FM97.5 / LIVE

შსს: 2018 წელს ქალთა მკვლელობების მაჩვენებელი 58%-ით შემცირდა

მთავარისიახლე, სამართალი 14.11.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს ქალთა მკვლელობების მაჩვენებელი 58%-ით შემცირდა, ხოლო ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

შსს: 2018 წელს ქალთა მკვლელობების მაჩვენებელი 58%-ით შემცირდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 10 თვეში მოკლული იქნა 11 ქალი, რომელთაგან ხუთი ოჯახის წევრმა, ხოლო ექვსი - სხვა პირებმა მოკლეს.

2018 წელს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ხუთი მკვლელობიდან:

• ერთ შემთხვევაში შვილმა მოკლა დედა;

• ერთ შემთხვევაში დამ - და;

• ერთ შემთხვევაში ძმამ - და;

• ერთ შემთხვევაში მამინაცვალმა - გერი;

• ერთ შემთხვევაში მოხდა იმ პირის მკვლელობა, რომელთანაც დანაშაულის ჩამდენი პირი ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა.

2018 წელს სხვა პირის მიერ ჩადენილი ექვსი მკვლელობიდან - ერთი ფაქტი ჩადენილია პარტნიორის მიერ.

2018 წლის იანვარში უწყებაში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და თითოეულ ფაქტზე დროული რეაგირებისა და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ განხორციელებული კომპლექსური ინსტიტუციური და შინაარსობრივი რეფორმების შედეგად, 2018 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე მომართვიანობა, ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის 4 000-ზე მეტ შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, ხოლო 3 000-ზე მეტი პირის მიმართ - სისხლისსამართლებრივი დევნა.

ამასთან, პარლამენტში იხილება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლითაც გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა სისხლის სამართლის კოდექსის მთელი რიგი მუხლებისთვის (მათ შორის მკვლელობისთვის) დამამძიმებელ გარემოებად არის გათვალისწინებული.

გასული ორი წლის სტატისტიკა კი ასეთია:

• 2017 წელს მეუღლის ან/და ყოფილი მეუღლის მიერ ქალის მკვლელობის 10 ფაქტი დაფიქსირდა.

• 2016 წელს მოკლეს 32 ქალი, რომელთაგან 14 ოჯახის წევრმა, ხოლო 18 - სხვა პირმა მოკლა.

• 2017 წელს მოკლეს 26 ქალი, რომელთაგან 14 ოჯახის წევრმა მოკლა, ხოლო 12 - სხვა პირმა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში ოჯახში ძალადობის ფაქტზე 135 შემაკავებელი ორდერი გაიცა
არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში 110 მშობელი ამხილეს
ოჯახური დანაშაულის ბრალდებით, სამცხე–ჯავახეთში, 3 თვეში 39 პირი დააკავეს
სამცხე–ჯავახეთში ოჯახში ძალადობისთვის ერთი პირი დააკავეს
სამცხე–ჯავახეთში,  2018 წელს,  ოჯახში ძალადობის 105 ფაქტი გამოვლინდა
‘ქალთა მკვლელობა ყველაზე ხშირად სახლში ხდება’ - ომბუდსმენი
9 თვეში არასრულწლოვნის მიმართ სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში 114 პირია მხილებული