FM97.5 / LIVE

‘საპატიო ახალციხელები’ – ეს სტატუსი მოულოდნელი იყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.06.2016
დღეს, 30 ივნისს „ახალციხელობის“ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე „საპატიო ახალციხელები“ დასახელდნენ. მათ მერიისგან მედლები და სიგელები გადაეცათ.

‘საპატიო ახალციხელები’ – ეს სტატუსი მოულოდნელი იყო

10 „საპატიო ახალციხელ“ მამაკაცს, დღეს 30, ივნისს სამი ქალი შეემატა: თინათინ ჯაყელი, ლელა ნაროზაული და ნათელა იაძე.

როგორც ახალციხის „საპატიო მოქალაქეები“ ამბობენ, სტატუსს არ ელოდნენ.

„ძალიან მიხარია, ეს ჩემთვის დიდი პატივია, ყოველთვის ახალციხელების სამსახურში ვიქნები“, - გვითხრა ლელა ნაროზაულმა.

„საპატიო ახალციხელად“ დასახელებას არც ნათელა იაძე ელოდა. მისი თქმით, ხმის მიცემის პროცესი ცვალებადი შედეგებით მიმდინარეობდა და პროგნოზირება რთული იყო.

„ხმებით ხან ვლიდერობდი, ხან ბოლო ადგილებზე ვიყავი, ამიტომ ცოტა საეჭვოდ მომეჩვენა და საბოლოო შედეგი მოულოდნელი იყო ჩემთვის“, - ამბობს ნათელა იაძე და ამატებს, რომ მისთვის „საპატიო ახალციხელის“ წოდება დიდი პასუხისმგებლობაა.

თინათინ ჯაყელი ფიქრობს, რომ მისთვის „საპატიო ახალციხელის“ სტატუსის მინიჭებით, ჯაყელების გვარი ახალციხეში დაბრუნდა: „ნამდვილად არ ველოდებოდი, რომ გავიგე, ხმა ვერ ამოვიღე, დავმუნჯდი რასაც ქვია“.

„საპატიო ახალციხელების“ შერჩევა ახალციხეში სამი კვირის განმავლობაში, როგორც ქუჩაში შემთხვევითი გამოკითხვის პრინციპით, ისე ონლაინ-გამოკითხვებით მიმდინარეობდა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერია საპატიო მოქალაქეებს არჩევს
საპატიო მოქალაქეები: სტატუსი მოულოდნელი იყო
‘საპატიო ახალციხელების' შერჩევა დასრულდა
კვირის აქცენტი: ‘ახალციხელობა’ და ‘საპატიო ახალციხელები’ [Video]
ვინ ლიდერობს ‘საპატიო ახალციხელობის’ კანდიდატებში
ახალციხის საპატიო მოქალაქეების ვინაობა ცნობილია
ვინ გახდნენ ახალციხის საპატიო ახალციხელები