FM97.5 / LIVE

Jnews: ახალქალაქში დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებული სამი პირია

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 11.07.2016
გამოცემა Jnews–ის ინფორმაციით, ახალქალაქში სოფელ ვაჩიანში, დედისა და მისი სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებული სამი პირია, მათგან ერთი ჩადენილს აღიარებს.

Jnews: ახალქალაქში დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებული სამი პირია
Jnews–ის ფოტო

გამოცემა ისევ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სამივე ბრალდებული სოფელ ვაჩიანის მცხოვრებია.

„10 ივლისს, ღამით, კაჩოტიანების ოჯახში, გაქურდვის მიზნით 3 ახალგაზრდა შევიდა. მათ იმ თანხის წაღება სურდათ, რომელიც ცოტა ხნის წინ, ხაბაროვსკში მყოფმა ქმარმა გამოუგზავნა ოჯახს. სახლში ფანჯრიდან შევიდნენ, დიასახლისმა ახალგარზდები დაინახა და ამოიცნო, ამიტომ ბრალდებულებმა მას თავში არმატურა დაარტყეს. ამის შემდგ კი გოგონებიც მოკლეს. მკვლელობის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით, სახლის დაწვას შეეცადნენ. სახლი ბოლომდე არ დამწვარა, მაგრამ უმცროსი, მცირეწლოვანი შვილი, ნამწვისგან გაიგუდა“, – წერს გამოცემა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ეტაპზე ამ ინფორმაციას ისევ არ ადასტურებენ.

შეგახსენებთ, გუშინ, 10 ივლისს, ახალქალაქში, სოფელ ვაჩიანში, მეზობლებმა დედა, 37 წლის ქალი და მისი სამი შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. მომხდარს 109–ე მუხლის მე–3 ნაწილით იძიებენ. აღნიშნული მუხლი გულისხმობს რამდენიმე პირის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

ამ წუთებში ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში სოფელ ვაჩიანის მცხოვრებლები დაკითხვაზე ჰყავთ. შენობასთან კი დაკითხვაზე მყოფი პირების ახლობლები არიან შეკრებილი.

Jnews: ახალქალაქში დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებული სამი პირია
Jnews–ის ფოტო

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში, დედა–შვილების სავარაუდო მკვლელობის ახალი დეტალები
ახალქალაქში, დედა–შვილების მკვლელობის ადგილზე სამართალდამცველები იკრიბებიან
ახალქალაქში, დედა–შვილების მკვლელობის ადგილზე, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება
ახალქალაქში, დედა–შვილების გარდაცვალებაზე, ძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო
ახალქალაქში, დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს
ახალქალაქში დედა და მისი სამი შვილი გარდაცვლილი ნახეს
შსს–ს ინფორმაციით, ახალქალაქში დედა–შვილების მკვლელობის საქმე გახნილია