FM97.5 / LIVE

როგორ ჩაერთოს მეტი მოქალაქე თვითმმართველობის მუშაობაში

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.09.2016
მოკლე ტექსტური შეტყობინებები და ელექტრონული ფოსტა; ინოვაცია მოქალაქეების თვითმმართველობის მუშაობაში ჩასართავად;

როგორ ჩაერთოს მეტი მოქალაქე თვითმმართველობის მუშაობაში
ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართვის ინოვაციური სისტემის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.

„ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის“ გამგეობის თავმჯდომარემ მინდია სალუქვაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დანერგილი ახალი ინიციატივა საზოგადოებას გააცნო. მისი საშუალებით, მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ მოკლე ტექსტური შეტყობინებებითა და ელ. ფოსტით მიიღონ ინფორმაცია საკრებულოს სხდომების განრიგის, დღის წესრიგის, სხდომებზე დასწრების პროცედურებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.

„ჩვენ შევიმუშავეთ, სპეციალური ელექტრონული პროგრამა, რომელიც პროგრამაში სურვილისამებრ რეგისტრირებულ მოქალაქეებს შესაბამის შეტყობინებებს ავტომატურად უგზავნის“, - ამბობს სალუქვაძე.

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ გოგოლაძე ამბობ, რომ კარგი იქნება, თუ მსგავსი სისტემა ახალციხის თვითმმართველობაშიც დაინერგება: „რაც პრეზენტაციაზე მოვისმინე, ეს მართლაც მოქნილი სისტემაა და მოსახლეობასთან ურთიერთობასაც აადვილებს. კარგი იქნება თუ ამას ჩვენც განვახორციელებთ“.

სპეციალური ელექტრონული პროგრამა „ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბმა“, ACCESS–ის ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობი შეიმუშავა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართვის ინოვაციური გზები – პრეზენტაცია ახალციხეში
გამოკითხვა: როგორ უნდა ჩაერთოს მეტი მოქალაქე თვითმმართველობის მუშაობაში [Video]
ახალციხის თვითმმართველობაში სპეციალური ბრიფინგია დაგეგმილი
მოქალაქეების თვითმმართველობაში ჩართულობის შესახებ ახალციხელებს კვლევის შედეგებს გააცნობენ
ღია მმართველობის პრინციპები – NDI-ს ორგანიზებით ახალციხეში შეხვედრა გაიმართა
დღეს ახალციხეში ელექტრონული პეტიციების პლატფორმას წარადგენენ
ახალციხეში თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაზე იმსჯელეს