FM97.5 / LIVE

ბი-აი-ჯი-ს გამწვანების აქცია ახალციხეში [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 07.06.2016
5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბიაიჯიმ გამწვანების აქცია მოაწყო ახალციხეში.

ბი-აი-ჯი-ს გამწვანების აქცია ახალციხეში [R]

ბიაიჯის შესახებ


ბიაიჯი საქართველოს ბაზარზე მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს 200-მდე თანამშრომელს, 4 სერვის ცენტრსა და სათავო ოფისს თბილისში, 2 სერვის ცენტრს ქუთაისში და 1 - თელავში, რუსთავში, ახალციხეში, გორსა და სენაკში, რაც საერთო ჯამში შეადგენს 11 სერვის ცენტრს.

მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს როგორც ქალაქებში,ასევე სოფლად. ბიაიჯის პროდუქტები და მომსახურება მორგებულია მცირე და საშუალო ზომის საცალო მაღაზიებზე, მომსახურების სფეროს კომპანიებზე და ფერმერული მეურნეობების ბიზნეს საჭიროებებზე.

გარდა ბიზნეს და აგრო სესხებისა, ბიაიჯი ფიზიკურ პირებს სთავაზობს ავტოსესხებს. ყოველდღიურ საქმიანობაში კომპანიას დანერგილი აქვს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპები და შესაბამისად მიღებული აქვს სოციალური რეიტინგი Micrifinanza-სგან - საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციისგან.

გთავაზობთ ბიაიჯის ახალციხის ფილიალის მმართველის ნიკა ხმალაძის ინტერვიუს

ბი-აი-ჯი-ს გამწვანების აქცია ახალციხეში [R]

– რამ განაპირობა თქვენი კომპანიის ინტერესი გარემოს დაცვის პროექტების მიმართ?
კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბიაიჯი ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს როგორც არსებული და პოტენციური კლიენტების მხარდასაჭერად, ასევე გარემოსდაცვითი ღონისძიებების გასატარებლად. შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს აღინიშნება გარემოსდაცვის მსოფლიო დღე და სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით ბიაიჯის ახალციხის ფილიალის თანამშრომლებმა მოვაწყვეთ ქალაქის სკვერის გამწვანების აქცია და დავრგეთ 20 დეკორატიული ფიჭვი. ჩვენი ფილიალი მომავალშიც გააგრძელებს გარემოზე ზრუნვას. ეს აქცია ჩვენი კომპანიის გარემოსდაცვითი პოლიტიკის ნაწილია.

– თქვენმა კომპანიამ დროის მცირე მცირე მონაკვეთში ახალციხეში საკმაოდ დიდი წარმატება მოიპოვა. რამ განაპირობა თქვენი წარმატება?

ბი-აი-ჯი-ს გამწვანების აქცია ახალციხეში [R] ახალციხის ფილიალი 2015 წლის ნოემბერში გაიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 7 თვეა ვოპერირებთ ბაზარზე, საკმაოდ კარგ შედეგებს მივაღწიეთ. ჩვენი ფილიალი ორიენტირებულია მცირე ბიზნესების და საოჯახო მეურნეობების მქონე ფერმერების დაფინანსებაზე.

ჩვენი კლიენტები არიან როგორც მცირე მეწარმეები, ასევე საოჯახო მეურნეობების მქონე ფერმერები. სულ გვყავს 350 კლიენტი, რომლებსაც ვემსახურებით განსაკუთრებული ყურადღებით, რაც გამოიხატება ბიზნესის მიმართ ინდივიდუალურ მიდგომაში. კლიენტებს ვუწევთ კონსულტაციებს ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, ბიზნესის ციკლის შესაბამისად ვუგეგმავთ სესხის გრაფიკს და ვთავაზობთ საშეღავათო პერიოდს.

– რა არის თქვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა?
ჩვენი ფილიალის მთავარი უპირატესობა ჩვენი თანამშრომლებია, რომლებიც გამოირჩევიან პროფესიონალიზმით, გამოცდილებით, საქმის მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით და რაც მთავარია, კლიენტის მიმართ გამოჩენილი ყურადღებით და გაწეული მომსახურების ხარისხით.

ბი-აი-ჯი-ს გამწვანების აქცია ახალციხეში [R] გარდა გამოცდილი პროფესიონალებისა, რომლებიც მრავალი წლის მანძილზე მუშაობდნენ სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, გვყავს ახალგაზრდა, მოტივირებული თანამშრომლები. ჩვენ ორიენტირებული ვართ ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ახალგაზრდების დასაქმებას, ამიტომ ვთანამშრომლობთ ახალციხის უნივერსტეტთან და მათი რეკომენდაციით შევარჩიეთ 10 სტუდენტი, რომლებმაც გაიარეს სტაჟირება და მათი უმრავლესობა დღეს ჩვენი გუნდის წევრია. ახალციხის უნივერსტეტთან ვგეგმავთ გავაგრძელოთ ასეთი თანამშრომლობა.

– რას მოიცავს თქვენი კომპანიის გეგმები ახალციხეში?
ვინაიდან სამცხე–ჯავახეთის რეგიონში მესაქონლეობა, მეფუტკრეობა და მიწათმოქმედება წამყვანი დარგებია, ამ დარგების თავისებურებების გათვალისწინებით არსებულ და პოტენციურ კლიენტებს ვთავაზობთ სხვადასხვა სახის პროდუქტებს და მაღალის ხარისხის მომსახურებას.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მოქმედების არეალში: ახალციხის, ადიგენის და ასპინძის რაიონების სოფლებში ჩვენ ვაპირებთ დამწყებ მეწარმეებსაც შევთავაზოთ ჩვენი მომსახურება.

დღევანდელი მდგომარეობით ჩვენი დაბანდება შედგენს 1 200 000 ლარს და წლის ბოლოსთვის ვგეგმავთ გავზარდოთ 3 000 000 ლარამდე .
დღევანდელი მწვანე აქციის გარდა, ჩვენ გავაგრძელებთ სოციალური პროექტების განხორციელებას არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის, რაც გამოიხატება კონკურსის საფუძველზე ბიზნეს იდეების დაფინანსებასა და სხვა აქტივობებში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘კრისტალმა’ ახალციხეში ოფისი გახსნა (R)
ფინკა ბანკმა მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად 15 მილიონი ლარი მიიღო ®
'კრისტალმა'  ახალციხეში ფილიალი გახსნა  [Video]
ბორჯომში კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის საჭიროებაზე იმსჯელეს
კულტურული ღონისძიება შშმ პირთა საინტეგრაციო ცენტრის აღსაზრდელებისთვის
‘ევროპული საქართველოს’ გეგმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად
ახალციხეში ბანკი 'რესპუბლიკა' გაიხსნა(R)