FM97.5 / LIVE

პარკში დამტვრეულ განათების სვეტებს გაზაფხულამდე არ ეშველება [Photo]

მთავარისაზოგადოება 22.01.2013
ახალციხის ცენტრალურ პარკში დაზიანებულ განათებებს გაზაფხულამდე ვერ აღადგენენ. შპს ”კეთილმოწყობაში” ამბობენ, რომ დამტვრეულ სვეტებში ელექტორენერგია გათიშულია და საფრთხეს არ შეიცავს.

პარკში დამტვრეულ განათების სვეტებს გაზაფხულამდე არ ეშველება [Photo]
ერთ კვირაზე მეტია ახალციხის ცენტრალურ პარკში დაბალი განათების სვეტებია დაზიანებული. მისი შეკეთება შპს ”კეთილმოწყობას” ევალება (იმავე კომპანიას, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარე-განათებაზე ზრუნავს).

შპს ”კეთილმოწყობაში” ამბობენ, რომ ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე შვიდი განათების სვეტია დაზიანებული, რომელთა აღდგენაც ჯერ ვერ მოხერხდება.

”მიწა უნდა გადაითხაროს და ახალი სადენები ჩაისვას. ყინვების გამო ახლა ამ სამუშაოებს ვერ შევასრულებთ, როგორც კი კარგი ამინდები გამოვა, მაშინვე აღვადგენთ”, - განმარტავს შპს ”კეთილმოწყობის” დირექტორი ამირან ნოზაძე.

იმისათვის, რომ ცენტრალურ პარკში ზუსტად იგივე განათებები გაკეთდეს, შპს ”კეთილმოწყობამ” შესყიდვების სააგენტოსთან ტენდერი იმ მასალაზე უნდა გამოცხადოს, რასაც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა მოითხოვს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ ცენტრალურ პარკში განათებების აღდგენისთვის დამატებითი თანხები არ გამოიყოფა.

”აღნიშნულ სამსახურს აღებული აქვს ვალდებულება, რომ დაზიანების შემთხვევაში პრობლემა თავად მოაგვაროს, ან კონკრეტული თანხა აანაზღაუროს. შესაბამისად, ჩვენგან არანაირი თანხა არ გადის”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ხითარიშვილი. მისივე თქმით, ცენტრალურ პარკს დაცვის სამსახური არ იცავს.

შპს ”კეთილმოწყობაში” ამბობენ, რომ ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე განათებები ხშირად ზიანდება. დამტვრეული სვეტები მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

”როცა განათებები ზიანდება ჩვენი ელექტროსპეციალისტები მიდიან და ამ სვეტებს აუქმებენ. სადენს იზოლირებას ისე უკეთებენ, რომ აბსოლუტურად უსაფრთხოა”, - განმარტავს ”კეთილმოწყობის” დირექტორი.


ახალციხის ცენტრალური პარკის მშენებლობა 2010 წლის აპრილში დაიწყო. აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. სამშენებლო სამუშაოები კი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “ნიუ ენერჯიმ” შეასრულა. დაიგო ფილაქანი, გაკეთდა, როგორც მაღალი, ასევე დაბალი განათებები. მოეწყო ახალი ბორდიურები, აღდგა თეატრის ფასადი, დაიდგა სკამები. ასევე, გარემონტდა ძველი კინოთეატრის შენობაც, რომელიც კერძო საკუთრებაა. მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტმა გაკეთებული პარკი ჩაიბარა, მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადა. სწორედ ამ ტენდერში გაიმარჯვა ”კეთილმოწყობამ”.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათებების მოვლა-პატრონობისთვის 2012 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში 80 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. 2013 წელს ეს თანხა 20 ათასი ლარით გაიზარდა, რადგან რამდენიმე ქუჩაზე განათებები დაემატა.

”ეს თანხა მთლიანად გარე განათების მომსახურებისთვისაა გამოყოფილი. აქ შედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა ქუჩა ან სოფელი, სადაც განათებებია დამონტაჟებული”, - განმარტავს ამირან ნოზაძე.



[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ახალი წლისთვის ემზადებიან
პოლიციასთან სკვერში გარე განათების დაზიანებული ნათურები ისევ არ შეუცვლიათ
800 თუ 330? – რამდენი ლამპიონი შეიცვალა ბორჯომის პარკში
როდის შეკეთდება გარე განათების მონტაჟის შედეგად დაზიანებული გზა
დაზიანებული ქუჩების აღდგენა დაიწყო
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 358 ათასი ლარით გაიზარდა
ერთ კვირაზე მეტია ახალციხის რამდენიმე ქუჩაზე გარე განათებაა დაზიანებული