FM97.5 / LIVE

ელჩი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თურქეთში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.07.2016
საქართველოს ელჩი თურქეთში ირაკლი კოპლატაძე საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თურქეთში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. როგორც კოპლატაძე აცხადებს, "ანკარასა და სტამბულში დაძაბული სიტუაციაა" .

ელჩი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თურქეთში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ

"გავრცელებული ინფორმაციით, აქ იყო სამხედრო გადატრიალების მცდელობა. ამჟამად ვითარება გაურკვეველია. ჩვენ თვალყურს ვადევნდებთ მოვლენების განვითარებას. თურქეთი ჩვენი სტრატეგიული მეზობელია და მინდა ვუსურვო მშვიდობა. რაც შეხეება საქართველოს მოქალაქეებს, რჩევა იქნება, რომ თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, სანამ სიტუაცია არ განიმუხტება, ზედმეტი მოძრაობისა და გადაადგილებისგან თავი შეიკავონ და სახლებში, ინფორმაციის საშუალებებზე თვალყურის მიდევნებით და ჩვენი ცხელი ხაზის გამოყენებით, მოვლენების განვითარებას ადევნონ თვალი",- განაცხადა ირაკლი კოპლატაძემ.

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სტამბულსა და ანკარაში მძიმე სამხედრო ტექნიკაა შეყვანილი. სტამბულში ჯარის მიერ ბლოკირებულია ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ორივე ხიდი. თურქეთის გენერალური შტაბი ხელისუფლების ხელში ჩაგდების შესახებ იუწყება. თურქმა სამხდრებმა ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადეს.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მთავრობა კვლავ მოქმედია და არ დაუშვებს, ქვეყანაში დემოკრატიას საფრთხე შეექმნას. მან მოქალაქეებს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თურქეთის პრეზიდენტი მოსახლეობას ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებს
საგარეო უწყება თურქეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს
'რუსთავი 2': თურქეთმა საქართველოსთან საზღვარი ჩაკეტა
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში
ავლაბრის სასახლეში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს
გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია
ევროკავშირი თურქეთში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს