FM97.5 / LIVE

ახალციხეში დამატებით 19 სათვალთვალო კამერა დამონტაჟდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.02.2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქის ქუჩებსა და საავტომობილო გზებზე სათვალთვალო კამერების დამატებას გეგმავს. თვითმმართველობა 19 ახალი კამერის შესაძენად ტენდერს აცხადებს.

ახალციხეში დამატებით 19 სათვალთვალო კამერა დამონტაჟდება

კამერების შესაძენად ახალციხის მერიამ ტენდერი დღეს, 18 თებერვალს 34 800 ლარზე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 20–დან 22-თებერვლამდე გაგრძელდება.

ახალი სათვალთვალო კამერები, ქალაქის ქუჩებში, საბარგო სადგურის ტერიტორიაზე, ასევე, სოფელ აწყურსა და წნისში დამონტაჟდება.

როგორც მერიაში განმარტავენ, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, კამერების განთავსების კონკრეტულ ადგილებს, მერია და შსს–ს ერთიანი ოპერაციების ცენტრი განსაზღვრავენ.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ახალი კამერები შსს-ს ერთიანი ოპერაციის ცენტრში ჩაერთვება.

გასულ წელს, ახალციხის მერიამ 53 სათვალთვალო კამერა 81 257 ლარად შეიძინა.

„ამ კამერებით სწრაფად მოძრავი მანქანების ნომრების ამოცნობა იქნება შესაძლებელი. ჩვენი მიზანია, ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე“, – ამბობს ახალციხის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი.

როგორც მერიაში აცხადებენ, 19 კამერის შეძენის შემდეგ, თვითმმართველობა კამერების დამატებას აღარ გეგმავს.

რამდენი კამერაა რეგიონის ექვს მუნიციპალიტეტში ამ დროისათვის დამონტაჟებული და გამოვლინდა თუ არა მათი მეშვეობით დარღვევები, ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭემ“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაცია წერილობით გამოითხოვა.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში 19 სათვალთვალო კამერის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა
რომელ ქუჩებზე დამონტაჟდა ახალციხეში სათვალთვალო კამერები
ახალციხეში 53 სათვალთვალო კამერა  დამონტაჟდება
ახალციხის სოფლებში ცენტრალურ გზებზე სათვალთვალო კამერები დამონტაჟდება
ახალციხის ციხეზე სათვალთვალო კამერები დამონტაჟდა
ადგილები სამცხე–ჯავახეთში, სადაც 115 სათვალთვალო კამერაა განთავსებული
ადიგენში ამომცნობი და ზოგადი ხედვის 13 კამერა დამონტაჟდება