FM97.5 / LIVE

პროგრამისთვის 'საქართველოს მოხალისე' კონკურსი მიმდინარეობს

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.06.2018
16-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს, საშუალება აქვთ განათლების სამინისტროს მოხალისეობის განვითარების პროგრამაში ჩაერთონ. თითოული მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ორი მოხალისე შეირჩევა.

პროგრამისთვის 'საქართველოს მოხალისე' კონკურსი მიმდინარეობს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის პროგრამის – "საქართველოს მოხალისეს" ფარგლებში, კონკურსი 6 ივნისს გამოცხადდა და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. მასში მონაწილეობა ახალგარზდებს თბილისიდან და საქართველოს ათი რეგიონიდან შეუძლიათ. კონკურსში მონაწილეობას 64 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მიიღეებენ. საბოლოოდ, თითოეული მათგანიდან ორ–ორი მოხალისე შეირჩევა.

პროგრამის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება საქართველოს მასშტაბით, მოხალისეობის გზით ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა, საზოგადოების საკეთილდღეოდ. ასევე საკუთარი ნების საფუძველზე, უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია და მოხალისეთა მიერ გაწეული შრომის წახალისება.

კონკურსის პირველი ეტაპი

კონკურსის პირველ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა ახალგაზრდებმა, მიმდინარე წლის 6 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით რეგიონების მიხედვით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე http://youth.indygo.ge/ კონკურსის მეორე ეტაპზე გადავლენ სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები.

კონკურსის მეორე ეტაპი

კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება. შერჩევაში მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს მიერ შერჩეული პროგრამის საკოორდინაციო არასამთავრობო ორგანიზაციები, რის შედეგადაც თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლინდება 2 გამარჯვებული.
შერჩევისას გათვალისწინებული იქნება შემდეგი ფაქტორები:

• ასაკი 16 დან - 25 წლამდე;
• მოტივაცია და კომუნიკაბელურობა;
• გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები;
• საზოგადოებრივი და სამოქალაქო აქტიურობა;


მთლიანობაში შირჩევა საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან და ქალაქ თბილისიდან 148 მოტივირებული მოხალისე (ორი მოხალისე თითო მუნიციპალიტეტიდან), რომლებიც ივლისის ბოლოს გაივლიან 5 დღიან მოსამზადებელ ტრენინგ-სემინარს ისეთ თემებზე როგორიცაა:

• მოხალისეობა და მოხალისეების რეკრუტირება;
• კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები;
• საჯარო ინსტიტუტებთან ურთიერთობის ფორმები;
• პროექტების წერა და ფონდების მოზიდვა;
• და მოხალისეობის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

ტრენინგ-სემინარის დასრულებისას თითოეულ მოხალისეს გადაეცემა ტრენინგ-სემინარის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი და წლის ბოლომდე მიენიჭება "საქართველოს მოხალისის" სტატუსი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პროგრამა 'საქართველოს მოხალისე' ეძებს აქტიურ ახალგაზრდებს რეგიონებში
პროგრამა 'საქართველოს მოხალისე' რეგიონებში კონკურსს აცხადებს
ბაკურიანში ‘საქართველოს მოხალისეებისთვის’ ტრენინგები მიმდნარეობს [Photo/Video]
გახდი წლის საუკეთესო სპორტული მოხალისე!
ხვალ ახალციხეში მოხალისეობის ფორუმი გაიმართება [R]
სემინარი სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ კონკურსს იწყებს