FM97.5 / LIVE

ახალციხეში ბანკი 'რესპუბლიკა' გაიხსნა(R)

მთავარიეკონომიკა 24.12.2013
ახალციხეში, კოსტავას N10-ში, ბანკი "რესპუბლიკა" - ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი", 24 დეკემბერს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა; „რესპუბლიკა“ ადგილობრივებს რეგიონში მოქმედი ბანკებისგან განსხვავებულ პირობებს სთავაზობს;

ახალციხეში ბანკი 'რესპუბლიკა' გაიხსნა(R)
სამცხე-ჯავახეთში ბანკ „რესპუბლიკამ“ რიგით 39-ე ფილიალი გახსნა. გახსნის ცერემონიას ბანკის სათაო ოფისის თანამშრომლებთან ერთად მოწვეული სტუმრები, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის, რადგან გავხსენით ახალი ფილიალი სამცხე-ჯავახეთში. ეს ბანკ „რესპუბლიკასთვის“ წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ჩვენ ვაფართოებთ ქსელს საქართველოს მასშტაბით“, - განაცხადა ბანკი "რესპუბლიკა" - ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალის" გენერალურმა დირექტორმა კრისტიან კარმანიოლმა.

ბანკი „რესპუბლიკა“ საქართველოში 1991 წლიდან ფუნქციონირებს და 2006 წლიდან ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის“ წევრია. „სოსიეტე ჟენერალი“ საბანკო საქმიანობას 76 ქვეყანაში ეწევა. მას ჰყავს 154 000 თანამშრომელი და ყოველდღიურად საბანკო ოპერაცია 32 000 000 ადამიანს უტარდება.

„ჩვენ მომსახურებას გაგიწევთ, როგორც პირადად თქვენ, ასევე თქვენ სამუშაო სექტორში დასაქმებულ ადამიანებსაც“, - მიმართა შეკრებილებს ბანკ „რესპუბლიკას“ საფილიალო ქსელის მართვის სამსახურის უფროსმა მაია სიჭინავამ.

ახალციხეში ბანკი 'რესპუბლიკა' გაიხსნა(R)მისი თქმით, „რესპუბლიკა“ 2014 წლიდან მომხმარებლებს ბევრ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს: „გპირდებით, რომ ჩვენ გავიცნობთ თქვენ ბიზნეს ინტერესებს, თქვენ მოთხოვნებს და იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება გრძელვადიანი, ახალციხეში გახსნილი ფილიალი კი, ერთ-ერთი წარმატებული ბანკი „რესპუბლიკის“ არსებობის ისტორიაში“.

ბანკ „რესპუბლიკას“ ახალციხის ფილიალს ჯერ მხოლოდ 5 თანამშრომელი ემსახურება: მმართველი, მოლარე ოპერატორი, ოპერატორი, საკრედიტო ოფიცერი და ოფისმენეჯერი;

ბანკი საზეიმო ვითარებაში 24 დეკემბერს გაიხსნა, თუმცა, ფუნქციონირება ერთი კვირით ადრე, 16 დეკემბერს დაიწყო.

ახალციხეში ბანკი 'რესპუბლიკა' გაიხსნა(R)„უკვე იგრძნობა აქტიურობა, ჩვენი მოსახლეობა სესხებით ინტერესდება“, - ამბობს ბანკ „რესპუბლიკას“ ახალციხის სერვის-ცენტრის მმართველი ზვიად სარაშვილი.

მისი განმარტებით, „რესპუბლიკას“ მრავალმხრივი პროდუქტები აქვს: „თან ისეთები, რომლებიც ახალციხეში მოქმედ სხვა ბანკებს არ აქვთ. ძირითადად აგრო მიმართულებით ვაპირებთ გავფართოვდეთ, იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებზე კი უკონკურენტო ვართ“.

სიჭინავას განცხადებით, ბანკ „რესპუბლიკას“ უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მას აქვს პროდუქტები ნებისმიერი ტიპის კლიენტისთვის: „ეს იქნება ფიზიკური პირი, მიკრო თუ აგრო ბიზნესში დასაქმებული და რაც მთავარია, ჩვენი პროდუქტები მათ მოთხოვნებზეა მორგებული. მეორე მნიშვნელოვანი რაცაა, ეს არის მომსახურების ხარისხი. ჩვენი სტრატეგიის თანახმად „რესპუბლიკა“ კლიენტს პირველ რიგში აძლევს რჩევას და მხოლოდ ამის შემდეგ სთავაზობს პროდუქტს“.

2013 წლიდად ბანკი „რესპუბლიკა“ განსაკუთრებით აქტიურადაა ჩართული აგროდაკრედიტების სფეროში. ბოლო დროს სწორედ ამიტომ გახსნა „სოსიეტე ჟენერალმა“ ფილიალები რეგიონებში.

„დეკემბრის დასაწყისიდან ბანკში 3 სრულსმასშტაბიანი აქცია გვაქვს. ეს არის იპოთეკური და სამომხმარებლო სესხების აქცია, ასევე გვაქვს აქციები საგანვადებო სესხებზე“, - გვიხსნის სიჭინავა.

მისი თქმით, ამჟამად საგანვადებო სესხებზე ძალიან ბევრ ობიექტში მოქმედებს ნოლპროცენტიანი განვადება, რაც წინა საახალწლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია: „ასევე აქტუალურია სამომხმარებლო სესხები. სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი, აქ ხაზს გავუსვამ უგირავნო სესხებზე, არის 9, 5 პროცენტი, რაც უნიკალურად დაბალი შეთავაზებაა. წლის ბოლომე ვისაც სურს იპოთეკური სესხით სარგებლობა, შეუძლია გამოიყენოს შანსი და ისარგებლოს ლარის გრძელვადიანი იპოთეკური სესხით“.

ახალციხეში ბანკი 'რესპუბლიკა' გაიხსნა(R) ბანკი აქტიურად იმუშავებს რეგიონში მარკეტინგული კუთხითაც. „რესპუბლიკას“ წარმომადგენლები თავიანთი პროდუქტის შესათავაზებლად არა ერთ სოფელს ესტუმრებიან.

„ჩვენ გვაქვს ასევე ძალიან საინტერსო სერვისი, მობილური სერვისცენტრები: ჩვენი ბანკი მიდის ორგანიზაციებში, მიაქვს თავისი პროდუქტი და ადამიანებს შეუძლიათ სამსახურდან გაუსვლელად გაეცნონ ბანკის პირობებს. „რესპუბლიკა“ ყველას მიაწვდის ინფორმაციას იმ უპირატესობების შესახებ, რაც გვაქვს“.

ბანკ "რესპუბლიკა" - ჯგუფ "სოსიეტე ჟენერალის" გენერალური დირექტორის კრისტიან კარმანიოლის განცხადებით, რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში ფილიალების გახსნა ამ ეტაპზე არ იგეგმება: „ფილიალების ქსელის მასიურ განვითარებაზე ორიენტირებული არ ვართ, ჩვენ გვინდა იმ ადგილებში განვითარდეს საფილიალო ქსელი, რომელიც რეგიონისთვის სტრატიგიული მნიშვნელობისაა. ახალციხეში სწორედ იმიტომ გავხსენით ფილიალი. ჩვენ ვავითარებთ ალტერნატიულ არხებსაც, როგორიცაა მაგალთად, ინტერნეტით კლიენტთან დაკავშირება, ანუ ასე ჩვენთნ დაკავშირება ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება“.

ახალციხეში ბანკი 'რესპუბლიკა' გაიხსნა(R)

[SKnews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ფინკა ბანკის ახალი საკრედიტო პროდუქტები უკვე ხელმისაწვდომია [R]
საქართველოს ფოსტა თიბისი ბანკთან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას აფორმებს[R]
ფინკა ბანკი ფერმერების მხარდაჭერას აგრძელებს - ექსკლუზიური პირობები აგრო სესხებზე ®

ფინკა ბანკში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა [R]
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘კრისტალმა’ ახალციხეში ოფისი გახსნა (R)
'კრისტალმა'  ახალციხეში ფილიალი გახსნა  [Video]
საქართველოს ბანკი 200 მილიონი ლარის სესხებს 'გაანულებს'