FM97.5 / LIVE

პროგრამა 'საქართველოს მოხალისე' რეგიონებში კონკურსს აცხადებს

მთავარისაზოგადოება 17.05.2016
მოხალისეების შერჩევის მიზნით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, რეგიონების მასშტაბით, კონკურსს აცხადებას. პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა ახალგაზრდებმა სააპლიკაციო ფორმა 31 მაისის ჩათვლით უნდა შეავსონ.

პროგრამა 'საქართველოს მოხალისე' რეგიონებში კონკურსს აცხადებს

მოხალისეების შერჩევის მიზნით, სამინისტრო კონკურსს ქვეყნის 10 რეგიონის 64 მუნიციპალიტეტში აცხადებს. მათ შორის არის სამცხე–ჯავახეთი. პროგრამის ფარგლებში თითოეული მუნიციპალიტეტიდან, 17-დან 25-წლამდე ასაკის 2 მოხალისე უნდა შეირჩეს.

კონკურსის პირველ ეტაპზე, ახალგაზრდებმა, 11– 31 მაისის ჩათვლით, რეგიონების მიხედვით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა ვებგვერდზე: http://youth.gov.ge/home შემდეგ საფეხურზე სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები გადავლენ.

შერჩეული კანდიდატები 10–დან 14 ივნისის ჩათვლით, მოსამზადებელ ტრენინგ კურსებს გაივლიან, შემდეგ თემებზე:

• მოხალისეობა და მოხალისეების რეკრუტირება;
• კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები;
• საჯარო ინსტიტუტებთან ურთიერთობის ფორმები;
• პროექტების წერა და ფონდების მოზიდვა;
• მოხალისეობის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

ტრენინგ კურსის დასრულებისას, თითოეულ მოხალისეს წლის ბოლომდე „საქართველოს მოხალისის" სტატუსი მიენიჭება.
პროგრამაში მონაწილე მოხალისეებს საშუალება ექნებათ:

• გაიარონ 5 დღიანი ტრენინგ-სემინარი;
• ყოველთვიურად მიიღონ საკომუნიკაციო ხარჯი 45 ლარის ოდენობით;
• მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს ეგიდით გამართულ სხვა ღონისძიებებში;
• ჩაერთონ საერთაშორისო მოხალისეობრივ პროექტებში (European Voluntary Service);
• მიიღონ მოხალისეობრივი პროექტების განხორციელებისთვის დაფინანსება;
• გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო მოხალისეები;

პროგრამის ფარგლებში შერჩეული მოხალისეები 2016 წლის ბოლომდე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საჭიროებიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე რეგიონებში განახორციელებენ სხვადასხვა ინიციატივებს: მოხალისეთა კლუბის შექმნა, გარემოსდაცვითი ღონისძიებები, საქველმოქმედო საქმიანობა - სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანების დახმარება, ფილმების ჩვენება, უცხო ენის კურსების გამართვა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია (სპორტული შეჯიბრებები, მარათონები), შშმ ბავშვების ინტეგრაცია, ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა, შემოქმედებითი საღამოების გამართვა, ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები და სხვა.

პროგრამა "საქართველოს მოხალისეს" მიზანის მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, ქვეყნის მასშტაბით, ერთიანი ქსელის განვითარება და ახალგაზრდობაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პროგრამა 'საქართველოს მოხალისე' ეძებს აქტიურ ახალგაზრდებს რეგიონებში
პროგრამისთვის 'საქართველოს მოხალისე' კონკურსი მიმდინარეობს
ბაკურიანში ‘საქართველოს მოხალისეებისთვის’ ტრენინგები მიმდნარეობს [Photo/Video]
გახდი წლის საუკეთესო სპორტული მოხალისე!
პროგრამა FLEX-ი შესარჩევ კონკურსს აცხადებს
ახალციხეში  ‘სოფლის პროგრამის’ ფარგლებში შერჩეული  პროექტების განხორციელება დაიწყო
"სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი"  სატელევიზიო ფილმების კონკურსს აცხადებს