FM97.5 / LIVE

გამოსაშვებ გამოცდებში ჩაჭრილ მოსწავლეებს რეგისტრაციის თანხა დაუბრუნდებათ

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 30.05.2016
იმ მოსწავლეებს, რომლებმაც საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარეს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციაში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ.

გამოსაშვებ გამოცდებში ჩაჭრილ მოსწავლეებს რეგისტრაციის თანხა დაუბრუნდებათ

2016 წელს, გამოსაშვები გამოცდებისთვის 47 000–მდე მოსწავლე იყო დარეგისტრირებული, მათგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლას 41 600 აპირებდა, დანარჩენებს კი მხოლოდ ატესტატის აღების სურვილი ჰქონდათ.

საატესტატო გამოცდების შედეგად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელმა 2 900–მდე მოსწავლემ სხვადასხვა საგანში ბარიერი ვერ გადალახა. შესაბამისად, ისინი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლას ვეღარ შეძლებენ. თუმცა რეგისტრაციისას გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის თითოეულ ჩასაბარებელ საგანზე აბიტურიენტებმა 10 ლარი გადაიხადეს. იმისათვის, რომ თანხა აუნაზღაურდეთ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განცხადებით უნდა მიმართონ. ცენტრის ინფორმაციით, 1 ივნისიდან გამოცხადდება ვადები, როცა კუთვნილი თანხის მისაღებად მოსწავლეებმა განაცხადი უნდა წარადგინონ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

1300 აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდებს გამოეთიშა
სიახლეები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე
ზოგადი უნარების გამოცდაში  აბიტურიენტების 15%-მა ზღვარი ვერ გადალახა
სიახლეები ერთიან ეროვნულ გამოცდებში
რა შეიცვალა ერთიან ეროვნულ გამოცდებში
აბიტურიენტთა 74% სტუდენტი გახდა
2020 წლიდან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარები სავალდებულო აღარ იქნება