FM97.5 / LIVE

ცვლილებები რეგიონულ განვითარებაში

მთავარიეკონომიკა 22.01.2013
თვითმმართველობის რეფორმა; მამასახლისები რწმუნებულების ნაცვლად; ნაგავსაყრელების მოწყობა; ცვლილებები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში“; რეგიონული განვითარების სტრატეგია; გამკაცრებული ტენდერები და სამცხე-ჯავახეთში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები;

ცვლილებები რეგიონულ განვითარებაში
რა ძირითადი მიმართულებებით იმუშავებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - ამ თემებზე სასუბროდ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, მოადგილეებთან: თენგიზ შერგელაშვილთან და შოთა მურღულიასთან ერთად, 17 იანვარს, რეგიონული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

სამინისტროში განმარტავენ, რომ პროექტების განხორციელების კუთხით, 2013 წელს 180 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება, ვიდრე 2012 წელს დაიხარჯა. წელს სამინისტროს ბიუჯეტი 901 მილიონი ლარით განისაზღვრება. დავით ნარმანიას თქმით, ახალი პროექტების დაწყებასთან ერთად, ყველა ის გარდამავალი პროექტიც გაგრძელდება, რომელიც გასულ წელს დაიწყო.

სამინისტრო საქმიანობას ორი ძირითადი მიმართულებით გეგმავს - რეგიონული განვითარება და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თენგიზ შერგელაშვილის განმარტებით, სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებაში აქტიურ მონაწილეობასა და კონცეფციების შემუშავებას გეგმავს. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, დაგეგმილია მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის ოპტიმიზაცია და გაძლიერება.

კონცეფციის თანახმად, საქართველოს ყველა (3500) სოფელში საზოგადოებრივი თვითმმართველობა ჩამოყალიბდება.

„ეს არ იქნება მუნიციპალური თვითმმართველობის ფორმა, ეს იქნება საზოგადოებრივი თვითმმართველობის ფორმა. ადგილობრივი მოსახლეობა აირჩევს საზოგადოებრივ საბჭოს და მამასახლისს, ეს არ იქნება ანაზღაურებადი სამსახური, სოფელს არ ექნება ექსკლუზიური უფლებები, არ ექნება ბიუჯეტი, მაგრამ ეს რგოლი მიიღებს მონაწილოებას „სოფლის მხარდაჭერების პროგრამაში“, მათთან გავივლით კონსულტაციებს ტერიტორიული ორგანოების მოწყობისთვის და 2014 წლის არჩევნების შემდგომ ექნება უშუალოდ საბიუჯეტო პროცესებში მონაწილეობის უფლებაც- დაგეგმვა, მონიტორინგი და ასე შემდეგ“, - განმარტავს შერგელაშვილი.

მისივე თქმით, 2014 წლის არჩევნების შემდგომ რწმუნებულები იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არსებობს, არ იარსებებს. მათ ექნებათ სხვა კომპეტენცია: „ დღევანდელი რწმუნებული არის აღმასრულებელი ხელისუფლების რგოლი, გაგრძელება. საზოგადოებრივი თვითმმართველობა კი იქნება მოსახლოებასთან ანგარიშვალდებული რგოლი, რომელიც თავისი სოფლის სახელით კანონით განსაზღვრული უფლებებით იურთიერთებს მუნიციპალიტეტთან“.

ცვლილებებია დაგეგმილი სამხარეო დონეებზეც. რამდენდონიანი თვითმმართველობა ჩამოყალიბდება და იქნება თუ არა სამხარეო ბიუჯეტები, ამ ეტაპზე კვლევის საგანია. სამინისტროში ამბობენ, რომ თვითმმართველობის რეფორმა ღრმა ანალიზის საგანია. ამიტომ, ამ თემაზე მსჯელობისთვის სამინისტრო ყველა რეგიონში შეხვედრების გამართვას გეგმავს.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, დაგეგმილია: საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების (240 კმ), ხიდების (30 ხიდი), გვირაბების (3 გვირაბი) მშენებლობა-რეაბილიტაცია; წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 42 მუნიციპალიტეტში (მათ შორის, ახალციხე და ასპინძა). 2013 წელს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ნაგავსაყრელების მართვას, ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კოორდინაციას.

2013 წელს ნაგავსაყრელების მოსაწყობად სამინისტრო 12 მილიონ ლარს დახარჯავს. სამინისტროში ამბობენ, რომ ეს მასშტაბური პრობლემაა და პირველ ეტაპზე იმ ნაგავსაყრელების მოწესრიგებას ეცდებიან, რომლებიც რაღაც ფორმიტ უკვე არსებობს. იმ 9 ქალაქს შორის, სადაც ნაგავსაყრელები მოწესრიგდება, ერთ-ერთი ახალციხეა.

„რეგიონში თითო ნაგავსაყრელზე განხორციელდება შემოღობვითი სამუშაოები, დაცული რომ იყოს მინიმალური სტანდარტები მაინც, ამ სტანდარტებში არ ვგულისხმობთ ევროპულ სტანდარტებს. 12 მილიონი ლარი მხოლოდ რამდენიმე ნაგავსაყრელს ეყოფა, დიდ ქალაქებზეა საუბარი. დანარჩენ ქალაქებში იქნება მინიმალური სამუშაოები. ჩვენ ვმუშაობთ გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად. ამით პრობლემას ვერ ვაგვარებთ, მაგრამ ცოტათი წინ წავიწევთ“, - ამბობს მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია.

რეგიონული განვითარების სამინისტრო ცვლილებებს შეიტანს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამაშიც“. სამინისტროში ამბობენ, რომ იმისათვის რომ თანხები გაცილებით ეფექტურად დაიხარჯოს, მკაცრად გაკონტროლდება პრიორიტეტების გამოვლენის პროცესი. ვინაიდან გასული წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ თანხები უმეტესეად მოკლევადიან პროექტებზე იხარჯებოდა ან რატომღაც, სოფლების უმეტესობაში მთელი ეს წლები რიტუალების სახლები კეთდებოდა, სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ პროექტები კონკურსის წესით შეარჩიოს, ამ, თავად განსაზღვროს პრიორიტეტული მიმართულებები.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც სამინისტრო იმუშავებს, რეგიონების განვითარების სტრატეგიების შემუშავება იქნება.

„საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის არსებობს ხელშეკრულება, რომლითაც 2013 წელს, ზაფხულის ბოლომდე, საქართველოს ყველა რეგიონს უნდა ჰქონდეს განვითარების სტრატეგია. ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია“, - ამბობს შერგელაშივილი და ამატებს, რომ ამ პროცესში აქტიურად უნდა იყოს ჩართული რეგიონული ხელისუფლებებიც. რეგიონებში შექმნილია რეგიონული განვითარების საბჭოები, რომლებსაც აქვთ ვალდებულება ეს დოკუმენტი მოამზადონ, - „ჩვენ უნდა ვეხმარებოდეთ მათ.
ჩვენ წერილებით მივმართავთ, მივცემთ გარკვეულ ვადას, რომ წარმოადგინონ ეს ხედვები. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ საერთო პოლიტიკური კონტექსტი მაინცდამაინც არ იძლევა ამგვარი თანამშრომლობის საფუძველს. ვითანამშრომლებით რეგიონული განვითრების საბჭოებთან, შეიძლება იქ გადახალისებაც მოხდეს“.

სამინისტროში ამბობენ, რომ გამკაცრდება და შეიცვლება სატენდერო პირობებიც. არ არის გამორიცხული გადაიხედოს უკვე განხორციელებული პროექტების ტენდერების კანონიერება.

„სამინისტრო დეტალურად სწავლობს განხორციელებული და მიმდინარე პროექტების ხარჯთაღრიცხვებს (მასალებისა და სამუშაოების ღირებულებას) და ადგენს მათ შესაბამისობას რეალურ ფასებთან. ადრინდელ პერიოდს ვერ მივუბრუნდებით, თუ რაიმე განცხადება არ ან საჩივარი არ იქნება შემოსული ამასთან დაკავშირებით. თუმცა, ძალიან აქტიურად დავიწყეთ მიმდინარე საქმეების შესწავლა და 10-ზე მეტი უკვე გადავგზავნეთ საგამოძიებო სამსახურში“, - აცხადებს დავით ნარმანია და აქვე ამატებს, რომ შეიცვალა შიდა აუდიტის სამსახური, - „სისტემას მნიშვნელოვნად ვცვლით და განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ ხარისხზე. ყველაფერი უნდა განხორციელდეს გონივრულ ვადებში, არ დავაჩქაროთ შემსრულებელი კომპანია, რომ არ დაირღვეს სიჩქარეში ხარისხი. შიდა აუდიტის სამსახური სატენდერო კომისიას ძალიან ყურადღებით გადაამოწმებს“.

სამცხე-ჯავახეთში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები

ცვლილებები რეგიონულ განვითარებაში
დააწკაპეთ ცხრილს გასადიდებლად

[ნინო ნარიმანიშვილი, თბილისი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა მიმართულებით იმუშავებს რეგიონული განვითარების სამინისტრო სამცხე-ჯავახეთში?
სოფლებში საზოგადოებრივი თვითმმართველობის შექმნა იგეგმება
დავით ნარმანია 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' შესახებ პრესკონფერენციას გამართავს
რა იცვლება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში“?
რეგიონული განვითარების სამინისტრომ პროექტები დაამტკიცა
რა ინფრასტრუქტურული პროექტები დაიგეგმა ახალციხეში
სამცხე-ჯავახეთში დავით ნარმანიას ელოდებიან