FM97.5 / LIVE

ახალციხის მერია კამერა ‘დრონს’ ყიდულობს

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.07.2016
ახალციხის მერია დინამიური მართვის კამერის, ე.წ. დრონის შეძენას გეგმავს. აპარატის შესაძენად ტენდერი 6 000 ლარზეა გამოცხადებული.

ახალციხის მერია კამერა ‘დრონს’ ყიდულობს

დინამიური მართვის კამერის შესაძენად ტენდერი ქალაქის მერიამ 20 ივნისს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6000 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, აპარატს უნდა შეეძლოს GPS მიმღების საშუალებით დაგეგმილი მარშრუტის მიხედვით ფრენა და ჰქონდეს ბაზაზე ავარიული დაბრუნების რეჟიმი. ასევე, უნდა ჰქონდეს სპეციალური ვიდეოგადაღების რეჟიმები: „ბაწარზე ფრენა“, „ორბიტალური ფრენა“, გაყოლის რეჟიმი, „სელფის“ რეჟიმი, „პანორამა“, „ელვაშესაკრავი“. უნდა შეეძლოს ფრენის ინფორმაციის გადმოცემა, პირდაპირი რეჟიმის მაღალი გარჩევადობის ვიდეონაკადის გადმოცემა და ჩაწერა, ასევე უნდა შეიძლებოდეს კამერის მიმართულების შეცვლა პირდაპირ რეჟიმში.

როგორც ახალციხის მერიაში განმარტავენ, დინამიური მართვის კამერა ქალაქის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზებისა და სხვადასხვა ღონისძიებების გადასაღებად სჭირდებათ.

„ახალციხის ტურისტული პოტენციალის გაზრდისა და რეკლამირებისთვის, გადავიღებთ სარეკლამო კლიპებს და სხვადასხვა ტურისტულ გამოფენაზე გავავრცელებთ, ასევე, განთავსდება ტურისტულ სააგენტოებში. გარდა ამისა, მოხდება ღონისძიების გადაღება–გაშუქება. „დრონის“ დაქირავება უფრო ძვირი ჯდება წლის განმავლობაში, ვიდრე შეძენა და გავრცელება“,– ამბობენ ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

კითხვაზე – ვინ გადაიღებს დინამიური მართვის კამერით რეკლამებსა და კლიპებს, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა სოფო მესხმა პასუხი არ გაგვცა.

ტენდერში განაცხადების მიღება უკვე დასრულებულია. განაცხადი მხოლოდ ერთ კომპანიას, „მაიმობაილ +“–ს აქვს და ტენდერიც 6000 ლარით აქვს მოგებული. ამ ეტაპზე მერია მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში 19 სათვალთვალო კამერის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა
ახალციხეში დამატებით 19 სათვალთვალო კამერა დამონტაჟდება
ახალციხის ტურისტულ პოტენციალს უკრაინის საერთაშორისო გამოფენაზე ეცნობიან
რისთვის ყიდულობს ახალციხის მერია საოჯახო ტექნიკას
ადიგენის მერია ახალ ავტომობილს ყიდულობს
ვისთვის ყიდულობს  ახალციხის მერია 70 000–ლარიან ხელსაწყოს
7213 ლარი თურქეთში ვიზიტისთვის