FM97.5 / LIVE

ჩვენ ვდგავართ ქართული ჯარის გვერდით! [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 06.06.2016
თავდაცვის სამინისტრომ ქართული ჯარის 25 წლის იუბილე სახალხო ღონისძიებით აღნიშნა

ჩვენ ვდგავართ ქართული ჯარის გვერდით! [R]

თავდაცვის სამინისტროში 2 თვის წინ გადაწყდა : შეიარაღებული ძალების 25წლის იუბილე უნდა ყოფილიყო უპრეცენდენტო დღესასწაული, რომელიც კიდევ ერთხელ გაუსვამდა ხაზს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის მნიშვნელობას და ყველა სტუმარზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენდა.

როგორც კი ღონისძიების ყველა დეტალი დაიგეგმა, უკვე ცხადი იყო, რომ ღონისძიება გამორჩეულად საინტერესო და ემოციური ბავშვებისათვის იქნებოდა. ამიტომ, სკოლის მოსწავლეების ინფორმირება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა. სწორედ ამ მიზნით ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრები თბილისის ყველა საჯარო სკოლას ესტუმრნენ და ღონისძიების შესახებ ინფორმაცია მოსწავლეებს პირადად გააცნეს.

ერთი შეხედვით ჩვეულებრივ პრე-კამპანიას ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, ისე სწრაფად აჭრელდა სოციალური ქსელები სამხედრო ჰამერებთან ჩაფხუტებითა და ჯავშანჟილეტებით გადაღებული ფოტოებით, რომ ბოლომდე გავაანალიზეთ საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობა: მათთვის იმედის გაცრუების უფლება არ გვქონდა!

“მხოლოდ 4 დღე დარჩაო” - ღონისძიებამდე დარჩენილ დროს ითვლიდნენ კადეტები და იგივე სიტუაციაში ვიყავით ყველა, 27 მაისს ველოდით მოუთმენლად, როგორც დიდ გამოწვევას, როგორც კიდევ ერთ დღეს, დღესასწაულს, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად გავატარებდით.

27 მაისი გამოვიდა სანახაობრივი, მეგობრული და ემოციური...

ღონისძიებების ფარგლებში ბრიტანელმა და ქართველმა სამხედროებმა საპარაშუტე შოუ მოაწყვეს, გამოიფინა “დელტას” მიერ წარმოებული სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა. ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სამხედრო შინაარსის თამაშებში ჩართულიყვნენ. სპეციალურად მათთვის, საქართველოს შეიარაღებული ძალების კონკრეტულმა ქვედანაყოფებმა წვრთნის და სხვა სამხედრო აქტივობების ადაპტირებული, გასართობი ხასიათის ვერსიები წარმოადგინეს.

ორგანიზატორებმა პატარების მხიარულ განწყობაზე სხვა მიმართულებითაც იზრუნეს _ მათ სახეები საქართველოს დროშებითა და სამხედრო სიმბოლოებით მოუხატეს. სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა იპოდრომის ტერიტორია თემატური ნახატებით გააფორმეს. ქართული ჯარისადმი დამოკიდებულება და მხარდაჭერა ასე გამოხატეს.

სპორტული ღონისძიებებისთვის მოწყობილი იყო რაგბის, ფრენბურთის, კალათბურთის, ჭადრაკის და მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო მოედნები. ასევე, AIღ შOFთ-ის სათამაშო მოედანი და სიმულაციური სასროლეთი. სპეციალურად გამოყოფილ ისტორიულ კუთხეში აგვისტოს ომის თემაზე გადაღებული ფოტოები გამოიფინა. ასევე გაიმართა იუნკრებისა და კადეტების ნახატების გამოფენა-გაყიდვა.

გაიმართა წარმოდგენა ქართული საბრძოლო ილეთების ჩვენებით და მოეწყო სამთო-სწავლება. შეიარაღებული ძალების იუბილეზე მოსულ სტუმრებს საკვებით და გამაგრილებელი სასმელით კვებითი უზრუნველყოფის კომპანია გაუმასპინძლდა.

სამხედრო ჰოსპიტლის ექოსკოპიის კაბინეტში ნებისმიერ მსურველს, აბსოლუტურად უფასოდ რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩატარება და კონსულტაციის მიღება შეეძლო. ხოლო ლაბორატორიიაში ნებისმიერ მსურველს შეეძლო, სისხლის ჯგუფისა და სისხლში შაქრის შემცველობა დაედგინა. დაინტერესებულმა პირებმა პირველადი სამედიცინო დახმარების თემაზე ლექციაც მოისმინეს და რეანომობილის აპარატურა და სამედიცინო ჯავშანმანქანა დაათვალიერეს. გაიმართა კიბერუსაფრთხოების საბაზისო ექსპრესკურსი და სახალისო ცდები ჩატარდა ფიზიკისა და ქიმიის ლაბორატორიებში. ახალგაზრდა გამომგონებლებმა კი საკუთარი მიგნებების შესახებ დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციები მიაწოდეს.

“ჩვენ ვდგავართ ქართული ჯარის გვერდით!”_ ამ სიტყვებით დაიწყო შემაჯამებელი კონცერტი, რომელშიც ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო ორკესტრები, თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი და ქართული მუსიკალური ჯგუფები მონაწილეობდნენ.

27 მაისი შედგა! ამაზე მეტყველებს ემოციები, რომელიც ჯერ კიდევ არ განელებულა, ფოტოები, რომლებზეც კარგად ჩანს მონაწილეებისა და სტუმრების ბედნიერი სახეები და, რაც ყველაზე ძვირფასია, ბავშვების ნახატები, რომლებიც მოზღვავებულ შთაბეჭდილებებს ჯერ ვერ გაუმკლავდნენ და საკუთარ ნამუშევრებში ხან პარაშუტისტებს, ხანაც სამხედრო ტექნიკასა და აღჭურვილობას ხატავენ, ნამდვილ ჯარისკაცებთან მეგობრობაზე კი დღესაც უყვებიან თანატოლებს, “ქართული ჯარი 25” ყოველთვის ემახსოვრებათ და ყველა შესაძლო სიტუაციაში ეტყვიან სამხედრო მოსამსახურეებს: მადლობა სამსახურისთვის!

სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქართული ჯარი ქართული აღჭურვილობით მომარაგდება
ახალციხეში  სამხედრო ორკესტრის ბენდი კონცერტს გამართავს
მუსიკა საზღვრების გარეშე
ქართული ჯარი ქართული პროდუქტით მარაგდება
საქართველომ დამოუკიდებლობის დღე იზეიმა [R]
ავტოსადგურზე სამხედრო ტექნიკა გამოიფინა
საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა [R]