FM97.5 / LIVE

კანდიდატის წარდგენა ჩოხატაურში [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 27.07.2016
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ჩოხატაურის მოსახლეობას, ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თემურ ჭკუასელი წარუდგინა.

კანდიდატის წარდგენა ჩოხატაურში [R]

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, თემურ ჭკუასელი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის დადებითთან ასოცირდება და არასდროს იქნება არცერთი პრობლემის მიმართ გულგრილი. „ჩემი სამინისტროში მუშაობის პერიოდში, მაშინაც კი, როდესაც შეხვედრა დაგეგემილი არ იყო, ბატონი თემური არაერთხელ მინახავს რაიონის პრობლემატიკით ჩვენთან მოსული, რათა, ესა თუ ის საკითხი, აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასაწყვეტად დაესვა. მინდა დიდი სიამაყით წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც ყველას გვიყვარს. ადამიანი, რომელიც ყოველთვის არის პოზიტივი და არანაირი ნეგატივი მასთან არ ასოცირდება. კაცი, რომელსაც უყვარს გურია, უყვარს ჩოხატაური, ლანჩხუთი“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კანდიდატის წარდგენა ჩოხატაურში [R] მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული რ ფორმები შეაჯამა. მათ შორის, გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მნიშვნელობას, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს.

„მინდა გითხრათ, რომ სათავე ქვეყნის განვითარების დევს განათლების სისტემასა და მის რეფორმირებაში. ჩვენ მაქსიმალურად სწრაფი ნაბიჯები უნდა გადავდგათ ამ მიმართულებით. სახელმწიფომ გაცილებით მეტი რესურსი უნდა გამოყოს განათლების სისტემის რეფორმირებისთვის და ეს რეფორმა არ უნდა იქცეს დამაშინებელ აჩრდილად მასწავლებელთა არსებული კორპუსისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავაფასოთ იმ ადამიანების შრომა, ხშირ შემთხვევაში გმირული, რომელსაც ისინი ეწევიან მომავალი თაობის აღზრდისთვის“,-აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ.

კანდიდატის წარდგენა ჩოხატაურში [R] გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საზოგადოებაში მეტი კონსოლიდაციაა საჭირო და ნაკლები მტრობა ერთმანეთისადმი, მეტი ატანა განსხავავებული აზრის. ამ კონცეფციის და მსოფლმხედველობის გარშემო გვინდა გავაერთიანოთ ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოება“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი არის საქართველოში ყველა ადამიანმა, განსაკუთრებით რეგიონებში, მეტი პროგრესი, მეტი შემოსავალი იგრძნოს. „გპირდებით იმას, რომ ჩვენ გულში გავატარებთ თქვენს პრობლემებს აუცილებლად და სწრაფ ნაბიჯებს გადავდგამთ იმისთვის, რათა ყველა თქვენთაგანმა იგრძნოს განსხვავება, უფრო მეტი სიყვარული, ყურადღება ჩვენგან“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. თემურ ჭკუასელმა პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ქართულმა ოცნებამ' ლანჩხუთელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა [R]
'ქართული ოცნების' კანდიდატის წარდგენა ასპინძაში [R]
'ოცნების' კანდიდატის წარდგენა ადიგენში [R]

კანდიდატის წარდგენა ნინოწმინდაში [R]

"ქართული ოცნების" კანდიდატის წარდგენა ბორჯომის მცხოვრებლებთან [R]
კვირიკაშვილი: გურიას ისეთი სიმდიდრე აქვს, რომლითაც ბევრი დიდი ქვეყანაც კი ვერ დაიკვეხნის [R]
'ქართული ოცნების' კანდიდატის წარდგენა ახალქალაქში [R]