FM97.5 / LIVE

რაბათში სტადიონის მშენებლობას ხმაური მოჰყვა

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.07.2016
საქათმე და საღორე მშენებარე სტადიონის გვერდით, რატომ დაუპირისპირდნენ რაბათში მეზობელსა და ახალციხის მერიის წარმომადგენლებს ადგილობრივები;

რაბათში სტადიონის მშენებლობას ხმაური მოჰყვა
დღეს, 30 ივლისს ახალციხეში რაბათის დასახლებაში, მეჩეთის გვერდით მშენებარე სტადიონთან ხმაური იყო. ადგილობრივები სტადიონთან მცხოვრებ მელიქიძეების ოჯახს დაუპირისპირდნენ. კონფლიქტის მიზეზი ის საღორე, საქათმე და სათავსოებია, რომლებიც მელიქიძეებმა სტადიონის გვერდით, დაახლოებით, 10 წლის წინ ააშენეს. ადგილზე იმყოფებოდნენ ახალციხის მერიის წარმომადგენლებიც.

„აქ ათეული წლების განმავლობაში სულ სტადიონი იყო, მერე გააკეთეს საქათმეები და ბავშვები ვეღარ თამაშობდნენ. ახლა ახალ სტადიონს აშენებენ და მელიქიძეებს კიდევ იმ საღორეების დანგრევა არ უნდათ. მერის მოადგილემ კიდევ გვითხრა, პროექტში მაგ საქათმეების დანგრევა გათვალისწინებული არ არისო“, – ამბობს რაბათში მცხოვრები მანუშაკ მეროიანი.

რაბათში სტადიონის მშენებლობას ხმაური მოჰყვა

ძველი მეჩეთის გვერდით რაბათში სტადიონს ახალციხის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით აკეთებს. პროექტს „მშენებელი 2004“ 54 320 ლარად ახორციელებს. სტადიონის მშენებლობა, რომლის მწვანე საფარის ფართობიც 330 კვმ–ია სამი დღის წინ დაიწყო.

„გვეგონა რომ მელიქიძეები იმ საქათმეებს აიღებდნენ. მაგრამ დღეს თქვეს, აღებას არ ვაპირებთო, თუ ავიღეთ, მანდ სტადიონს ვერ ააშენებთო. დაპირისპირება ამას მოჰყვა“, – გვიყვებიან ადგილობრივები .

მათი თქმით, სტადიონთან თამაში შეუძლებელია: „ფეკალიების სუნია, ბუზები და რწყილებია. თუ იწვიმა ის წყალი სად წავა?! საღორიდან სტადიონზე ჩამოვა“.

რაბათში სტადიონის მშენებლობას ხმაური მოჰყვა

მეზობლების დამოკიდებულება უკვირთ მელიქიძეებს. ამბობენ, რომ დღეს დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია: „არავითარი კონფლიქტი არ ყოფილა. პირიქით, მანდ სტადიონის გაკეთება რომ დაეჩქარებინათ, ჩვენ შევაგროვეთ ხელმოწერები“.

ფართობი, რომელიც მათ სტადიონის გვერდით უკავიათ, დაახლოებით 30 კვმ–ია. თუმცა დაკანონებული არ აქვთ.

„ავიღებთ, აბა რას ვიზამთ. თუ მერია ასე გადაწყვეტს ხოარ ვიჩხუბებთ?! მაგრამ დაკანონებული რომ გვქონდეს, არ ავიღებდით“, – ამბობს რუსუდან მელიქიძე.

ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ პროექტი, რომლის მიხედვითაც რაბათში სტადიონი კეთდება იმ საქათმეებსა და საღორეებს, რაზეც დღეს დავა იყო არ ეხება.

„ეგ სახელმწიფო მიწაა, ამიტომ ფასადურად რომ ლამაზი იყოს, ბუნებრივია, საქათმეებს ავიღებთ“, – ამბობს ახალციხის მერის მოადგილე ზაზა გელაძე.

ადგილობრივებმა კი დღეს დილიდან მელიქიძეების საქათმეებისა და საღორეების აღების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

„უკვე 30–მა კაცმა მოაწერა ხელი, ორშაბათს ამ ხელმოწერებს ახალციხის მერიაში შევიტანთ“, – ამბობს რაბათში მცხოვრები მურმან გვენეტაძე.

რაბათში სტადიონის მშენებლობას ხმაური მოჰყვა

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რაბათში, მშენებარე სტადიონის გამო დაპირისპირება გრძელდება
ახალციხეში ოთხი მინი სტადიონი კეთდება
გურამიშვილის ქუჩაზე სტადიონის მშენებლობა დასრულდა
‘ხუთსართულიანებში’ მოსახლეობის ნაწილი სტადიონის მშენებლობით უკმაყოფილოა
ბორჯომში ცენტრალური სტადიონის ინფრასტრუქტურა მოეწყობა
მშენებელი კომპანიის სატვირთო მანქანამ  ორ მოსახლეს  ეზო დაუზიანა
ზაზა გელაძე: მოსახლეობა სპეციალურად აკეთებს, რომ ჩირქი მოგვცხონ