FM97.5 / LIVE
ძვირი ახალი წელი

ძვირი ახალი წელი

მთავარიეკონომიკა 29.12.2012
ახალწლამდე ორი დღით ადრე ახალქალაქის მაღაზიებში ვაჭრობა პიკს აღწევს. ადგილობრივები ჩივიან, რომ დღესასწაულის შემდეგ ოჯახის ბიუჯეტი ნოლზე ეცემა

ძვირი ახალი წელი
საახალწლო მზადება ახალქალაქში დეკემბრის დასაწყისიდან დაიწყო. ბოლო დღეებია მაღაზიები შესვლა სჭირს. ქალაქისა და 64 სოფლის მოსახლეობა პროდუქტების შეძენას ჩქარობს, იცის რა, რომ ყველაფერი ყოველდღიურად ძვირდება. თუმცა, ფასების მატება უკვე შესამჩნევია. ძვირდება სწორედ ის პროდუქტი, რასაც ხალხი საახალწლოდ ყიდულობს.

ხუთ წელზე მეტია ახალქალაქში ერთგვარ ტრადიციად იქცა საახალწლო სუფრის ანანასით ”დამშვენება”. ამ დღეებში კი ანანასის ფასმა 8-დან 13 ლარს მიაღწია.

არპიკ ღარიბიანი ცდილობს საახალწლო პროდუქტები დროულად იყიდოს.

„დეკემბრის დასაწყისიდანვე ნელ–ნელა რაღაცეების ყიდვას ვიწყებ. ძირითადად ისეთ პროდუქტებს ვყიდულობ, რომლებიც მალე არ ფუჭდება. ასე უფრო მარტივიცაა და მშვიდადაც ვარ. ბაზარში სიარულიც უფრო ადვილია და გაცილებით იაფადაც გამოვდივარ“, – ამბობს იგი.

ერთმანეთთან 5–5 წუთით შერბენის, სადღეგრძელოს დალევისა და უცებ წამოსვლის ტრადიციამ, რათა კიდევ ბევრ ოჯახში მოესწროს მისვლა, იქამდე მიგვიყვანა, რომ ხალხი ერთმანეთთან არა სუფრასთან დასასხდომად მიდის, არამედ სანახავად, როგორ მოემზადნენ ახალი წლისთვის. ასეთ ვითარებაში უმრავლესობას არ უნდა ბევრი და უაზრო ხარჯი გასწიოს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ აქვს.

„მთელი წელი ვმუშაობთ, ფულს ვაგროვებთ, რომ ერთი ახალი წელი ვიზეიმოთ. გვინდა, არ გვინდა, საჭიროა ყველაფერი ვიყიდოთ, სახლში ხალხი მოდის. მინიმუმ 1500 ლარია საჭირო, რომ ახალი წელი ღირსეულად აღნიშნო. ბოლო დღეებში პროდუქტები ორჯერ ძვირდება, მწვანილი რა არის და ისიც 10–15 ლარი ეღირება“, – ამბობს ნაზიკ მარაბიანი.

მარტინსაც არ უნდა სხვას ჩამორჩეს.

„რას ვიზამთ, ცოტ–ცოტას ჩვენც ყველაფერს ვიყიდით. ასე ჯობს, რომ ცოტ–ცოტა შევიძინოთ, რათა სუფრაზე ყველაფერი იყოს. რა ვქნათ, მივდივართ სამუშაოდ, ვბრუნდებით, ახალ წელს ვდღესასწაულობთ და უფულოდ ვრჩებით“, – ამბობს იგი.

ვინც მიიჩნევს, რომ ახლა ყიდვა უფრო მომგებიანია, ნაწილობრივ ცდება, რადგან ბოლო დღეებში ძირითადად მალფუჭებადი პროდუქტები ძვირდება, როგორიცაა მწვანილი და ხორცი; ხოლო ხილი, რასაც დღეს ყიდულობენ, უკვე გაძვირებულია. მაგალითად, ვაშლი 2 ლარიდან 7 ლარამდე ღირს, ჩირი 18–20 ლარი. თვის ბოლო რიცხვებში კი ხორცი და მწვანილიც გაძვირდება.

მწვანილის გამყიდველი ამბობს, რომ ისინი ფასს ხელოვნურად არ სწევენ, ამას ბაზარი კარნახობს.

„რამდენიმე დღის წინ 1 კგ მწვანილი 3 ლარი ღირდა, ახლა 5 ლარი გახდა. ბოლო დღეებში ყოველთვის ძვირდება. ჩვენც ძვირად ვყიდულობთ და შედარებით მაღალ ფასშიც ამიტომ ვყიდით“, – ამბობს იგი.

ახალქალაქის ბაზარში ძროხის ხორცი 12 ლარი ღირს, ღორის ხორცი კი 14 ლარი. გამყიდველთა თქმით, 29–30 დეკემბერს ხორცი შეიძლება გაძვირდეს, აი, 30–31–ში კი ფასი ალბათ დაეცემა. ყველაფერი ბაზარზე არსებულ სიტუაციაზეა დამოკიდებული.

„თუ ვხედავთ, რომ დიდი რაოდენობით ყიდულობენ და ხორცის რაოდენობა ბაზარში ნელ–ნელა მცირდება, ფასს ცოტა ავწევთ. ჩვენთან ხორცს ძირითადად ქალაქელები ყიდულობენ“, – გვეუბენბა ხორცის გამყიდველი.

რაც უფრო ახლოვდება ძვირი ახალი წელი, ახალქალაქში მცხოვრებლები მით მეტად ფიქრობენ, როგორ მოახერხონ ყველაფრის ყიდვა. შედეგად, ი ოჯახის ბიუჯეტიც ნოლამდე ეცემა.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა ჯდება საახალწლო სუფრა
საახალწლო ბაზარი - რა ღირს პროდუქტი ახალციხის ბაზარში
საახალწლო ბაზარი ახალციხეში – რა ღირს პროდუქტი ‘ალფა მარკეტში’
საახალწლო ბაზარი
ახალციხეში წინასაახალწლო ვაჭრობა პიკს აღწევს
სააღდგომო ფასები ახალციხის ბაზარში [Photo]
‘ფქვილის ფასმა სამი ლარით მოიმატა’ – ახალციხეში პური ძვირდება