში, კარს რომ გავაღებდი, აქ იდგნენ. მათთვის ცხელი პურიც მიმიწოდებია, ღვინოც და არაყიც... ღორი დამიკლეს, სამი სული საქონელი წამართვეს. ჭუკებს თავებს აცლიდნენ, მდუღარე წყლის გარეშე პუტავდნენ და ისე ჭამდნენ“...

მარტო, მავთულხლართების პირისპირ მის სახლთან ახლოს ჯარისკაცები ახლაც დადიან, ხან ფეხით, ხან კი მანქანებით. ვენერა ბებო ამ ყველაფერს მიჩვეულია. ამბობს, რომ სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა: „მოვატყუე, რომ მე რუსის ქალი, სარატოელი ვარ–თქო და გადავურჩი სიკვდილს. მერე მკითხეს, ქართველს როგორ გამოჰყევი ცოლადო, ვუთხარი ქართველები კარგი ხალხია, ქრისტიანი ხალხია–თქო“.

იხსენებს, რომ ტანკები მის სახლთან ძალიან ახლოს იდგნენ და ამბობს, რომ ახალგაზრდა, რომ ყოფილიყო, აუცილებლად აუფეთქებდა: „ოღონდ ესენი მომაშორონ აქედან და არაფერი მინდა. ვეუბნებოდი, საქართველო არც სააკაშვილისაა და არც პუტინის, მშვიდობიან მოსახლეობას ნუ ხოცავთ–მეთქი“.

მარტო, მავთულხლართების პირისპირ ვენერა ბებოსთან ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლოს ერთი წლის წინ მივიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მისი სახლი კონფლიქტის ზონაში, მავთულხლართებთან დაახლოებით 100 მეტრში მდებარეობს, დახმარებით არავინ ეხმარება.

„ახლა აღარ მოდიან ხელისუფლების წარმომადგენლები. ბოლოს ერთი წლის წინ იყვნენ. მიუხედავად ყველაფრისა, სანამ ცოცხალი ვარ, საქართველოს მიწას არ დავტოვებ, ჩვენ ისედაც ცოტანი ვართ“, – ამბობს იგი.

[ვარლამ წიკლაური, სოფელი დიცი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ჩვენ შიშთან ერთად ცხოვრება ვისწავლეთ’
დრო რომ უკან დაბრუნდებოდეს...
არის ერთი ქალი . . .
გულო ყურაძე – ქალის მხრებზეა ყველაფერი [ფოტო/ვიდეო]
სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]
ახალგაზრდა მამაკაცს დედასა და მეზობლებზე ძალადობაში ადანაშაულებენ
‘გზაში დედა შემაგინა, მერე სახლთან დამხვდნენ’ - ახალციხეში 52 წლის კაცს სცემეს