FM97.5 / LIVE

'ოცნების' კანდიდატის წარდგენა ადიგენში [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 22.08.2016
ადიგენი არის ადგილი, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებაში,–განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ადიგენში გამართულ შეხვედრაზე.

'ოცნების' კანდიდატის წარდგენა ადიგენში [R]

მისი განმარტებით, სწორედ ადიგენზე გაივლის ჩრდილოეთ–სამხრეთის და აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალები, რაც დიდ ბიძგს მისცემს მთლიანად რეგიონის განვითარებას და ადიგენში ბიზნესაქტივობას შეუწყობს ხელს.

გიორგი კვირიკაშვილმა ადიგენის მოსახლეობას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი–გიორგი კოპაძე წარუდგინა და მათ მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

'ოცნების' კანდიდატის წარდგენა ადიგენში [R] პრემიერ–მინისტრის თქმით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიმართულებებს: ჯანმრთელობის დაცვას, სოფლის მეურნეობას, ინფარსტრუქტურულ პროექტებს, წარმოების განვითარებას. მანვე ხაზი გაუსვა განათლების სისტემის რეფორმირების მნიშვნელობას, რაც მთავრობის 4–პუნქტიანი გეგმის შემადგენელი ნაწილია.

„დღეს გარკვეული პროფესიის ადამიანები სანთლით საძებარია და ამავე დროს ჩვენი ახალგაზრდები ამთავრებენ უმაღლეს სასწავლებლებს პროფესიით, რაც ჭარბად არის ქვეყანაში. ვფიქრობ, დანაშაულს ჩავდივართ მომავალი თაობის წინაშე, როცა არ ვაძლევთ სწორ მიმართულებას მათ. ეს აუცილებლად გამოსწორდება და ამ პროცესს წარმატებული შედეგით დავასრულებთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

'ოცნების' კანდიდატის წარდგენა ადიგენში [R] გიორგი კვირიკაშვილმა ვრცლად ისაუბრა ქვეყნის განვითარების სამომავლო გეგმაზე. მისი თქმით, ხელისუფლების მიერ დასახული მიზნების განსახორციელებლად, უპირველესად, საჭიროა საზოგადოების კონსოლიდაცია.

„ყოველგვარი ემოციის გარეშე მინდა გითხრათ, უნდა დასრულდეს ჩვენი ისედაც პატარა ერის გათითოკაცება. ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ და უზრუნველყოთ ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი, ჩვენი მოხუცების უკეთესი სიბერე, ჩვენი ახალგაზრდების უკეთესი განათლება და მათი დასაქმება, შუა ასაკის ადამიანების ბოლომდე ჩართვა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ეს არ არის ცარიელი სიტყვები, ჩვენ შეგვიძლია 4 წლის თავზე მივიღოთ თვისობრივად ახალი ქვეყანა“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა ადიგენის მოსახლეობასთან შეხვდერისას.

'ოცნების' კანდიდატის წარდგენა ადიგენში [R] ახალციხისა და ადიგენის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი კოპაძემ მხარდაჭერისთვის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ქვეყანაში ყველა ის სიკეთე, რასაც ჰქვია თავისუფლება და ადამიანების გვერდში დგომა.

„მე ჩემის მხრივ, მინდა ვთქვა, რომ ვიქნები თითოეული თქვენთაგანის ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. ვიქნები თქვენი ელჩი, თქვენი ყველა ნების მიმტანი და გადამცემი ჩვენი ხელმძღვანელობისა და მთავრობისთვის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და მოგიწოდებთ ყველას, რომ 8 ოქტომბერს მობრძანდეთ, მხარი დაუჭიროთ „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა გიორგი კოპაძემ.

'ოცნების' კანდიდატის წარდგენა ადიგენში [R]

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ქართულმა ოცნებამ' ლანჩხუთელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა [R]
'ქართული ოცნების' კანდიდატის წარდგენა ასპინძაში [R]
კანდიდატის წარდგენა ჩოხატაურში [R]
გედევან ფოფხაძე და   გიორგი კოპაძე მოსახლეობას შეხვდნენ[R]
”ქართულმა ოცნებამ“ კახეთის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა [R]
გიორგი კოპაძე: ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვაა [R]
'ქართული ოცნების' კანდიდატები მოსახლეობას ხვდებიან [R]