FM97.5 / LIVE

”ახალციხელობა 2012”

მთავარისაზოგადოება 30.06.2012
ახალციხეში დღეს ქალაქის დღესასწაულს აღნიშნავენ. ”ახალციხელობა 2012”-ის აღნიშვნა ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ეზოში მდებარე, წმინდანის სახლობის მშენებარე ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვით დაიწყო

”ახალციხელობა 2012”

სახალხო დღესასწაული “ახალციხელობა” მეშვიდე წელია მასშტაბურად აღინიშნება. დღესასწაული ტრადიციულად 30 ივნისს, წმინდანისა და ეროვნული გმირის შალვა ახალციხელის ხსენების დღეს იმართება.

ახალციხის სახელმწოფო სასწავლო უნივერსიტეტის ეზოში მდებარე, წმინდანის სახლობის მშენებარე ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ წმინდანის სახელზე პარაკლისი გადაიხადა და ყველა ახალციხელს ”ახალციხელობა” მიულოცა.

წლების განმავლობაში ”ახალციხელობა” ტრადიციულად რაბათში, სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართებოდა. მუნიციპალიტეტის სხვადსხვა სოფლებიდან ჩამოსული მოსახლეობა ტრადიციულ მესხურ კერძებსა და ხალხური რეწვის ნიმუშებს წარმოადგენდნენ. იმართებოდა სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები.

წელს ექვსწლიანი ტრადიცია შეიცვალა და ამჯერად გასართობი ღონისძიებები ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილზე მდებარე ხელოვნური ტბის ამფითეატრში ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტით აღინიშნება. კონცერტი საღამოს ცხრა საათზე დაიწყება და ამ ღონისძიებით ხელოვნური ტბა ოფიციალურად გაიხსნება.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქალაქი  ”ახალციხელობის”  აღსანიშნავად ემზადება
'ახალციხელობის' აღნიშვნა წირვით დაიწყო
‘ახალციხელობა’ – 2019 [ფოტო]
ახალციხე სახელობითი დღესასწაულისთვის ემზადება
30 ივნისს ახალციხე შალვა ახალციხელის ხსენების დღეს იზეიმებს
შალვა ახალციხელის ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა ჩატარდა [ფოტო]
‘ახალციხელობა’ დასკვნით ნაწილს უახლოვდება