FM97.5 / LIVE

ბრალდებული ქეთევან ხმალაძე შიმშილობის დაწყებას აპირებს

მთავარისამართალი 13.04.2016
რატომ აპირებს შიმშილობის დაწყებას ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობისა და ყაჩაღობის საქმეში ბრალდებული ქეთევან ხმალაძე; საქმე, რომლის არსებით განხილვამდეც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის ძალაში დატოვებაზე, მეორედ იმსჯელეს;

ბრალდებული ქეთევან ხმალაძე შიმშილობის დაწყებას აპირებს

დღეს, 13 აპრილს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ნინოწმინდაში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის საქმეში ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობაში დარჩენის საკითხზე, მეორედ იმსჯელა. მიზეზი ისაა, რომ საქმეზე წინა სასამართლო სხდომა გადაიდო, პროცესი 19 აპრილის ნაცვლად 18 მაისს გაიმართება. სხდომის გადადების გამო კი, 72 საათში სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების საკითხი ხელახლა უნდა განეხილა.

პროკურორმა ვასილ ოსიძემ განაცხადა, რომ ბრალდებულები პატიმრობაში უნდა დარჩნენ, რადგან მტკიცებულებების განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე არსებობს.

პროკურორს დარბაზში მხოლოდ ერთი ბრალდებული ივანე გ. დაეთანხმა: „როგორც იტყვით, ისე იყოს“.

სასამართლოს მიანდო გადაწყვეტილების მიღება ნოდარ ა–ს ადვოკატმა სულიკო ხიზანიშვილმა: „ახალი გარემოებები არაა, რაზეც შეიძლება იმსჯელო, როგორც თქვენ გადაწყვეტთ“.

სხვა ბრადლებულების ადვოკატებმა კი პატიმრობის ნაცლვად გირაოს შეფარდება ითხოვეს. თემურ ბ–ს და კობა შ–ს ადვოკატებმა განაცხადეს, რომ 50–50 ათასს გირაოს უზრუნველყოფენ.

რაც შეეხება ქეთევან ხმალაძეს, მისმა ადვოკატმა ირაკლი ბარძიმაძემ 20 ათასი ლარის გირაოზე იშუამდგომლა. მისივე განცხადებით, მიმდინარე პროცესისთვის საქმეში ახალი გარემოება არაა, წინა სხდომაზე კი განაცხადა, რომ ხმალაძე დაპატიმრების შემდეგ ავად გახდა. ამას სამედიცინო დოკუმენტები ადასტურებენ, ასევე იგი ყაჩაღობის ფაქტზე იძულებით წაიყვანეს და ესეც ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, მისი დაცვცის ქვეშ მყოფს სხეულზე 10 დაზიანება აქვს. ბარძიმაძე ირწმუნება, რომ ხმალაძე მსხვერპლია და არა დამნაშავე.

თავად ხმალაძემ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისას მედიას და სასამართლოს ერთად მიმართა: „არც გამქცევი ვარ და არც მიმმალავი. ვისზე უნდა მოვახდინო ზეწოლა, მოწმეზე, რომელიც ციხეში ზის?! თუ არ მომაქცევთ ყურადღებას, დღეიდან ვიწყებ შიმშილს. ჩემთან ერთად იშიმშილებენ ჩემი შვილი და მეუღლე“.

ხმალაძის განცხადებით, პროკურორმა ბრალი მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენებაზე ააგო: „მოგმართავთ, რომ დააკმაყოფილოთ მოთხოვნა გირაოზე, თორემ ასეთ სიცოცხლეს აზრი არ აქვს, მშრალ შიმშილობას ვიწყებ! გირაო არ ნიშნავს ბრალისგან გათავისუფლებას. გარეთ უნდა ვიყო, რომ მკურნალობა შევძლო, ჩემ შვილებთან მინდა ყოფნა და თუ სასამართლო გადაწყვეტს რომ დამნაშავე ვარ, ეს ხომარ ნიშნავს იმას, რომ უკან ვერ შემაბრუნებენ?!“

მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა ხუთივე ბრლადებული პატიმრობაში დატოვა. მან აღკვეთის ღონისძიება არცერთს არ შეუცვალა. მისი განმარტებით, მათ ბრალი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში ედებათ და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მტკიცებულებების განადგურებას შეეცდებიან: „საქმის მასალების მიხედვით, დაზარალებულს უთვალთვალებდნენ, ერთად გეგმავდნენ რა როგორ უნდა გაეკეთებინათ, ამიტომ არის იმის საფრთხეც, რომ დაზარალებულზე ზეწოლას შეეცდებიან“.

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ჯგუფურ ყაჩაღობაში ბრალდებით ქეთევან ხმალაძე ხუთ პირთან ერთად 16 იანვარს დააკავეს.18 იანვარს ერთ–ერთი დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქეთევან ხმალაძის საქმის არსებითი განხილვა მესამედ გადაიდო
უფლებადამცველი ქეთევან ხმალაძე პატიმრობაში რჩება
ქეთევან ხმალაძის საქმის ახალი დეტალები
ქეთევან ხმალაძის საქმის არსებითი განხილვა იწყება
ხმალაძის საქმეში ბრალდებულებს სახელმწიფო ადვოკატები დაენიშნათ
9 წელი ქეთევან ხმალაძეს, 11 წელი დანარჩენებს და ერთი გამართლებული – ხმალაძის საქმე დასრულდა
ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ა/ო–ს ხელმძღვანელი ქეთევან ხმალაძე პატიმრობაში რჩება [Video]