FM97.5 / LIVE

”ავარიების შიშით ბავშვებს ეზოში ვერ ვუშვებთ”

მთავარისაზოგადოება 22.01.2013
თაბუკაშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობა გახშირებულ ავარიებზე საუბრობს და ამ ორი ქუჩის გადაკვეთაზე გამაფრთხილებელი ნიშნის დადგმას ითხოვს.

”ავარიების შიშით ბავშვებს ეზოში ვერ ვუშვებთ”
თაბუკაშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებისკენ აღმართი გზა მიდის. გზის მარჯვენა მხარეს, დაბლა, ყოფილი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიორი სადგურის შენობაა, სადაც ამჟამად დევნილები ცხოვრობენ. გზას არც დამცავი ბორდიული მიყვება და არც რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი დგას. ადგილობრივები ამბობენ, რომ გაუფრთხილებლობის გამო ხშირად დიდი სისწრაფით მიმავალი მძღოლები საჭეს ვეღარ იმორჩიელებენ და გზიდან მათ შენობასთან ვარდებიან.

”რამდენიმე ავარია მოხდა, ერთხელ სატვირთო, ერთხელ კი მსუბუქი ავტომობილი გადმოვარდა. სულ დაძაბული ვართ, რომ რამე არ მოხდეს. ავარიების შიშით ბავშვებს ეზოში ვერ ვუშვებთ, გვეშინია გზიდან მანქანა არ გადმოვარდეს და უბედურება არ დატრიალდეს“, - გვეუბნება თაბუკაშვილის ქუჩის მცხოვრები მაია მაისურაძე.

ამავე ქუჩაზე მცხოვრები ზინა სამსონიძე ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ გზაზე გამაფრთხილებელი ნიშანი იდგა: ”როდესაც უბანში ინტერნეტი შემოიყვანეს და კაბელები მიწაში ჩაყარეს, საგზაო ნიშანი ამოიღეს და გადაგდეს. სამუშაოების დასრულების შემდეგ გამაფრთხილებელი ნიშანი აღარ დაუყენებიათ”.

”ავარიების შიშით ბავშვებს ეზოში ვერ ვუშვებთ”

ადგილობრივების თქმით, საფრთხე განსაკუთრებით ზამთარში იზრდება. ბოლო რამდენიმე დღეა გზა გაყინულია და მოძრაობა ყველა მანქანას უჭირს. ტექნიკური მარილი კი ამ ქუჩებზე არასოდეს დაუყრიათ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ ტექნიკურ მარილს მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე ყრიან. შპს ”ოცხეს”, რომელიც ამ სამუშაოებს ასრულებს, შიდა, საუბნო ქუჩების მოვლა არ ევალება. რაც შეეხება გზის შეკეთებასა და გამაფრთხილებელ საგზაო ნიშანს, მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ხითარიშვილი ამბობს, რომ ამ საკითხს შესწავლის გარეშე ვერ გადაწყვეტენ. გზების რეაბილიტაციას გეგმავენ, მაგრამ კონკრეტულად რომელ უბნებში დაიწყება სამუშაოები ჯერ გარკვეული არაა. რაც შეეხება ა კონკრეტულ ქუჩებს, მათი ბედი საკითხის შესწავლის შემდგომ გადაწყდება.

”უნდა შედგეს ხარჯთაღრიცხვა, გამოცხადდეს ტენდერი. კარგი იქნება თუ მოსახლეობა დაწერს განცხადებას, თუ პრობლემა აქტუალურია და მწვავეა, სასწარფოდ იქნება რეაგირება“, - ამბობს ბესიკ ხითარიშვილი.

რაც შეეხება დამცავი ბარდიულის გაკეთებასა და შესაბამის საგზაო ნიშანს, ახალციხის საპატრულო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიმარტეს, რომ ამ საკითხს საგზაო-სატრანსპორტო სამსახური არეგულირებს. ქალაქის ხელმძღვანელობას შეუძლია აღნიშნულ სამსახურს წერილობით მიმართოს და პრობლემის მოგვარება სთხოვოს.

გამგეობაში კი ამბობენ, რომ როგორც კი მოახლეობის განცხადებას მიიღებენ, საკითხ შეისწვალიან და რეაგირებას ყველა უწყებას მოსთხოვენ.

”ავარიების შიშით ბავშვებს ეზოში ვერ ვუშვებთ”

[ნინო ბერიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის შიდა ქუჩებზე ტრანსპორტს მოძრაობა უჭირს
ახალციხეში 32 საგზაო ნიშანი მოიხსნება
ბესიკ ხითარიშვილი: ”ტექნიკური მარილი საკმარისია”
ახალქალაქის ქუჩებში დამონტაჟებული საგზაო ნიშნების საკითხს სამუშაო ჯგუფი სწავლობს
დაზიანებული ქუჩების აღდგენა დაიწყო
მოძრაობა წესების გარეშე
უამინდობა სამცხე–ჯავახეთში – რამდენად მზადაა რეგიონი