FM97.5 / LIVE

არასამთავრობო ორგანიზაციები სსკ–ის ორი მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ

მთავარისიახლე, სამართალი 09.07.2016
არასამთავრობო ორგანიზაციები GDI და UDM სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და 120-ე მუხლის მეათე ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

არასამთავრობო ორგანიზაციები  სსკ–ის ორი მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ
საქართველოს დემოკრტაიულმა ინიცივატივამ(GDI),„დემოკრატ მესხთა კავშირთან“ (UDM) პარტნიორობით,საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და 120-ე მუხლის მეათე ნაწილის არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნის თაობაზე სარჩელით მიმართა.

საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილი მხოლოდ ბრალდების მხარეს ანიჭებს უფლებამოსილებას მიმართოს სასამართლოს კომპიუტერულ სისტემიდან ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებიდან სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფრომაციის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით. შესაბამისად, დაცვის მხარე, ასეთი მოთხოვნით სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის შესაძლებლობას სრულად მოკლებულია.

რაც შეეხება 120-ე მუხლის მე-10 ნაწილს, აღნიშნულ შემთხვევაშიც, მხოლოდ ბრალდების მხარე სარგებლობს დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებული საგნის, ნივთის, ნივთიერების, აგრეთვე ინფორმაციის შემცველი სხვა დოკუმენტის პირველადი გამოკვლევის უფლებით.

მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას. კერძოდ, 136-ე მუხლის პირველი ნაწილი არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლების შემადგენელ ნაწილს - სისხლის სამართლის პროცესში შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპს. ხოლო 120-ე მუხლის მეათე ნაწილი, ასევე, ეწინააღმდეგება პირის თვითინკრიმინაციისგან დაცვის უფლებას.

აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელით GDI,UDM-თანპარტნიორობით, საკონსტიტუციოსასამართლოში წარმოადგენს და იცავსსაქართველოს მოქალაქე, ტიტიკო ჩორგოლიანის, ინტერესებს. 2015 წლის 30 სექტემბერს, ახალციხის რაიონული სასამართლოს კანცელარიის და მოქალაქეთა მისაღების უფროსმა, თამარ ობოლაშვილმა,სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ (ამ დროისთვის პირველიინსტანციის მიერ გამართლებულ) ჩორგოლიანის ადვოკატს, UDM-ს იურისტს, წერილობით აცნობა, რომ სასამართლო ვერ იმსჯელებდა მის შუამდგომლობაზე სათვალთვალო კამერებიდან ვიდეოფაილების გამოთხოვის თაობაზე განჩინების გამოცემის შესახებ, ვინაიდან დაცვის მხარეს ასეთი შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობა არ ჰქონდა.

არასამთავრობო ორგანიზაციები  სსკ–ის ორი მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ

[SKNEWS.GE]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს 6 წლით პატიმრობა მიესაჯა
სადავო ნორმა  ‘მთის კანონში’ და არასამთავრობოების სარჩელი
EMC მამაკაცებისთვის ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების არარსებობას ასაჩივრებს
ადვოკატი:'ვანო მერაბიშვილის მიმართ დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი'
ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი მიიღო
მხოლოდ საპატრიარქოსთვის საგადასახადო შეღავათის დაწესება სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო
პროკურატურა შალვა აბულაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს