FM97.5 / LIVE

'საქართველომ დაიმსახურა ალიანსის განსაკუთრებული ყურადღება სამიტზე და მას შეუძლია სწრაფად გაწევრიანდეს ნატოში' [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 18.07.2016
კახა გოგოლაშვილი (ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი): ჩვენ გვჭირდება გაწევრიანება იმისთვის, რომ ჩვენზე თავდასხმისგან თავი შეიკავონ. მაგრამ, ამ ეტაპზე პირიქით არის. გაწევრიანების მცდელობა ჩვენს მტერს პრევენციული შეტევის განხორციელებისკენ უბიძგებს. ღვინოს ხომ არ ასხამენ ჭურებში როცა ის დუღს, არამედ, რომ დაცხრება მერე, პოლიტიკაშიც ასეა საჭირო...

'საქართველომ დაიმსახურა ალიანსის განსაკუთრებული ყურადღება სამიტზე და მას შეუძლია სწრაფად გაწევრიანდეს ნატოში' [R]

სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი საზოგადოებისთვის ვარშავის სამიტის ერთგვარ შეფასებას გვთავაზობს:

„საქართველომ ნატოში მისი გაწევრიანების ძალისხმევის საქმეში სრული მხარდაჭერის დაპირება მიიღო. სამ წევრობის ასპირანტ ქვეყანას შორის საქართველო პირველია მოხსენიებული, მიუხედავად იმისა, რომ მაკედონია და ბოსნია ოფიციალური კანდიდატები არიან და „მაპი“ შესაბამისად 1999 და 2010 წელს მიენიჭათ. ქვეტექსტი აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ მაპის ფლობა არ წარმოადგენს რაიმე პრიორიტეტს გაწევრიანების საქმეში. სამიტის დეკლარაციის ოთხი მოცულობითი პარაგრაფი მარტო საქართველოს ეძღვნება, რაც არც ერთ ქვეყანას არ დაუმსახურებია, გარდა უკრაინისა (რომელზეც ფოკუსი, ძირითადად, ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისის გამოა გამახვილებული).

ნატოს საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობა შეფასებულია, როგორც ქართველი ხალხის მიერ „საერთო უსაფრთხოებისთვის თავგანწირვა“ (არც ერთი სხვა ქვეყნის წვლილი არ შეუფასებიათ ასეთი განსაკუთრებული ფორმით!);

წლიური სამოქმედო გეგმის შესრულების მაღალი ხარისხი, არსებითი პაკეტის ფარგლებში წარმატებული თანამშრომლობა;
ფართო თანამშრომლობა თავდაცვისუნარინობის გაძლიერების ინიციატივაში;

დაპირება, რომ საქართველოს დაეხმარებიან საჰაერო თავდაცვის, დაზვერვისა და დაკვირვების შესაძლებლობების განვითარებაში;
 შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ნატოს აქტიური ჩართვა საქარველოსა და უკრაინის მონაწილეობით (რაც ჩვენი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ინტერესია);

მტკიცება იმისა, რომ საქართველოს სამოქმედო გეგმა შეიცავს ნატოში რეალური გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინსტრუმენტს (ნატოს წევრობა _ ტერმინი რამდენჯერმეა გამოყენებული);

აშკარად სჩანს, რომ საქართველომ დაიმსახურა ალიანსის განსაკუთრებული ყურადღება სამიტზე და მას შეუძლია სწრაფად გაწევრიანდეს ნატოში, როგორც კი უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკური რეალობები ამის საფუძველსა და შესაძლებლობას მისცემს.

კახა გოგოლაშვილი, უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკური რეალობის არსის შესახებ, მკითხველის კითხვას პასუხობს:

კახა გოგოლაშვილი: ნატო კოლექტიური თავდაცვის ალიანსია, რომელიც ქვეყნების ინდივიდულური ინტერესების თანხვედრაზეა დამოკიდებული. მთავარი ინტერესი - ინდივიდუალური უსაფრთხოებაა, მაგრამ ამ ინტერესის რეალიზაციის მეტ შესაძლებლობას სწორედ კოლექტიური სოლიდარობა იძლევა.

ალიანსის გაფართოება, ახალი წევრის მიღება სამ რამეზეა დამოკიდებული - აპლიკანტი ქვეყნის ნებასა და მზადყოფნაზე, ალიანსის (მის წევრების კოლექტიურ) ინტერესზე და ალიანსის უსაფრთხოებაზე, გაფართოების მოსალოდნელ ზეგავლენაზე. თუ ეს სამივე ფაქტორი დადებითია, მაშინ გაფართოება ადვილად მიმდინარეობს. ასე ხდება მონტენეგროს შემთხვევაში, მაგრამ, თუ რომელიმე არ არის სრულად წარმოდგენილი, შესაძლოა საკითხი დაიხუროს ან გადავადდეს. ჩვენ შემთხვევაში მესამე ფაქტორი - ალიანსის უსაფრთხოებაზე გავლენა ამ ეტაპზე უარყოფითია და ის გადაწონის ორ დანარჩენ ფაქტორს, ამიტომ ალიანსი, ისევე, როგორც თვით საქართველო არ არიან დაინტერესებული, რომ მაღალი რისკების პირობებში მოახდინონ საკითხის ფროსირებულად გადაწყვეტა. რადგანაც დიდია პირველი და მეორე ფაქტორები (ნება და ინტერესი), საკითხი არ დაიხურება, ის მოითხოვს, რომ ალიანსმა და საქართველომ აქტიურად იმუშაონ რისკების (კერძოდ, რუსეთიდან მომავალი) შემცირებაზე, ამიტომ თავდაცვის უნარიანობის გაძლიერება, საჰაერო და საზღვაო თავდაცვის ჩათვლით, კრიზისების მართვის სფეროში გაძლიერებული დახმარება, პირდაპირ ზრდის საქართველოს "გამძლეობას" (რესილიენცე), ნაკლებად მოწყვლადს ხდის უცხოური აგრესიის მიმართ და ამცირებს ალიანსის საქართველოს გამო ომში ჩათრევის რისკებს. ეს მხოლოდ ერთი კომპონენტია იმ ზომებისა, რომელმაც უნდა შეცვალოს უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკური რეალობა. სხვა კომპონენტები რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობების დინამიკასთან და თვით რუსეთის ევოლუციასთან არის დაკავშირებული. ასევე უნდა ვივარაუდოთ ალიანსის ინტერესის ზრდა (სწორედ გრძელვადიანი უსაფრთხოების ამოცანების კონტექსტში) საქართველოს ინტეგრირებით, რეგიონში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით. დროის პროგნოზი აქ შეუძლებელია, მაგრამ, ყველაფრის დაჩქარება ნამდვილად შესაძლებელია.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველო ნატოში გაწევრიანების გზაზე
“მოსახლეობამ უნდა იცოდეს ნატოს როლის შესახებ საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში”[R]
საქართველომ ნატოში 2016 წლის წლიური ეროვნული პროგრამა წარადგინა
'ნატო-ში გაწევრიანება, მშვიდობიანი, უსაფრთხო და დემოკრატიული განვითარების გარანტია'
რისთვის იბრძვიან ქართველი ჯარიკაცები ავღანეთში ნატოს ოპერაციებში
რა ინტერესი აქვს ნატოს საქართველოს მიმართ?
უფრო ძლიერი და უფრო დაცული საქართველო – ვარშავის სამიტის შედეგებმა მოლოდინები გაამართლა [R]