FM97.5 / LIVE

გოჩა ჯეირანაშვილს პარლამენტში რვა ნოემბერს მოუსმენენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.10.2019
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს გოჩა ჯეირანაშვილს, რომელიც წლების განმავლობაში ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე იყო, პარლამენტი რვა ნოემბერს მოუსმენს.

გოჩა ჯეირანაშვილს პარლამენტში რვა ნოემბერს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 23 სექტემბრიდან დაიწყო. კომიტეტი გოჩა ჯეირანაშვილს ყველაზე ბოლოს მოუსმენს.

გოჩა ჯეირანაშვილი იმ 20 ადამიანს შორის მოხვდა, რომლებიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოსთვის შეარჩია და ოთხ სექტემბერს დაამტკიცა, პარლამენტს კი შვიდ სექტემბერს გადაუგზავნა. კომიტეტმა ამ დროისათვის უკვე ათამდე კანდიდატს მოუსმინა.

იურიდიული კომიტეტის წინაშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა, თავიანთი წარსული საქმიანობის და ყველაზე გახმაურებული საქმეების შესახებ ისაუბრებს.

იურიდიული კომიტეტის წევრების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს გოჩა ჯეირანაშვილსაც, რომელიც ახალციხის რაიონულ სასამართლოში 11 წლის განმავლობაში მუშაობდა, მათ შორის თავმჯდომარის პოზიციაზე.

ჯეირანაშვილის საქმიანობაში ერთ–ერთი გახმაურებული 2013 წლის საქმე იყო, რა დროსაც უდანაშაულოდ ცნო პოლიციის მაღალჩინოსნები, რომლებიც გაუპატიურება/წამებაში იყვნენ ბრალდებულები. დაზარალებულების განცხადებით, მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილის ხელში რაიმე სამართლის მიღწევა შეუძლებელი იყო. მათივე ინფორმაციით, ის ვანო მერაბიშვილის ერთგული კადრი იყო სამცხე-ჯავახეთში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული 20 მოსამართლიდან, უმრავლესობას მრავალწლიანი სამოსამართლეო გამოცდილება აქვს, ორი პროკურორია, ერთი კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორი.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენად კანდიდატთა შერჩევის პროცესი 2019 წლის 10 მაისიდან დაიწყო.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ
დღეს პარლამენტში გოჩა ჯეირანაშვილს მოუსმენენ
გოჩა ჯეირანაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ–ერთ კანდიდატად შეირჩა
იურიდიულმა კომიტეტმა გოჩა ჯეირანაშვილის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა
გოჩა ჯეირანაშვილი ახალციხის რაიონულ სასამართლოში დაბრუნდა
ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე სააპელაციოში გადადის
'ოცნებამ' გედევან ფოფხაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაატოვებინა