FM97.5 / LIVE

წინასაარჩევნოდ ახალციხეში მედია ცენტრი გაიხსნება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 10.07.2017
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მედიაცენტრი გაიხსნება.

წინასაარჩევნოდ ახალციხეში მედია ცენტრი გაიხსნება

მედიაცენტრი ახალციხეში 11 ივლისს, 13:00 საათზე გაიხსნება. მის ფარგლებში, მოხდება პრეზენტაცია და ჩასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა. ასევე, ადგილობრივი აქტუალური საკითხების იდენტიფიცირება და შეგროვება ახალციხის სამოქალაქო სექტორის მონაწილეობით.

მედიაცენტრი მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს უსაფრთხო და ნეიტრალურ სივრცეებს შესთავაზებს, ინფორმაციის გავრცელებისა და დისკუსიებისთვის.

გარდა ამისა, მისი გახსნის მიზანია ხელს შეუწყოს კანდიდატებსა და მათ ამომრჩევლებს შორის დიალოგის წარმართვას, რათა მოქალაქეები გაეცნონ კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს და ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.

მედიაცენტრში დაგეგმილია:

• მედია ბრიფინგების ორგანიზება; კანდიდატებს შორის წინასაარჩევნო დებატების მოწყობა/ჩატარება.
• ჟურნალისტებისთვის არჩევნებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება (ცვლილებები საარჩევნო კოდექსში; არჩევნების ადმინისტრირების, ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის პროცედურები; არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და მათი კანდიდატების სრულყოფილი სიები და ა.შ.).
• არჩევნების დღეს სადამკვირვებლო მისიების/ორგანიზაციების ბრიფინგები ჟურნალისტების, ადგილობრივი ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიებისათვის. ასევე, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების ბრიფინგები არჩევნების მიმდინარეობის შესახებ.

მედიაცენტრებში უზრუნველყოფილი იქნება ლაივ სტრიმების განსახორციელებლად საჭირო შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა და მაღალი სიჩქარის ინტერნეტი.

ახალციხის გარდა, მსგავსი მედია ცენტრი ქვეყნის მასშტაბით კიდევ რამდენიმე ქალაქში გაიხსნება.

მათი სამუშაო საათები: წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების შემდეგ ნოემბრის ჩათვლით: ორშაბათი - შაბათი 10:00 – 19:00 სთ. არჩევნების დღეს - 08:00 – 22:00 სთ. იქნება.

მედიაცენტრების ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საარჩევნო მედიაცენტრები იხსნება
არჩევნებისთვის საქართველოში ათი მედიაცენტრი გაიხსნა
ახალციხეში საარჩევნო მედიაცენტრი გაიხსნა
საარჩევნო საკითხებზე სასაუბროდ NCCE მსურველებს საკუთარ სივრცეს სთავაზობს
არჩევნების დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრი ამოქმედდება
ცესკოს ბრიფინგების განრიგი არჩევნების დღეს
არჩევნების პორტალის პრეზენტაცია  ახალციხეში