FM97.5 / LIVE

ოლიმპიური ცეცხლი ახალციხეში [Photo]

მთავარიფოტოამბავი, მოქალაქე ჟურნალისტები 30.05.2015
29 მაისს ოლიმპიურმა ცეცხლმა ადიგენიდან ახალციხეში გადაინაცვლა. მეჩირაღდნეები ცეცხლს ახალციხის ციხეზე დახვდნენ და ქალაქში ესტაფეტა მოაწყეს. შემდეგ კი ისევ ციხეზე დაბრუნდნენ, სადაც ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტი გაიმართა.

ოლიმპიური ცეცხლი ახალციხეში [Photo]

ოლიმპიურმა ცეცხლმა სამცხე–ჯავახეთში მოგზაურობა ადიგენიდან დაიწყო. 20:00 საათზე ცეცხლს ახალციხეში ექვსი მეჩირაღდნე დახვდა და ესტაფეტით ქალაქი შემოიარეს. ახალციხელი მეჩირაღდნეები იყვნენ ახალციხის მერი გიორგი კოპაძე, სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძე, მესხეთის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის მსახიობი ვაჟა ნიკოლაშვილი, მოკრივე ჯაბა ხოსიტაშვილი, რაგბისტი მიშა ხარშილაძე და სპორტსმენი ზიგმუნდ ზილბერშტეინი.

ესტაფეტის შემდეგ ოლიმპიური ცეცხლი ახალციხის ციხის ტერიტორიაზე მიიტანეს და ქალაქის მერმა საზეიმო ვითარებაში აანთო.

პარალელურად მიმდინარეობდა ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტი. ახალციხის ციხის ტერიტორიაზე შეკრებილი მოსახლეობისთვის ანრი ჯოხაძემ, ნინო ჩხეიძემ, ნოდიკო ტატიშვილმა, ნინი ბადურაშვილმა, ქეთი ორჯონიკიძემ, სოფო პაპუაშვილმა, ლინდა ადამიამ, სოფო ბათილაშვილმა, გიორგი ფრუიძემ და სხვა მონაწილეებმა იმღერეს. ღონისძიება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015“–ის ფარგლებში ჩატარდა.

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა ახალციხელებს ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლა მიულოცა.

შეგახსენებთ, რომ 31 მაისს ოლიმპიური ცეცხლი ასპინძასა და ახალქალაქში აინთება, ხოლო 1 ივნისს ნინოწმინდაში, საიდანაც 2 ივნისს ესტაფეტა წალკაში გაგრძელდება. 16 ივნისს კი ოლიმპიური ჩირაღდანი ბორჯომის მუნიციპალიტეტს მოივლის.

ოლიმპიური ცეცხლი ახალციხეში [Photo]

ოლიმპიური ცეცხლი ახალციხეში [Photo]

ოლიმპიური ცეცხლი ახალციხეში [Photo]

ოლიმპიური ცეცხლი ახალციხეში [Photo]

ოლიმპიური ცეცხლი ახალციხეში [Photo]

ოლიმპიური ცეცხლი ახალციხეში [Photo]

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

29 მაისს ოლიმპიური ცეცხლი ახალციხეში შემოვა
ოლიმპიურმა ცეცხლმა სამცხე – ჯავახეთში მოგზაურობა დაიწყო
29 მაისიდან სამცხე-ჯავახეთში ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა  მოეწყობა
ბორჯომში ოლიმპიური ცეცხლი საზეიმო ღონისძიებების გარეშე  შემოვა
ოლიმპიური ცეცხლი ადიგენში[Photo]

ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა
რიო 2016 ოფიციალურად გაიხსნა