FM97.5 / LIVE

ქართული ჯარი ქართული პროდუქტით მარაგდება

მთავარიეკონომიკა 31.01.2016
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების კვებისთვის გამოყოფილი 40-მილიონიანი ბიუჯეტი სრულად მოხმარდება ადგილობრივი წარმოების პროდუქტების შესყიდვას და შესაბამისად ადგილობრივი წარმოების განვითარებას.

ქართული ჯარი ქართული პროდუქტით მარაგდება

საქართველოს შეიარაღებული ძალების ადგილობრივი პროდუქტით მომარაგების ინიციატივა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა 2015 წლის ივლისში გამოთქვა. უმოკლეს ვადაში კი ეს ინიციატივა რეალობად იქცა.

2015 წლის 11 დეკემბრიდან, საპილოტე პროექტის ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის 14 სამხედრო ბაზა ქართული წარმოების ხორცით მარაგდება.

პროექტის შემდეგ ეტაპზე ქართული საქონლის ხორცის შესყიდვაზე ტენდერი სამი მიმართულებით გამოცხადდა (აღმოსავლეთი, გორის რაიონი და დასავლეთი), აღმოსავლეთის ტენდერში გაიმარჯვა შპს „ახალმა ხორცმა, დასავლეთში და გორის რაიონში კი შპს „კარნავალმა. შედეგად, 15 იანვრიდან თითქმის ყველა ბაზა ქართული, ახალი საქონლის ხორცით მარაგდება.

ამ ეტაპზე, კვების სხვა პროდუქტებზე, მათ შორის ქათმის ხორცისა და ბოსტნეულის შესასყიდად ტენდერის გამოცხადებამდე ბაზრის და მომწოდებლების შესაძლებლობების შესწავლა და ანალიზი მიმდინარეობს.

`ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი როგორც ჯანსაღი პროდუქტით ჩვენი ჯარის მომარაგებას, ასევე ქართული ბიზნესის განვითარებას~, _ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.

გარდა იმისა, რომ სამხედრო მოსამსახურეები ჯანსაღ, ახალ საკვებს იღებენ, ინიციატივა ქართული წარმოების განვითარებასა და ხალხის დასაქმებას უწყობს ხელს.

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ–ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ–გვერდი: mod.gov.ge


(R)


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თავდაცვის სამინისტრომ ჯარისთვის გაყინული ხორცის მომწოდებელი შპს 'ქარვა' დააჯარიმა
ქართული ჯარი ქართული აღჭურვილობით მომარაგდება
'საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის პროგრამა იქნება გარდამტეხი მომენტი და პრინციპულად ახალი ერის  დასაწყისი ქართული ჯარისთვის'
III ქვეით ბრიგადაში მუსლიმი სამხედროებისთვის სამლოცველო გაიხსნა [Video]
საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა [R]
ცოცხალი ძალის გარდა ბორჯომში სამხრედრო ტექნიკაც მუშაობს
15 მარტს  საქართველოში ქართული არტილერიის დღე აღინიშნა