FM97.5 / LIVE

ვისი მემორიალური დაფები გაიხსნა ახალციხეში

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.07.2017
ვინ ცხოვრობს დღეს ახალციხელი მხატვრების, სერგო ქობულაძისა და მიხეილ იაძის იმ სახლებში, რომლებზეც მერიამ მათი მემორიალური დაფები გააკეთა.

ვისი მემორიალური  დაფები გაიხსნა ახალციხეში
ახალციხის მერიამ ‘ახალციხობის’ დღესასწაულზე ახალციხეში მემორიალური დაფები იმ სახლებთან გაიხსნა, სადაც მხატვრები ცხოვრობდნენ. სერგო ქობულაძის მემორიალური დაფა დიდიმამიშვილის N32–ში, ხოლო მიხეილ იაძის დაფა კოსტავას N36–ში განთავსდა.

სერგო სოლომონის ძე ქობულაძე 1909 წელს ახალციხეში დაიბადა. იგი გრაფიკოსი, თეატრის მხატვარი და ფერმწერი იყო. ქობულაძე 1925 წლიდან თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. 1930–1932 წლებში კი მოსკოვსა და ლენინგრადში მუშაობდა, ხოლო 1938 წლიდან თბილისის სამხატვრო აკადემიაში ასწავლიდა. 1931 წლიდან ქობულაძე თეატრის მხატვარი იყო. მან თბილისის საოპერო თეატრის დეკორატიული ფარდა მოხატა. ამავე პერიოდიდან იგი სისტემატურად მონაწილეობდა რესპიბლიკურ და საკავშირო, ასევე საერთაშორისო გამოფენებში. სერგო ქობულაძე 1979 წელს გარდაიცვალა. სიკვდილის შემდეგ მას რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭა, ასევე შრომის წითელი დროშის ორდენით დაჯილდოვდა.

ახალციხეში დიდიმამიშვილის N32–ში მდებარე ბინა, ქობულაძეების ოჯახმა მაშინ დატოვა, როცა მხატვარი 5 წლის იყო. მესხეთიდან ქობულაძეები საცხოვრებლად დედაქალაქში გადავიდნენ.

დღეს კი აქ მაისურაძეები ცხოვრობენ: „ქობულაძეების მერე აქ ეროვნებით სომხები ცხოვრობდნენ, მათგან უყიდია ბაბუაჩემს ეს ბინა. ძალიან გვიხარია და ამაყები ვართ, რომ ასეთი მხატვრის სახლში ვცხოვრობთ“.

ვისი მემორიალური  დაფები გაიხსნა ახალციხეში

რაც შეეხება კოსტავას N36–ში მდებარე სახლს, სადაც მიხეილ იაძე ცხოვრობდა, დღეს ამ ბინას მისი შთამომავლები იკავებენ. აქ მიხეილ იაძის შვილი ზურაბ იაძე მეუღლესთან და ორ ქალიშვილთან ერთად ცხოვორბს. როგორც ზურაბ იაძე ამბობს, ეს სახლი 1896 წელს მიხეილის მამამ იყიდა.

„მამაჩემი სკოლის დამთავრების შემდეგ 17 წლის ასაკში ჯარში გაიწვიეს. სამამულო ომში იბრძოდა, ომის დასრულების შემდეგ კიდევ 6 წელი იმსახურა ჯარში. 1950 წელს გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში სპორტული განხრით ჩააბარა. იგი სტუდენტების დროს საქართველოს ორგზის ჩემპიონი იყო ტანვარჯიშში“, – გვიყვება ზურაბ იაძე.

ამბობს რომ მამას ხატვა ძალიან უყვარდა და მისი ნამუშევრების ძირითადი ნაწილი სამცხე–ჯავახეთის ხედებსა და ეკლესია მონასტრებს ასახავდა: „სულ აქეთ–იქით დადიოდა, რაც მოეწონებოდა მერე იჯდა და საათობით ხატავდა“.
მხატვარის სულ 75 ნახატი არსებობს.

„მამას ნახატები ბევრ გამოფენაზე გამოიფინა. 1987 წელს მოსკოვში თვითნასწავლი მხატვრების გამოფენაზე დიდი მოწონება დაიმსახურა. შემდეგ მთხოვეს და საფრანგეთშიც წაიღეს 2 ნახატი იქ თვითნასწავლ მხატვართა მსოფლიო გამოფენა იყო და საბჭოთა კავშირის სახლით გამოფინეს“,– იხსენებს ზურა იაძე.

როგორც მხატვრის შვილი ამბობს, მათ სახლში 1937 წლის „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემა ინახება. მასშიზურაბ იაძემ მამის ხელნაწერები იპოვა: „ამ ბოლოს მივაგენი ამ ხელნაწერებს. ისეთი სიტყვები აქვს პოემიდან ამოწერილი, რომლებიც მხოლოდ ჩვენთან, მესხეთში იხმარება“.

მიხეილ იაძე 1985 წლის 21 მაისს, 59 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობით გარდაიცვალა.

ვისი მემორიალური  დაფები გაიხსნა ახალციხეში

ვისი მემორიალური  დაფები გაიხსნა ახალციხეში

მემორიალური დაფების გაკეთება ახალაციხის მერიას 3 700 ლარი დაუჯდა. 1 200 ლარი მიხეილ იაძის, ხოლო 2 500 ლარი სერგო ქობულაძის მემორიალური დაფა დაჯდა. ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ამ დაფების გაკეთების იედა 10 წელზე მეტია არსებობს, თუმცა განხორციელება შესაძლებელი მხოლოდ წელს გახდა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სახლები, რომლებიც გამოჩენილი ახალციხელების სახელებს ინახავენ [ფოტო/ვიდეო]
ახალციხეში ორი მემორიალური დაფა გაიხსნა [Photo]
ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ
ახალციხის ბიბლიოთეკაში მიხეილ იაძის ნახატების გამოფენა გაიხსნა [Photo]
ახალციხეში თამარ ჯაყელის მემორიალური დაფა გაიხსნა [photos]
თამარაშვილის შთამომავლის სახლში შენახულმა მემორიალურმა დაფამ მუზეუმში გადაინაცვლა
"ახალციხელობაზე" გასამართი ღონისძიებების განრიგი