FM97.5 / LIVE

სახალხო დამცველი მთავრობას მოუწოდებს ბავშვთა დაწესებულებებში წყლის მარეგულირებელი ორგანო შექმნას

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.03.2017
საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას არასრულწლოვანთათვის უსაფრთხო და უვნებელი წყლის ხელმისაწვდომობის, სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების დაცვისა და მონიტორინგის მექანიზმის შექმნის შესახებ.

სახალხო დამცველი მთავრობას მოუწოდებს ბავშვთა დაწესებულებებში წყლის მარეგულირებელი ორგანო შექმნას
ომბუდსმენის განცხადებით, საქართველოში ბავშვთა განთავსების ინსტიტუციებში, თემსა თუ რეგიონებში უსაფრთხო და უვნებელი წყლის ხელმისაწვდომობის, სანიტარული და ჰიგიენური პირობების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის ძირითად პრინციპებს. მსგავსი ტენდენცია განსაკუთრებით თავს იჩენს მაღალმთიან რეგიონებსა და სოფლებში.

„სსიპ სურსათის უვნებლობის სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2015-2016 წლებში გამოკვლეული იქნა სასმელი წყლის 129 სინჯი. ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებიდან (საჯარო სკოლები) აღებული სასმელი წყლის 45 სინჯი არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58 დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს, რაც სასმელი წყლის ეპიდემიოლოგიურ არაკეთილსაიმედოობაზე მიუთითებს და წყლის არაეფექტური გაუსნებოვნებით არის გამოწვეული“, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველის ცნობით, განსაკუთრებით პრობლემურია, რომ ქვეყანაში ცენტრალურ დონეზე არ იქნა განსაზღვრული მონიტორინგის სახელმწიფო ორგანო, რომლის პირდაპირ და ძირითად ვალდებულებასაც ბავშვთა სააღმზრდელო თუ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასმელი წყლის ხარისხისა და ხელმისაწვდომობის, სანიტარიისა და ჰიგიენის დაცვის საკითხების საყოველთაო და რეგულარული კონტროლი უნდა წარმოადგენდეს.

სახალხო დამცველის რეკომენდაციით, უნდა განისაზღვროს სასმელი წყლის ხელმისაწვდომობასა და ხარისხზე ზედამხედველობის მექანიზმი; ასევე აუცილებელია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის შედგეს აქტიური კოორდინაცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის დაცვის, ასევე, ამ კუთხით დაავადებათა პრევენციის საკითხებზე.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის 24 სკოლაში არც სასმელი და არც სამეურნეო წყალი არ არის
აწყურში სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ომბუდსმენი: 'სკოლების დიდ ნაწილში საპირფარეშოები მოუწესრიგებელია'
აწყურში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა ახალციხის სოფლებში [Video]
დვირის მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აღარ ექნება
სოფელ ფერსაში სასმელი წყლის ქსელის შეკეთება დაიწყო