FM97.5 / LIVE

რა იცვლება თაფლის წარმოებაში

მთავარისიახლე, ეკონომიკა 11.12.2018
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ თაფლის წარმოების სტანდარტები ეტაპობრივად იცვლება. ახალი გამოწვევების შესახებ დღეს, 11 დეკემბერს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა მეფუტკრეებთან ერთად იმსჯელეს.

რა იცვლება თაფლის წარმოებაში

შეხვედრას, რომელსაც 30 მეფუკტრე ესწრებოდა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ნანა ზუბაშვილი უძღვებოდა. მისი თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშკრულების გაფორმების შემდეგ თაფლის წარმოების სტანდარტები შეიცვალა: „ასევე, საუბარია შეფუთვა–რეალიზაციაზე და იმაზე თუ როგორ უნდა მიიღონ მათ ISO და GLOBAL G.A.P. სერთიფიკატები, რაც ევროკავშირის ბაზარზე ფერმერებს პროდუქტის გატანას გაუიოლებს“.

დაბინძურებული ჰაერის გამო, მეფუტკრეებს ფუტკარი ხშირად ეხოცებათ, ამიტომ მათ ფუტკრის პესტიციდების გამოყენება უწევთ. ეს კი შემდეგ თაფლში ხვდება და პროდუქტს აფუჭებს. დღევანდელ შეხვედრაზე მეფუტკრეებს სწორედ პესტიციდების სწორად გამოყენებისა და მისი მავნებლობის შესახებ ესაუბრნენ.

„შარშან 120 ოჯახი ფუტკარი მყავდა, ახლა 40–ზე ჩამოვედი, ჩემი წინაპრებიც მეფუტკრეები იყვნენ, მაშინ ფუტკრის ღალიანობა მაისში იწყებოდა, ახლა ივნისში ძლივს არის, ამის მიზეზი დაავადებებია, ვწამლობთ იმიტომ, რომ არ დაიხოცონ, მაგრამ თაფლიც ფუჭდება. აუცილებელია, რომ ჩვენთანაც ის სტანდარტები დაინერგოს, რაც ევროპაშია, სხვანაირად თაფლს გასაყიდად ვერ გავიტანთ“, – ამბობს მეფუტკრე თენგიზ მჭედლიშვილი, რომელიც ასპინძიდან, სოფელ საროდანაა.

თაფლის წარმოებაში ახალი თანამედროვე სტანდარტების დანერგვა რომ აუცილებელია ამაზე მეფუტკრე გია ლეკიშვილიც საუბრობს: „ურაველში 19 ძირი ფუტკარი მყავს, თუ თანამედროვე მოთხოვნებს ფეხი არ ავუწყეთ, ისე ჩვენი საქმიანობის განვითარება გაგვიჭირდება“.

მეფუტკრეები სტანდარტების გაუმჯობესების შემთხვევაში თაფლს ევროკავშირის ბაზარზე იმავე პირობებით გაიტანენ, რა პირობებითაც დღეს ევროკავშირის ქვეყნები სარგებლობენ.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ანტიბიოტიკების გარეშე – სამცხე-ჯავახეთის თაფლის დადებითი შეფასება
ახალციხეში მეფუტკრეებს  ტრენერებად ამზადებენ
ქართული თაფლის გზა ევროპისაკენ [Video]
მეურნე: როგორ გამოვაზამთროთ ფუტკარი  [Video]
ანონსი: რაში წაადგებათ კოოპერატივი მეფუტკრეებს
მეურნე: ფუტკრის დედების ხელოვნური გამოყვანა [Video]
მეურნე: რაში წაადგებათ კოოპერატივი მეფუტკრეებს [Video]