FM97.5 / LIVE

გენდერული სტერეოტიპების გავლენა

მთავარისაზოგადოება 08.05.2016
გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, ბორჯომსა და ასპინძაში, ადგილობრივ თვითმმართველობაში ყველაზე მეტი ქალია დასაქმებული.

გენდერული სტერეოტიპების გავლენა
ბორჯომის გამგეობაში დასაქმებულ ქალთა რაოდენობა 56%, ხოლო ასპინძაში 55%-ია. ეს მაჩვენებლები კვლევის სამიზნე 6 რეგიონს (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი, სამე¬გრელო) შორის ყველაზე მაღალია.

კვლევის მიხედვით, გამგეობაში დასაქმებულ ქალთა ყველაზე მცირე პროცენტული მაჩვენებელი ქობულეთსა და ქედაში (აჭარა) ფიქსირდება.
საერთო ჯამში, კვლევის მიხედვით, სოფლებსა და მუნიციპალიტეტებში ქალები ძალიან ნაკლებად არიან ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საკრებულოში დასაქმებული ქალების საშუალო მაჩვენებელი 9%-ს შეადგენს. კომიტეტებს 17 ქალი ხელმძღვანელობს, რაც მაღალ პოზი¬ციაზე დასაქმებული ქალების 14%-ს შეადგენს. გამგეობაში დასაქმებული ქალების საშუალო პრო¬ცენტული მაჩვენებელი 34%-ია, საერთო ჯამში, მაღალი პოზიციების 40% ქალებს უკავიათ.

კვლევის შედეგების თანახმად, ქალები თვითმმართველობის ყველა სამსახურსა და კო¬მიტეტში არიან წარმოდგენილნი, მათ შორის ფინანსურ და იურიდიულ სამსახურებში, თუმცა, მათი დიდი ნაწილი ტრადიციულად ისეთ სფეროებშია დასაქმებული, სადაც ქალები დომინირებენ ‒ განათლების, კულტურის, ჯანდაცვისა და სოციალურ სამსახურებში.

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, ქალების ნა¬კლებად ჩართულობის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება ტრადიციული გენდერული სტერეოტიპები ჩაითვალოს. გამოკითხული ქალი რესპონდენტებისათვის ცნობილია, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებულთა უმრავლესობას (80%) კაცები შეადგენენ, თუმცა არათანაბარ გადანაწილებას პრობლემად, არც ქალები აღიქვამენ და არც კაცები.

კაცი მონაწილეები თანხმდებიან, რომ ქალები უნდა იყვნენ ჩართულები გადაწყვეტილების მი¬ღების პროცესში, თუმცა, მათი მოსაზრებით, ქა¬ლის მთავარი მოვალეობა ბავშვების აღზრდა და საოჯახო საქმეების შესრულებაა. ეს კი მათ სხვა აქტივობებისთვის ნაკლებ დროს უტოვებს. გარდა ამისა, კაცები ფიქრობენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა ოჯახის პრობლემას ვინ წარუდგენს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს: ქალი თუ კაცი. „მაგრამ ვინაიდან ქალები ძირითადად საშინაო საქმეებით არიან დაკავავებული, უმჯობესია, ეს კაცმა გააკეთოს, რა¬ დგან ის „ნებისმიერ შემთხვევაში გადის სახლიდან“.

ფოკუს ჯგუფის მონაწილე ის ქალები, რომლებიც არ არიან ჩართულნი გადაწყვეტილების მიღების პროცესში და არ არიან მსგავსი საკითხებით და¬ინტერესებულნი, ამ პოზიციას ეთანხმებიან. ის ქალები, რომლებიც სხვადასხვა პროგრამის განხორციელებასა და განხილვებში აქ¬ტიურად მონაწილეობენ, ამბობენ, რომ მათი როლი მნიშვნელოვანია, მათ შეუძლიათ ზეგავლენის მოხდენა, რის დასადასტურებულადაც კონკრეტული შემთხვევებიც არსებობს, თუმცა ასეთი ქალების რიცხვი მცირეა.

„ფოკუს ჯგუფის დისკუსიებმა მკაფიოდ აჩვენა, რომ ქალები, ქალის როლის საკუთარი აღქმიდან გამომდინარე, უმეტესწილად პასიურები არიან სათემო გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით, რაც სრულად ემთხვევა ფართოდ გავრცელებულ სტერეოტიპებს, რომელთა მიხედვითაც ქალი სახლში უნდა იჯდეს და ბავშვებს უვლიდეს, ხოლო სახლს გარეთ ოჯახის ინტერესებს მისი ქმარი წარმოადგენს.ამ სტერეოტიპების გამო, ქალები თავს იკავებენ სახლს გარეთ ინიციატივების გამოჩენისგან. ასე რომ, გენდერული სტერეოტიპები ზღუდავენ ქალის საშუალებას - იმოქმედოს“, – ვკითხულობთ კვლევაში.

რეგიონებში ქალთა გააქტიურების მიზნით, ამ რეგიონებში განხორციელებულ ინიციატივებს შორის მოხვდა ,,ქალთა ოთახებიც“. 2012 წელს ,,Merci Corps“-მა სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში 13 ქალთა ოთახი (2 კვლავ ჩამოყალიბების პროცესშია) გახსნა. ქალებს, რომლებიც მუნიციპალიტეტში საკუთარ საქმეზე მიდიან, საშუალება აქვთ, გამოიყენონ ეს ოთახები და კონსულტაციები მიიღონ მუნიციპალიტეტის მომსახურებების თაობაზე. ამას გარდა, ქალთა ოთახები ქალებისთვის თავშეყრის ადგილიცაა. მათ ხომ კაცებისგან განსხვავებით, ხშირად არ აქვთ საჯარო ადგილი შეკრებისთვის. კაცები კი, ტრადიციულად, უბანში, ღია ცის ქვეშ მოწყობილ თავშეყრის ადგილას იკრიბებიან, რომელსაც სასაუბრო ენაზე „ბირჟა“ ეწოდება“- ნათქვამია განცხადებაში.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის (Un Women) მიერ ჩატარებული კვლევა 2015 წლის აგვისტოდან 2016 წლის თებერვლამდე პერიოდს მოიცავს. მის ფარგლებში 6 სამიზნე რეგიონში 2400 ადამიანი გამოიკითხა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გენდერული დისბალანსი სამცხე–ჯავახეთის თვითმმართველობებში
“თუ ქალი ოჯახს მართავს კარგად, სახელმწიფოსაც გამართავს”[Video]
ქალების მუშაობა სოფლის მეურნეობაში ძირითადად აუნაზღაურებელია - FAO
ზურაბიშვილი: ტრადიციების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში მთავარი ძალა ქალები იქნებიან [R]
ქალები პოლიტიკაში და უმცირესობები არჩევნებში – საიას კვლევების შედეგები
‘ქალები, როგორც ამომრჩევლები’ – დისკუსია ახალციხეში
ახალციხეში გენდერულ საკითხებზე იმსჯელეს