FM97.5 / LIVE

ვინ ლიდერობს ‘საპატიო ახალციხელობის’ კანდიდატებში

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.06.2016
ახალციხე, საპატიო ახალციხელების გამოსავლენად ემზადება. მოქალაქეები სამ მოქალაქეს, რომლებიც „ახალციხის საპატიო მოქალაქეები“ გახდებიან, 10 კანდიდატიდან არჩევენ.

ვინ ლიდერობს ‘საპატიო ახალციხელობის’ კანდიდატებში

გამოკითხვა ორ ეტაპად მიმდინარეობს, ქუჩაში და ინტერნეტ სივრცეში. ონლაინ–გამოკითხვის მიხედვით, 10–კაციან სიაში თინათინ ჯაყელი, ნათელა იაძე და ნუნუ აბდუშელიშვილი ლიდერობენ.

ონლაინ სივრცეში გამოკითხვა 7 ივნისს დაიწყო. 24 ივნისს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აპლიკაციას პრობლემა შეექმნა და ახალი აპლიკაცია შეიქმნა. "თქვენს მიერ მიცემული ხმა არ გაუქმებულა და დაგროვილ ხმათა რაოდენობამ გადმოინაცვლა ახალ აპლიკაციაში", – განაცხადეს მერიაში.

გამოკითხვის თავდაპირველ ვერსიაში, 23 ივნისის მონაცემებით, 1154 ხმა იყო დაფიქსირებული და შედეგებიც დღევანდელი შედეგებისგან განსხვავებული იყო. ახალ აპლიკაციაში, რომელიც 25 ივნისიდანაა გააქტიურებული, 28 ივნისის 14:00 საათის მონაცემებით, 335 ხმაა დაფიქსირებული.

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ გამოკითხვის პირველი აპლიკაციის შედეგები შენახულია და როდესაც ახალი აპლიკაციითაც დამთავრდება გამოკითხვა, ამ ორივე შედეგს შეაჯამებენ და საბოლოო შედეგს ისე დაადგენენ.

როგორც ახალციხის მერიაში აცხადებენ, ხმის მიცემის პროცესი 29 ივნისს შეწყდება.

ონლაინ გამოკითხვის გარდა, მერიაში ამბობენ, რომ გამოკითხვას აწარმოებენ ქუჩაშიც. მერიაში ირწმუნებიან, რომ მათ აქვთ გამოკითხვის ფურცლები და თითოეულ მოქალაქეს ავსებინებენ. მიუხედავად სურვილისა, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში "სამხრეთის კარიბჭეს" ეს ფურცლები არც აჩვენეს და არც გადააღებინეს, არც უკვე შევსებული და არც ჯერ შეუვსებელი, გამოკითხვის ცარიელი ანკეტა.

შეგახსენებთ, ახალციხემ საპატიო მოქალაქედ პირველად, 2004 წლის 30 ივნისს ახალციხის, ტაო-კლარჯეთის და ლაზეთის ეპისკოპოსი მეუფე თეოდორე დაასახელა. საპატიო მოქალაქეების შერჩევის ტრადიცია, ოფიციალურად, 2013 წლიდან დამკვირდა. ყოველ წელს, „ახალციხელობის“ დღესასწაულზე, სამ საპატიო მოქალაქეს ირჩევენ.

ახალციხეს უკვე ჰყავს 10 საპატიო მოქალაქე, 10–ვე მათგანი მამაკაცია. წელს კანდიდატების სიაში ქალები ლიდერობენ. 2016 წლის საპატიო ახალციხელებს 8 ქალისა და 2 მამაკაცისგან შემდგარი სიიდან არჩევენ.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘საპატიო ახალციხელების' შერჩევა დასრულდა
სამი საპატიო ახალციხელი ექვსი კანდიდატიდან შეარჩიეს
ვინ გახდნენ ახალციხის საპატიო ახალციხელები
‘საპატიო ახალციხელები’ – ეს სტატუსი მოულოდნელი იყო
ახალციხის მერია საპატიო მოქალაქეებს არჩევს
ახალციხის სამი საპატიო მოქალაქე შერჩეულია
როგორ შეარჩევენ საპატიო ახალციხელს –  საკრებულომ ახალი წესი დაამტკიცა