FM97.5 / LIVE

2015 წელს 611 არასრულწლოვანი პირის ქორწინება დარეგისტრირდა [ინფოგრაფიკა]

მთავარისაზოგადოება 13.05.2016
საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშის "ქალთა უფლებრივი მდგომარეობა და გენდერული თანასწორობა" მიხედვით, ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენცია და შემთხვევების მართვა დღემდე პრობლემად რჩება.

2015 წელს 611 არასრულწლოვანი პირის ქორწინება დარეგისტრირდა [ინფოგრაფიკა]

ანგარიშის მიხედვით, 2015 წელს 611 არასრულწლოვანი პირის ქორწინება დარეგისტრირდა. თითქმის სამჯერ მეტია მონაცემები, რომლებიც ბავშვის რეგისტრაციის მომენტში არასრულწლოვანი მშობლების რაოდენობას შეეხება, 2015 წელს ასეთი 1 449 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია საბაზო საფეხურის დასრულებამდე სკოლის მიტოვების ფაქტები. 2015 წელს, ოჯახის შექმნის მიზეზით, სწავლა 13–დან 17 წლამდე 408 მოსწავლემ შეწყვიტა.



ანგარიში "ქალთა უფლებრივი მდგომარეობა და გენდერული თანასწორობის" შესახებ, საქართველოს სახალხო დამცველმა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და არასამთავრობო სექტორს დღეს, 13 მაისს წარუდგინა.

ამ ანგარიშის თანახმად, საქართველოში კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა. საქართველო ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მაჩვენებლით 145 ქვეყანას შორის 114-ე ადგილზეა; ასევე, კვლავ პრობლემურია ქალთა შრომითი უფლებების გაუმჯობესების საკითხი; დაბალია საზოგადოების ცნობიერების დონე და ინფორმირებულობა როგორც რეპროდუქციულ და სქესობრივ ჯანმრთელობასა და უფლებებზე, ისე ქვეყანაში არსებულ სერვისებსა და პროგრამებზე. კვლავ გვხვდება აბორტის ისეთი ფორმა, როგორიც გენდერული ნიშნით სქესის სელექციაა და კვლავ მძიმეა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თვალსაზრისით არსებული რეალობა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

2015 წელს ოჯახში ძალადობის 2 726 ფაქტი გამოვლინდა [ინფოგრაფიკა]
ომბუდსმენი: ქალების პოლიტიკაში ჩართულობა კვლავ გამოწვევად რჩება
სახალხო დამცველი: მძიმეა ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით არსებული რეალობა
სახალხო დამცველი სახელმწიფო უწყებებს გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრისაკენ მოუწოდებს
გამოკითხვა: ახალციხელები ადრეული ქორწინების შესახებ [Video]
ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან მტკივნეულია ქალების მიმართ დისკრიმინაცია და ძალადობა
ომბუდსმენი: საქართველოში კვლავ პრობლემას წარმოადგენს ქალთა უფლებების დაცვა