FM97.5 / LIVE

"სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი" სატელევიზიო ფილმების კონკურსს აცხადებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.11.2016
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი" აცხადებს სატელევიზიო ფილმების კონკურსს. კონკურსი ცხადდება პროექტის" ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა და ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" დაფინანსებით.

"სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი"  სატელევიზიო ფილმების კონკურსს აცხადებს

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შესაბამისი გამოცდილების მქონე ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს. კონკურსის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საქართველოში ბავშვთა საგანმანათლებლო უფლებების დაცვის ხელშეწყობა.

პროექტი დააფინანსებს სატელევიზიო ფილმს შემდეგ თემებზე:

** ბავშვთა შრომა
** ადრეული ქორწინება
** მოწყვლადი ბავშვების საგანმანათლებლო უფლებები.

დასაფინანსებლად შეირჩევა პროექტები, რომლებიც ქვემო ქართლის, შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში არსებული პრობლემების გაშუქებას ისახავენ მიზნად, გვთავაზობენ ამბის თხრობის კრეატიულ გზებს, ინოვაციურ მიდგომებს, წარმოადგენენ განსხვავებულ ხედვას და უზრუნველყოფენ მოწყვლადი ჯგუფების პრობლემების ფართო საზოგადოებამდე მიტანას.

ფილმის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 11,300 ლარს.

სატელევიზიო ფილმების წარმოების პერიოდია 2017 წლის იანვარი-ივლისი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სატელევიზიო ფილმების შექმნის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;

საკონკურსო მოთხოვნები:

დაინტერესებულმა კანდიდატმა სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტს უნდა წარუდგინოს:

** სატელევიზიო ფილმის გადამღები ჯგუფის წევრების მოკლე ბიოგრაფიები;
** სამოტივაციო წერილი(არა უმეტეს 300 სიტყვისა);
** ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი და ელექტრონული ფოსტა);
** შერჩეული სატელევიზიო ფილმის/ფილმების სინოფსისი;
** განმცხადებლის წინა ნამუშევრების ელექტრონული მისამართები/ ბმულები;
** დანართში წარმოდგენილი შევსებული ბიზნეს კითხვარი (ორგანიზაციის შემთხვევაში).
** განსახილველი საკონკურსო მასალა წარმოდგენილი უნდა იქნას სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ოფისში, დახურულ კონვერტში, ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) ქუჩა, # 10, 2016 წლის 21 ნოემბერს,18:00-მდე.

კონვერტს უნდა ეწეროს:

** სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
** პროექტი: ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისთვის
** კონკურსის დასახელება: სატელევიზიო ფილმების მომზადება
** წარმდგენის გვარი და სახელი
** თარიღი: 21 ნოემბერი, 2016 წელი

კონსულტაციები: დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციები გაიმართება ორშაბათს, 14 ნოემბერს, 17 საათზე სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ოფისში, მისამართზე: ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) ქუჩა # 10.

კონსულტაციებში მონაწილეობის მიღების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ 2016 წლის 11 ნოემბრამდე შემდეგ მისამართზე: https://docs.google.com/forms/d/1SpLuKyI49xR_rzhRW4VaIKe-bGmM84wZUaDj1kFt7G0/edit


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

Civil Pitch–სთვის განაცხადების მიღება დაიწყო
ბავშვთა უფლებების დასაცავად პროექტის განხორციელება იწყება
პროექტი ბავშვთა უფლებების დასაცავად
ახალგაზრდული პროექტი ტურისტული შესაძლებლობების განვითარების მიზნით
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის შეთავაზება სტუდენტებს
ახალციხის სოფლებში ფილმების ჩვენება იწყება
ახალციხეში სატელევიზიო შოუ 'ნიჭიერის' მონაწილეებს შეარჩევენ