FM97.5 / LIVE

წიგნი რომელმაც ვარშავის სამიტის სტუმრებს საქართველოს ისტორია გააცნო [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 18.07.2016
„რეჩპოსპოლიტას ფრთებქვეშ _ ქართული ემიგრაცია პოლონეთში 1921-1939“

წიგნი რომელმაც ვარშავის სამიტის სტუმრებს საქართველოს ისტორია გააცნო [R]
ქართველი იუნკერები და ოფიცრები პოლონეთში გამგზავრების მოლოდინში კონსტანტინეპოლის პორტში. 1922 წელი. პირველ რიგში მარცხნიდან: ვიტალი უგრეხელიძე, მიხეილ კვალიაშვილი (მესამე), ცენტრში: დიმიტრი შალიკაშვილი. ფოტო გიორგი ტურაშვილის ალბომიდან

ვარშავის სამიტის სტუმრებს პოლონეთმა საქართველოს უახლეს ისტორიასთან დაკავშირებული ღირსშესანიშნავი საჩუქარი მოუმზადა. წიგნი, ალბომი „რეჩპოსპოლიტას ფრთებქვეშ _ ქართული ემიგრაცია პოლონეთში, 1921-1939“ პოლონეთში მოღვაწე დოქტორ დავით ყოლბაიას ავტორობით, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მხარდაჭერით გამოიცა.

წიგნი რომელმაც ვარშავის სამიტის სტუმრებს საქართველოს ისტორია გააცნო [R] წიგნის ავტორი საქართველოს ისტორიაზე, პოლონეთში ქართული ემიგრაციის ცხოვრებასა და მათი ჩასვლის გზებსა და მიზეზებზე მოგვითხრობს.

კრებული ქართველი იუნკრების შესახებ, პოლონეთის მეორე რესპუბლიკის მფარველობაში მიღებიდან 95 და საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის თავთან დაკავშირებით გამოიცა.

საქართველო - პრეიოსტორია, ქვეყნის დამწერლობა, ღირსშესანიშნაობები, სახელმწიფოს შიდა და საგარეო პოლიტიკა - ავტორი არც ერთ საკითხს არ ტოვებს ყურადღების მიღმა და გულდასმით მიმოიხილავს იმდროინდელი საქართველოს შიდა თუ საერთაშორისო განვითარების უცნობ დეტალებს. ავტორი უნიკალური ფოტომასალით მკითხველს აცნობს იმ ქართველ ემიგრანტებს, რომლებმაც საქართველოში წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ, სამშობლო დატოვეს და ცხოვრება პოლონეთს მჭიდროდ დაუკავშირეს.

წიგნი რომელმაც ვარშავის სამიტის სტუმრებს საქართველოს ისტორია გააცნო [R] პოლონეთმა ქართველ იუნკრებსა და სამხედროებს თავშესაფარი მისცა, პოლონურმა სამხედრო სამსახურმა კი უზრუნველყო მათი მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობა. ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის დირექტორი იან მალიცკი აღნიშნავს: „მიუხედავად ქართველ მებრძოლთა ყოველდღიური ცხოვრებისეული კუთხით წარმოჩენისა, ფოტოებზე ნათლად ჩანს, რომ არ შენელებულა მათი სიამაყე და ღირსება. მათ ხომ ჯერ დამპყრობელთაგან გადაირჩინეს თავი, შემდეგ ცხვრება ახალ სამშობლოში დაიწყეს, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დროს მეორე სამშობლოსათვის გაწირეს თავი". „რეჩპოსპოლიტა დაეხმარა მათ ვისაც ეს სჭირდებოდა, მხარდაჭერა და ზრუნვა არ მოუკლია მათთვის. თავის მხრივ, ქართველებმაც ცდა არ დააკლეს _ ერთგულებითა და თავგანწირვით იბრძოდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს, საბჭოთა ციხეებსა და კატინში, შემართებით, საკუთარი სიცოცხლის გაღებით, მადლიერება გამოხატეს ახალი სამშობლოს მიმართ".

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქართული სახელმწიფოს ამოცანაა, რომ ვარშავის შემდეგ საქართველო იყოს გაცილებით უფრო ძლიერი [R]
ევროპის დედაქალაქებში მიმავალ მგზავრებს აეროპორტებში საქართველოს კონსულები დახვდნენ
თვითმმართველობამ ახალციხელი სახალხო მთქმელის ლექსების კრებული გამოსცა
 ქართულმა ღვინოებმა პოლონეთში ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა [R]
ანსამბლი ‘მესხეთი’ პოლონეთში კონცერტს გამართავს
მესხური ფოლკლორის შესახებ წიგნი გამოიცა
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები საიუბილეო მედლით დაჯილდოვდებიან