FM97.5 / LIVE

ფინკა ბანკმა მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად 15 მილიონი ლარი მიიღო ®

მთავარისიახლე, რეკლამა 04.06.2020
ფინკა ბანკისა და სიმბიოტიკსის თანამშრომლობა მეწარმეების დაკრედიტების მიმართულებით გრძელდება.

ფინკა ბანკმა მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად 15 მილიონი ლარი მიიღო ®

თბილისი, 30 მაისი, 2020 - ფინკა ბანკსა და სს სიმბიოტიკს (Symbiotics) შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ამ ერთერთი წამყვანი საინვესტიციო კომპანიისგან ფინკა ბანკმა მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდასაჭერად 15 მილიონი ლარი მიიღო.

“ფინკა ბანკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საინვესტიციო კომპანია სიმბიოტიკსთან თანამშრომლობა. დღეს ხელმოწერილი 15 მილიონი ლარის სასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრული აქტივობები დაგვეხმარება გავაგრძელოთ ჩვენი მომხმარებლების მომსახურება, განსაკუთრებით კი მათი, ვისი ბიზნესიც კოვიდ19-მა მნიშვნელოვნად დააზარალა. ამ პარტნიორობის შედეგად მოვიცავთ მეტ მიკრო და მცირე მეწარმეს, განსაკუთრებით რეგიონების მკვიდრთ, რათა ყველას ჰქონდეს ფინანსურ სერვისებზე სრულფასოვანი წვდომა. ეს თანამშრომლობა საქართველოში მიკრო და მცირე ბიზნესების განვითარების მხარდაჭერის მხრივ კრიტიკულად მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ვუსალ ვერდიევმა, ფინკა ბანკი საქართველოს გენერალურმა დირექტორმა.
“სიამოვნებით ვაგრძელებთ თანამშრომლობას ფინკა ბანკ საქართველოსთან იმ უპრეცედენტო სოციალურ-ეკონომიკური დისტრესის დროს, რაც კოვიდ 19-ის პანდემიამ გამოიწვია. მხარს ვუჭერთ მიკრო მეწარმეებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წამომადგენლებს, განსაკუთრებით კი, ფინკა ბანკის აგრარული სფეროს კლიენტებს, რადგან ვთვლით, რომ ეს ბიზნესები ქმნიან მყარ საფუძველს საქართველოში ეკონომიკური აღმავლობისათვის,“ განაცხადა დანიელ შრაიბერმა, Symbiotics -ის საინვესტიციო მიმართულების ხელმძღვანელმა.

Symbiotics -ის შესახებ

სიმბიოტიკსი წარმოადგენს წამყვან საინვესტიციო პლატფორმას, რომელიც ორიენტირებულია განვითარებად ბაზრებზე მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისა და დაბალი შემოსავლის მქონე საოჯახო მეურნეობების დაფინანსებაზე. 2005 წლიდან სიმბიოტიკსმა 90-მდე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ფინანსურ ბაზრებზე 450-მდე კომპანიისთვის 4000-მდე საინვესტიციო შეთანხმება გააფორმა, რომლის ღირებულებამ 5.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს ინვესტიციები განხორციელდა 25-ზე მეტი საინვესტიციო მანდატის მიხედვით და 50-ზე მეტი ე.წ. მესამე მხარის სპეციალიზირებული კაპიტალის მართვის მენეჯერების მიერ, რაც ასეთ ტრანზაქციებისთვის მზარდ ეკოსისტემასა და ბაზარს ქმნის.


ფინკა ბანკი საქართველოს შესახებ

სააქციო საზოგადოება ფინკა ბანკი საქართველო FINCA Impact Finance-ის საერთაშორისო საფინანსო ქსელის წარმომადგენელია საქართველოში. FINCA Impact Finance-ის ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 20 მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ფინანსურ ინსტიტუტს მოიცავს, რომელთა მიზანია სოციალურად პასუხისმგებელიანი ფინანსური მომსახურება გაუწიონ მცირე შემოსავლის მქონე მეწარმეებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებს და მათ უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობას აძლევს.

ფინკა ბანკს მიკრო დაფინანსების სფეროში წამყვანი პოზიცია უჭირავს. ბანკის კლიენტების 70% სოფლად მცხოვრებია, რომელთაც პოტენციურად კვალიფიციურ ფინანსურ მომსახურებაზე შეზღუდული წვდომა აქვთ. სს ფინკა ბანკი საქართველო აქტიურად თანამშრომლობს სერვისის სხვა მომწოდებლებთან, რათა კლიენტებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და განვითარებისათვის სათანადო პროდუქტები და მომსახურება შესთავაზოს.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ფინკა ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამას უერთდება ®
თიბისი ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 90 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა ®
ფინკა სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპებით მომხმარებელთა უფლებებს [R]
ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ ®

ფინკა ბანკში დეპოზიტის განთავსებით თქვენი დანაზოგი უფრო სწრაფად გაიზრდება ®
ფინკა ბანკის მმართველ გუნდს ირაკლი ელაშვილი უხელმძღვანელებს ®
ფინკა ბანკი დეპოზიტებზე საუკეთესო პირობების შეთავაზებას განაგრძობს[R]