FM97.5 / LIVE

ადვოკატი:'ვანო მერაბიშვილის მიმართ დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი'

მთავარისამართალი 05.09.2013
ვანო მერაბიშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს აღკვეთის ღონისძიება (პატიმრობა) არაუფლებამოსილმა მოსამართლემ შეუფარდა. დაცვის მხარე განჩინების გაუქმებას, მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებას და ქუთაისის სასამართლოს აცილებას მოითხოვს.

ადვოკატი:'ვანო მერაბიშვილის მიმართ დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი'
ადვოკატების განცხადებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მალხაზ გურული, რომელმაც ძალაში დატოვა მერაბიშვილის აღკვეთის ღონისძიება, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრია. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კი აღკვეთის ღონისძიების განხილვის უფლება მხოლოდ საგამოძიებო კოლეგიის წევრ მოსამართლეს აქვს.

"აქედან გამომდინარე მას არ ჰქონდა უფლება, განეხილა აღკვეთის ღონისძიება, შესაბამისად მოსამართლე მალხაზ გურულმა დაარღვია კანონი", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს, 5 სექტემბერს, დილით, ვანო მერაბიშვილის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებას თან ერთვის დოკუმენტებიც.

ადვოკატების თქმით, ვანო მერაბიშვილის მიმართ დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი, რასაც დაცვის მხარე, სხვა დარღვევებთან ერთად, სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებს. ადვოკატებს იმედი აქვთ, რომ ამ სარჩელს აუცილებლად მოიგებენ. ამიტომ, მათი განცხადებით, "თუ საქართველოს მთავრობას სურს თავიდან აირიდოს საერთაშორისო სკანდალი, უახლოეს დღეებში უნდა მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მერაბიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება".

დაცვის მხარე ასევე მიმართავს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს,შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და დაიწყოს მის მიმართ დისციპლინური დევნა.

"დაცვის მხარე ასევე მოითხოვს აცილება მიეცეს ყველა იმ სასამართლოს, რომლის განაჩენიც აპელაციის შემთხვევაში უნდა გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ვინაიდან ამ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს უკვე გამოტანილი აქვს უკანონო გადაწყვეტილება და არსებობს ეჭვი, რომ იგი არის პროკურატურის კონტროლის ქვეშ. კითხვებს ბადებს ისიც, რომ ივანე მერაბიშვილთან დაკავშირებული ყველა შუამდგომლობა, მათ შორის, აღკვეთის ღონისძიება, ყადაღის დადება და შემდეგ მოხსნა, პროკურატურის შუამდგომლობით წინასასამართლო სხდომების ვადის გაგრძელება, ადვოკატის შუამდგომლობით ვადის გაგრძელებაზე უარი, განხილა ერთმა მოსამართლემ დავით ახალბედაშვილმა, რაც ეწინააღმდეგება დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკას.

ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ აშკრაა, რატომ ითხოვს პროკურატა დაჟინებით საქმის განხილვას ქუთაისში, მაშინ როდესაც პროკურატურისავე მტკიცებით, ერთი დანაშაული ჩადენილია თბილისში, ხოლო მეორე ბათუმში. საქმის ქუთაისში განხილვა ასევე ეწინააღმდეგება დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკას და ასევე მეტყველებს სუბიექტურ მიდგომაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

დაცვის მხარე ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხსაც ეხმაურება.

"დაცვის თხოვნაზე, მიეცათ ოჯახისათვის ექიმების შეყვანისა და მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების უფლება, სასჯელაღსრულების სამინისტრომ განაცხადა, რომ მერაბიშვილთან სისტემატურად შედის ფსიქიატრი. სამინისტროს აგდებული დამოკიდებულება დაკავებულის ჯანმთელობის მიმართ დაცვის მხარეს აიძულებს მიმართოს საერთაშორისო საზოგადოებას და უფლებადამცველ ორგანიზაციებს განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანონ მერაბიშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები", - აცხადებენ ადვოკატები.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეს მერაბიშვილის ახალი სასამართლო პროცესი დაიწყო
სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა ვანო მერაბიშვილის საქმეს განიხილავს
ვანო მერაბიშვილის სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა
რატომ მიაჩნია ვანო მერაბიშვილის განაჩენი დაუსაბუთებლად ვაჟა ჩიტაშვილს?
ვანო მერაბიშვილის ადვოკატი: ‘მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია’
მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხი ევროპის საბჭოს  მინისტრთა კომიტეტმა არ განიხილა
ვანო მერაბიშვილი: 'დღეიდან მე მხოლოდ რამდენიმე პროცესს დავესწრები'